Home რუბრიკები საზოგადოება მკვლელმა წვეთოვანმა 6 ახალგაზრდა შეიწირა

მკვლელმა წვეთოვანმა 6 ახალგაზრდა შეიწირა

525

როგორც სამომხმარებლო ბაზარზე ნებისმიერი მიმართულებით ხდება ინოვაციური პროდუქციის შემოდინება ქვეყანაში, ასევე ნარკოტიკული პრეპარატების რეპრეზენტატორებს, დილერებს შემოაქვთ ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები. ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულ ბიოს ჩამოტანაზე რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. კანონით მისი შესყიდვა-მოხმარება აკრძალული არ არის. ბიოპლანის გამოწერა სულ მარტივად შეიძლებოდა უცხოური საიტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან აკრძალული მარიხუანა ჩაანაცვლა. სწორედ ადვილმა ხელმისაწვდომობამ განაპირობა მისი მზარდი პოპულარობა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში ახალი საშიში ნარკოტიკი გამოჩნდა: ”ბოლო კვირის განმავლობაში, როგორც მითხრეს, ექვსი ახალგაზრდა შეიწირა ე.წ. “წვეთოვანმა ბიომ”. ცოდვის კალო ტრიალებს მათ ოჯახებში, საშინელებაა, რაღაც უნდა ვიღონოთ ყველამ ერთად.მშობლებს მივმართავ – გააფრთხილონ და გააკონტროლონ ახალგაზრდები. რაც შეეხება ამ შხამების მწარმოებლებს, შემომტანებს, დამკრიშავებს და ყველა ცივსისხლიან გარეწარს, ვინც ახალგაზრდებს სასიკვდილოდ წირავს საკუთარი გამდიდრებისთვის – ჯოჯოხეთს აქვე ვანახებდი, ჩემი ნება რომ იყოს”, – წერს მანჯავიძე.

ახალგაზრდები ეძალებიან მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს. დღეს ქვეყანაში ატეხილი დავა მარიხუანას ლეგალიზებაზე რეალურად დიდი საფრთხის მატარებელია ქვეყნის ჯანსაღი მომავლის შენების გზაზე. ახალგაზრდა, რომელიც რეგულარული მომხმარებელი ხდება კანაფის მას უფრო დიდი შანსი აქვს და უფრო ახლოს დგას საფრთხესთან, რასაც „ნარკოტიკი“ ქვია.  საფრთხე, რომელიც უკვე დიდი ხანია „ბიოს“ მოხმარების საფრთხით არსებობს ჩაანაცვლა ახალმა საფრთხემ „წვეთოვანმა ბიომ“. ახალგაზრდები  ზრდიან დოზას, ცვლიან მოხმარების წესებს, არ ერიდებიან ნოვაციებს, რათა მიიღონ მეტი სიამოვნება, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმ საფრთხეებზე, რამაც  შეიძლება ისინი საბოლოოდ ფატალურ შედეგამდე მიიყვანონ. 

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბიოს მავნე ზეგავლენაზე: რა დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და როგორ ასრულებენ სიცოცხლეს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თვითმკვლელობით. 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here