Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ჩაჩუა: “ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც” ერთი პატრონი ჰყავთ

ლევან ჩაჩუა: “ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც” ერთი პატრონი ჰყავთ

561

უნდა გამოირიცხოს მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი გარყვნილი ადამიანების დანიშვნა.

დამთავრდა კერების, ბუშებისა და მაკკეინების ლობისტების პერიოდი მსოფლიოში, ახლა სულ სხვა ხანა, სხვა დრო იწყება…  ყველასთვის კარგად ცნობილმალგბტ თემისდამცველმა გიორგი ტატიშვილმა, იმავე მაცაცომ, ერთერთ საინფორმაციო სააგენტოსთან სკანდალური რამ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინათ ორგანიზაციატრანსგენდერ ქალთა ცენტრისოფისში (რომლის ხელმძღვანელიც თავადაა) კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ორგანიზაციის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. როგორც ტატიშვილი ამბობს, ამოღებულ დისკებზე ასახულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა პირისა და, მათ შორის, პოლიტიკოსების შესახებ. “აქ არის პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიოჩანაწერები, როგორც ჩვენი, ისე პოლიტიკოსების.” _ განაცხადა მან, მაგრამ არ უთქვამს, საიდან, როგორ ან რა გზით ფლობდა მისი ორგანიზაცია მსგავს ჩანაწერებს, მით უმეტეს _ პოლიტიკოსებზე და რა მიზანს ემსახურებოდა ამ დისკების არსებობარა საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სახელმწიფოს ამ ჩანაწერებმა, არის თუ არა იგი პოტენციურად კომპრომატი ხელისუფლების წინააღმდეგ და კონკრეტულად რა ზომების მიღებაა საჭირო იმ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომლებზეც აღნიშნული კომპრომატი არსებობს ?_ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპარტიაქართული იდეისხელმძღვანელი და დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა ესაუბრება.

_ ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება ფლობდეს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, “ტრანსგენდერ ქალთა ცენტრიპოლიტიკოსების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს?

_ ყველა ეს ე.წ. ენჯეო ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა და, რასაც უცხოეთის სპეცსამსახურები ავალებენ, იმას ასრულებენ. ამ ორგანიზაციების წევრთა დიდი ნაწილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა და მათთვის უცხო არ არის ის, რაც ვიღაცისთვის გადახრად ითვლება. საერთოდ, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი ბევრია არა მხოლოდ ე.წ. არასამთავრობო სექტორში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიც და მათაც გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ. ალბათ, ყველა მათგანზე არსებობს გარკვეული ჩანაწერი და ცხადია, ეს ჩანაწერები უმიზეზოდ არ კეთდება…

_ ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც არიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები?

_ ფაქტია: ეს ხელისუფლებაც და წინამორბედიც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს ყურებით ჰყავდათ დაჭერილი. კანონპროექტებს ვერ ამტკიცებდა პარლამენტი ისე, მათთვის რომ არ დაეძახა და არ ჩაერთო განხილვებში. ამ დროს პატრიარქის ქადაგებას, საპატრიარქოს პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე და სხვადასხვა სასულიერო პირის განცხადებებს არად აგდებდა. რატომ? რით იყვნენ ის “არასამთავრობოები” ეკლესიაზე უფრო პატივსაცემი?! ანტიდისკრიმინაციული კანონი ავიღოთ,_ ყველას გვახსოვს, როგორ მიიღეს. სრულიად საქართველო წინააღმდეგი იყო და მაინც დაამტკიცეს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ ამით თავის პოლიტიკურ რეიტინგს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა? ცხადია, იცოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ეს ერთი.

მეორე _ უბედურებაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, როგორ შეიძლება, ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელოო. პირადი ცხოვრებაა შენი ოჯახი, საძინებელი, ბოდიში და, საპირფარეშორომელიღაც სასტუმროში რომ მამათმავლობ და დედათმავლობ, პირადი ცხოვრება კი არა, გარყვნილება და გათახსირებაა. თანაც, ასეთი ადამიანები პარლამენტში სხედან და გაიძახიან, ამის გამავრცელებლებმა პასუხი უნდა აგონო, იმას კი არ ამბობენ, რომ ამორალურ კაცს და ქალს სახელმწიფო სამსახურში არაფერი ესაქმება, რომ არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა მართონ ქვეყანა და მიიღონ კანონები, განსაზღვრონ პოლიტიკური პრიორიტეტები და იდეოლოგია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა ამხილონ და საზოგადოებამ მათ უარი უნდა უთხრას…

_ გინდათ, თქვათ, რომ ასეთი ადამიანების ყოფნა ხელისუფლებაში სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის?

_ ხელისუფლება, რომელზეც არსებობს კომპრომატები და ეს კომპრომატები აქვს უცხოურ სპეცსამსახურებს, ვერასოდეს იმოქმედებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხეა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვინმე წარმოიდგენდა, რომ “ნაცმოძრაობა” კი არ გასამართლდებოდა, როგორც დამნაშავე რეჟიმი, არამედ ივანიშვილის ძალისხმევით სამად გაიყოფოდა, დაფინანსდებოდა და ოპოზიციური სპექტრის ფლაგმანად გამოცხადდებოდა? ეს არის სამარცხვინო ფაქტი და ჩემთვის გასაგებია, რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს ამის გაკეთება. ნეპოტიზმში ჩაძირულ, პოლიტიკურად გაბანკროტებულ ხელისუფლებას სხვა ძალა, გარდანაცმოძრაობისა”, ოპონენტად ვერ გამოადგება. სწორედ ამიტომ შემოაგდეს თავის დროზე კოაბიტაციის თემაც და ეგონათ, რომ საზოგადოება ამას ნელ-ნელა შეეგუებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ხელისუფლებამ არათუ ვერ აღიდგინა დაკარგული ავტორიტეტი, მისი რეიტინგი დღითიდღე ეცემა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა ამ ხელისუფლების პოლიტიკა და შემდგომ არჩევნებში იგი განწირულია კრახისთვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო იმ “მორწმუნე” ამომრჩევლებს, რომლებმაც ბოლო არჩევნებში ვითომ “ნაცმოძრაობის” არდაბრუნების მიზნით “ოცნებას” მისცეს ხმა: ხომ იმკით, რაც დათესეთ და, რასაც დღეს აკეთებენ ივანიშვილის ხელის ბიჭები, ხომ იმსახურებთ ამ ყველაფერს?! “ოცნებასაცდანაცმოძრაობასაცრომ ერთი პატრონი მართავს, ძნელი მისახვედრია? ამათ რომ ხელისუფლებას ჩააბარებ, უკეთესს რას უნდა ელოდე

_ დავუბრუნდეთ ფარულ ჩანაწერებს, თქვენი აზრით, რა ზომები უნდა მიიღონ შესაბამისმა სამსახურებმა, რათა ხელისუფლების სათავეში არ მოექცნენ შანტაჟის ქვეშ მყოფი ადამიანები?

_ საქართველოს არ ჰყავს სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი სპეცსამსახურები. დღეს რომელიც გვყავს, უცხოეთიდან იმართება, ისინი გარედან იღებენ მითითებებს, უბრძანებენ _ უნდა შეასრულონ.

_ ორგანიზაციატრანსგენდერ ქალთა ცენტრშიშესვლა და კომპიუტერული ტექნიკის ამოღებაც გარედან იყო ნაბრძანები?

_ თუკი იმ ორგანიზაციაში მართლა არსებობდა რამე ჩანაწერი, შსს-ს ეს დიდი ხნის წინათ ეცოდინებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ისეთი სიტუაცია შეიქნა, რომ ამოღება გახდა საჭირო. ამიტომაც შევიდნენ და წაიღეს, თუმცა, ვფიქრობ, ეს ჩანაწერები სხვაგანაც ინახება. ასე ოფისებში შეჭრით და ჩხრეკით მსგავს ფაილებს სათითაოდ ვერ იპოვიან, ამიტომ ვამბობ, რომ სპეცსამსახურები უნდა იდგნენ ქვეყნის სამსახურში; თუ ვინმეს რამე გადახრა აქვს და ამორალური ცხოვრებით ცხოვრობს, მისი გამოვლენა უნდა მოხდეს. იმთავითვე უნდა გამოირიცხოს მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი გარყვნილი ადამიანების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი ყოველთვის იქნება სახელმწიფოს თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი და ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ისინი სერიოზულ ზიანს მიაყენებენ ქვეყანას.

აქვე მოკლედ შევეხები კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით დუმს, საუბარია უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის კანონპროექტზე, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო თავისუფლად შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების შესყიდვა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ეს კანონი დამტკიცდება, დამატებით მივიღებთ არაბულ, ინდურ და ჩინურ დასახლებებს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც ეს უნდა. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ესენი შეგნებულად ცდილობენ, ქვეყანა ხელიდან გამოგვაცალონ, ხალხი გააღატაკონ და სამშობლოდან გადახვეწონ.

_ თქვით, რომ ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ შანტაჟის ქვეშ მყოფი ამორალური ადამიანები. არის დღეს რეალურად პოლიტიკურ სპექტრშიქართული ოცნებისჩამნაცვლებელი ძალა? დასავლეთში ნელნელა ნაციონალიზმი იღვიძებს, საქართველოში თუ ხედავთ მსგავს ნიშნებს?

_ ის, რაც დღეს დასავლეთში ხდება, აუცილებლად აირეკლება საქართველოზე, მეტიც, ტრამპის გაპრეზიდენტებამ ამერიკაში აქ შეიძლება საბოლოოდ დაუსვას წერტილი არსამთავრობოების ბოგინს. ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ მათ გადაეკეტებათ ფინანსური დახმარების არხები. არავინ გადაუხდის ვაჭარაძეებსა და სხვა მსგავს გადაკეთებულ ბიჭებსა თუ გოგონებს მილიონებს იმისთვის, რომ ეკლესია ლანძღონ და პატრიარქი შეურაცხყონ. თუმცა ეს პროცესი თავისთავად არ წარიმათება, ამას ხელი ჩვენც უნდა შევუწყოთ; აქედანვე უნდა გააქტიურდნენ ჯანსაღი ძალები და უნდა მოახდინონ ძირეული პოლიტიკური გარდაქმნები. ასე მოხდა ამერიკაში და იგივე პროცესები მიდის დღეს ევროპაშიც…

_ საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შეიძლება თუ არა ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში?

_ საქართველოს ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, უკვე აქვს გარკვეული დაბრკოლებები ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობაში. მას დღემდე არ ჰქონია პირდაპირი კომუნიკაცია არც ტრამპთან და არც მის გარემოცვასთან. რატომ? _ იმიტომ, რომ კლინტონის დამარცხებით ცივი წყალი გადაესხათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ… ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ დამთავრდა კერების, ბუშებისა და მაკკეინების ლობისტების პერიოდი მსოფლიოში, ახლა სხვა ერა იწყება. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ეს არის ძალიან რთული, არახელსაყრელი მდგომარეობა და, ბუნებრივია, მათ “თეთრი სახლის” დღევანდელ ადმინისტრაციასთან წინამორბედის მსგავსი ურთიერთობა ვერ ექნებათ, ამიტომაა აქაც შესაბამისი გარდაქმნები საჭირო და ამიტომაა შესაცვლელი არა მხოლოდ სახეები, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა გააკეთა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკაც. სხვანაირად საქართველო მივა პოლიტიკურ იზოლაციამდე და ეს იქნება კრახი სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეეწირება ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ტრამპის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურებში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ ძირფესვიანად შეიცვლება ყველაფერი _ დაწყებული კადრებიდან, დამთავრებული პოლიტიკით და იმ მიდგომებით, რომლებიც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე და აქაც გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სპეცსამსახურები ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანებით დაკომპლექტდეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. მგონი მოვიდა დრო გამოფხიზლდეს საქართველოს ხელისუფლება, მოიცილოს სოროსის დაფინანსებული არასამთავრობოები, და ჯანსაღად მართოს ქვეყანა, გადაერთო ტრადიციულ და ქრისტიანულ მმართველობაზე, თუ უნდათ რომ იყვნენ იქ სადაც არიან, თორემ ხალხი უკვე საკმაოდ ფხიზლდება და პასუხსაც ისეთს მოითხოვს როგორც ჩვენს ხალხს და ქვეყანას ეკადრება, და სასწრაფოდ გააუქმეთ ის ხალხის დამამცირებელი მიღებული კანონები…….არატრადიციული ადამიანები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ მათ ოთახში და ლოგინში არავინ უხდებოდათ, სკოლებშიც ჩვენს გვერდით სწავლობდნენ და ვმეგობრობდით კიდეც, და მათთვის ცუდი არასოდეს გვიკადრებია ახლა კი უკადრებელი აკადრებინეთ ხალხს და ესეც თქვენი ბრალია, რომ მათი ზეწრები გადმოგვიფინეთ აივნებიდან…..შეწყდეს ეს ყველაფერი, თუ იცით ამერიკაში ისინი ცხვირს რომ ვეღარ ყოფენ გარეთ შიშისგან, იმიტომ რომ ხალხი უკვე სცემს მათ, გინდათ ანალოგიური ჩვენთანაც?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here