Home რუბრიკები საზოგადოება სოსო მანჯავიძე: შევყურებთ ჩვენი ერის განადგურების პროცესს და, სამწუხაროდ, უძლურნი ვართ

სოსო მანჯავიძე: შევყურებთ ჩვენი ერის განადგურების პროცესს და, სამწუხაროდ, უძლურნი ვართ

538

რამდენიმე დღის წინათ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გვამცნო, _ დავით აღმაშენებლის გამზირსა და ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ბორდელებია და პროსტიტუციით არასრულწლოვანი გოგონები არიან დაკავებულნიო. 

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, ამახალი ამბითდაინტერესებულიყო. “ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა, ამიტომ კატეგორიულად ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით. მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს. თუ ეს რაიმე დახურული კლუბია, მაშინ უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. რა კრიტერიუმით ხდება აქ შემსვლელი ადამიანების შერჩევა, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იმავე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ისეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის ამ განცხადებას უმალვე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში: “უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ კომერციულ სექსში ჩართული გოგონებისა და ქალბატონების უმეტესობას დასრულებული არ აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი, მხოლოდ 8-დან 13%-მდე ქალბატონებს აქვთ დასრულებული უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ეს უკავშირდება განათლების პრობლემატიკას”. მოკლედ, თუ სწორად გავიგეთ, პრემიერმა, _ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ჩარჩოში ჩასვითო, ხოლო ჯაშმა, _ გავანათლებთ და ტურისტებისთვის მისაღებს გავხდითო. ამ თემაზე გვესაუბრება დედაქალაქის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე.

_ პრემირმინისტრმა ახლახანაღმოაჩინა”, რომ დედაქალაქის ცენტრში ბორდელები მოქმედებს და იქ უცხოელები არასრულწლოვან ქართველ გოგონებს რყვნიან

_ ვიღაცამ “ახლახან” გაიგო, მაგრამ ჩვენ, დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ და აქციებსაც ვმართავდით. საქართველოში პროსტიტუცია ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან ბორდელები ქალაქის ცენტრშია, რაც ყოვლად დაუშვებელია, სისხლის სამართლის დანაშაულია, რომ არაფერი ვთქვათ ზნეობრივრელიგიურ დანაშაულზე.

ბორდელები, თანაც დაუფარავად, სააკაშვილის “გაფურჩქვნის” პერიოდში გაიხსნა და დღემდე ხელშეუხებელია.

_ მსგავსი საქმიანობისთვის საკუთრებაში არსებული ფართობის გაქირავება, როგორც ვიცი, ისჯება. ნუთუ ძნელია იმის გარკვევა, ვის ეკუთვნის ფართობი?

_ ყველაფრის გაგება შეიძლება, მაგრამ არ სურთ. ასეთ საქმიანობას, როგორც წესი, ძალოვანი სტრუქტურები ლობირებენ. წარმოუდგენელია, ვინმემ არ იცოდეს, რა ხდება რეალურად. ყველა ყველას უთვალთვალებს და ის არ იციან, ვის რა ეკუთვნის?!

_ პრობლემა გლობალურ ჭრილში განვიხილოთ. შემთხვევითი არ არის, რომ პროსტიტუციას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ნარკოტიკების ლეგალიზებას ისეთ ქვეყნებს სთხოვენ, როგორიც საქართველოა. ამაზე ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და არა მხოლოდ ისინი

_ ყველაფერს მოეძებნება ახსნა. საქართველოში ეს ყველაფერი ჯორჯ სოროსმა დაიწყო რამდენიმე წლის წინათ. ის მარტო არ არის. ადამიანთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში ნაციონალური სახელმწიფოების ადგილი აღარ არის და მათი განადგურება ადგილობრივი სახელმწიფო რესურსებით გადაწყვიტეს. ამას აღარავინ მალავს, რადგან დაუფარავად მოქმედებენ კიდეც.

ვხედავთ, რა ამბავია ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე. ეს დიდძალი ფულია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე მიაღწიეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ახლა ლეგალიზებისკენ მიდიან. მიაღწიეს გაეროს შესაბამის სტრუქტურებში მათთვის მისაღები ფორმულირების ჩაწერას, როგორც თავის დროზე მსოფლიოს ჯანდაცვის სტრუქტრურებს ამოაღებინეს, ჰომოსექსუალობის, როგორც ავადმყოფობის, დეფინიცია.

საინტერესოა არგუმენტები, რომლებსაც გვთავაზობენ. საუბრობენ ღვინით, არყით გამოწვეულ თრობაზე და მას ადარებენ მსუბუქი ნარკოტოკით გამოწვეულ თრობას. ეს კარგად დამუშავებული ფანდია და უვიცებზეა გათვლილი.

ადამიანის სულიერი მდგომარეობა სხვადასხვაგვარია ნებისმიერი თრობის დროს. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულია ალკოჰოლითა და ნარკოტიკით გამოწვეული თრობა. ალკოჰოლით გამოწვეული თრობის შედეგად ადამიანს ტერიტორიის დაცვის იმპულსები უმძაფრდება. მაგალითად, ომში ბრძოლის დაწყების წინ ჯარისკაცები ალკოჰოლს იღებდნენ, სასაცილო იქნებოდა, მათთვის მარიხუანა მიეცათ. მარიხუანა ადამიანს ასოციალურს, ნიჰილისტურს ხდის, უხშობს ეროვნულ, პატრიოტულ გრძნობებს, რაც ხელს აძლევთ იმ შავბნელ ძალებს, რომლებიც მსოფლიოს მართავენ.

მათ პროგრამაში შედის ზნეობის მოშლა და ამიტომაც ცდილობენ არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩათრევას.

ცნობილიგირჩი”, რომელიც ნაცებს გაეთიშა, საკმაოდ გულუხვად დაჯილდოვდა. “ბოროტ ენებსასეთი რამ არ გამოეპარებათ. “გირჩმასატანისტური ტრენდის დამკვიდრებას მიჰყო ხელი. საინტერესოა, რომ მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. უფრო მეტიც, თითქოს მათ საქმეს აკეთებენ კიდეც.

20 წელიწადზე მეტია, საქართველოში ჯორჯ სოროსი ოპერირებს. ელექტრონული მედია, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება მისი კადრებით არის დაკომპლექტებული. აღარაფერს ვამბობ საქართველოს ფაქტობრივ მმართველებზე… ყველამ კარგად ვიცით, ვის ხვდება სოროსი, როდესაც საქართველოს სტუმრობს. უპირველესად უნდა დავასახელოთ დავით უსუფაშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც განუხრელად ატარებს სოროსის ხაზს.

უბედურება გვჭირს _ მთელი პოლიტიკური სპექტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი სოროსია, წარმომადგენელი შავბნელი ძალების, რომლებიც ჩვენნაირი ერების გადაგვარებაზე ზრუნავენ. არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ამ ძალების წინააღმდეგ მსოფლიოა ამხედრებული. ჩვენთან ამაზე არ საუბრობენ.

სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მაკკეინებმა, კლინტონებმა მთავრობა ხელახლა დააკომპლექტეს. მთელი ოთხი წელიწადი ახალი ხიდების გადებას მოანდომეს. სწორედ ამის შედეგი იყო რესპუბლიკელების წინ წამოწევა და მათი დასმა საკვანძო თანამდებობებზე. ახლა ის “ძველი რესპუბლიკელები” მოაშორეს და ახლები მოიყვანეს, მათზე უარესები, უფრო უტიფრები, მაგრამ მოულოდნელად “უბედურების ზარმა ჩამოჰკრა” და ამერიკაში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას რომ ეგონა, მორჩა, დავასრულეთ მთავრობის დაკომპლექტება და მისია შესრულებულიაო, ტრამპმა ოცნებები დაუნგრია.

ამერიკის ახალი პრეზიდენტი გაცილებით ქსენოფობიურჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე ისინი, ვინაც გვამუნათებდა.

ძალიან საინტერესო იყო ქართული ტელევიზიებისა და პოლიტიკოსების რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე. ამერიკაში კლინტონმა დამარცხება აღიარა და ჩვენი ტელევიზიები არ აღიარებდნენ, ამერიკის ელჩის _ იან კელის გაშლილ სუფრასთან ისხდნენ და ისევ კლინტონის სადღეგრძელოს სვამდნენ.

დღეს მსოფლიოში ძლიერი ანტიამერიკანიზმია. მსოფლიო იცვლება, ეს ჩვენი ხელისუფლება კი ხვდება სენატორ ჯონ მაკკეინს, თვალებში შეჰყურებს იან კელის, რომელიც მალე თანამდებობაზე აღარ იქნება… გაუგებარია და საეჭვოც ჯონ კერის უეცარი დაშვება თბილისის აეროპორტში და მასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის _ დავით ზალკალიანის ორსაათიანი საიდუმლო შეხვედრა… იქიდან გამომდინარე, რაც ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მოწყვლადია, მას ცუდ ძალებთან აქვს საქმე.

_ იქნებ ჩვენი ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ცდილობს, რაღაც მაინც შეცვალოს?

_ ხელისუფლებამ რამე რომ შეცვალოს, პირველ რიგში, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უნდა შეეძლოს. მთავრობის ყველა წარმომადგენელი სადღაც იყურება, ვიღაცის სიტყვას ელოდება. არ გვყავს სასამართლო, პროკურატურა… კონსტიტუცია, რომელიც სააკაშვილმა თავს მოგვახვია, ჩვენნაირი ქვეყნისთვის დამღუპველია. გვყავს ფორმალური ხელისუფლება, ფორმალური ოპოზიცია… ერთი სიტყვით, ქაოსია.

ქვეყანაში შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, მაგრამ ისინი ყველაფერზე საუბრობენ, გარდა კონსტიტუციისა. ყველა ის საკითხი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, კონსტიტუციით არის დასარეგულირებელი.

ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი. მხოლოდ ჩვენი ფსიქოლოგიის ხალხს შეეძლო, რომ აქ, სამხრეთ კავკასიაში, საპარლამენტო მთავრობა ჰყოლოდა. ინსტიტუციების არარსებობა იწვევს კრიზისს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენი მთავრობის ნეოლიბერალური მანტიით შემოსვაზე.

ბანკირების აშენებული ქვეყანა სწორედ ისეთია, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ. ეს არის ქვეყანა, რომელშიც მილიონი ღატაკია.

საქართველოში აღარ არის მორალური რესურსი, რამე რომ შეცვალო. სამწუხაროდ, შევყურებთ ჩვენი ერის განადგურების პროცესს და უძლურნი ვართ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here