Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პიკანტური დეტალები

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პიკანტური დეტალები

562

შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამოდენიმე საათიღა რჩება. ვაშინგტონში საინაუგურაციო ცერემონია უკვე დაწყებულია. 

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი,  უკვე ჩავიდა ვაშინგტონში. ტრამპი ვაშინგტონში ჩასვლისთანავე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივიდა, სადაც ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გვირგვინი მიიტანა, შემდეგ კი ლინკოლნის მემორიალთან მიმდინარე კონცერტს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.

ლინკოლინის მემორიალთან გამართულ კონცერტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა  რომ  გააერთიანებს ამერიკას და მას კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს. ტრამპი მოსახლეობას ცვლილებებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის არმიის გაძლიერებას დაჰპირდა.

დღეს ტრამპი, პირველად, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე  წმინდა იოანეს ეკლესიაში მივა, შემდეგ კი ის და მელანია ტრამპი  ბარაქ და მიშელ ობამებთან ერთად ისაუზმებენ. შემდეგ კი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმთან მივა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაახლოებით 7 საათზე წვეულება დაიწყება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და დემოკრატიული პარტიის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ჰილარი კლინტონი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან, – იუწყება CNN.  აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში ასევე დაესწრებიან დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.

„პრეზიდენტი ბუში და ლორა ბუში აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის 58-ე ცერემონიას დაესწრებიან ვაშინგტონში 2017 წლის 20 იანვარს. ისინი მოხარულნი არიან, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მოწმენი გახდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან მხოლოდ ჯიმი კარტერმა განაცხადა საჯაროდ, რომ ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებდა. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება ინაუგურაციას.

ტრადიციისამებრ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ხელისუფლების გადაცემის ცერემონიალს ესწრებიან.

 ისევე, როგორც აშშ-ის წინა პრეზიდენტების ინაუგურაციებისას, ამჟამადაც, ღონისძიებაზე მხოლოდ ელჩები არიან მიწვეულნი. სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს აშშ-დან მოსაწვევებს არ უგზავნიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება. 

მათივე თქმით, ცერემონიას ესწრებიან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და არა მიწვეული სტუმრები. ამავე თემაზე, კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

„ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. როგორც ხდებოდა ტრადიციულად, ზუსტად იმავენაირად უკეთებენ ორგანიზაციას ამჯერადაც ინაუგურაციის ცერემონიალს. ასე რომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო არ ესწრება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციები არ ესწრებიან, ასევეა საქართველოც“, – განმარტა ქაცარავამ. შესაბამისად, ცერემონიაში აშშ-ში საქართველოს ელჩი  დავით ბაქრაძე მიიღებს მონაწილეობას.

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელები სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ – ღონისძიებები 19-დან 21 იანვარმდე იმართება.

საინტერესო დეტალები

პირველად, 1957 წლის შემდეგ, ინაუგურაციის წამყვანი შეცვალეს.

89 წლის ჩარლზ ბროტმანის ნაცვლად, რომელსაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მიჰყავდა ცერემონია, ამჯერად ღონისძიებას 58 წლის სტივ რეი წარუძღვება.

ინაუგურაცია დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდება.

ტრამპი საპრეზიდენტო ვადას კატასტროფული რეიტინგით იწყებს. გამოკითხვის თანახმად, მისი პირველი ნაბიჯები მხოლოდ ამერიკელების 44%-ს მოსწონს. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ობამას პრეზიდენტობის პირველი პერიოდი თავის დროზე ამერიკელების 81-მა პროცენტმა მოიწონა.

22 კონგრესმენი ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს.

ამასთან, ათასობით დემონსტრანტი ემზადება და ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას აპირებს. ისინი გეგმავენ, აღლუმის ჩატარების ადგილისაკენ მიმავალი 12-ივე გამშვები პუნქტის ბლოკირება მოახდინონ. მათი საბოლოო მიზანი, ინაუგურაციის ჩაშლაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here