Home რუბრიკები პოლიტიკა იგორ დოდონი: მე პუტინისათვის ფული არ მითხოვია

იგორ დოდონი: მე პუტინისათვის ფული არ მითხოვია

657

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რადიო „სპუტნიკის“ ეთერში განაცხადა, რომ მას არ უთხოვია პუტინისთვის ფინანსური დახმარება შეხვედრის დროს. 

„ჩვენ აქ ფულისთვის არ ჩამოვსულვართ. მე არ მითხოვია პუტინისათვის თანხები. „მოგვეცით თევზსაჭერი და თევზი და ჩვენ თვითონ დავიჭერთ ნადავლს. მოგვეცით შანსი გამოვიმუშავოთ, ვაწარმოოთ და ვაექსპოირტოთ“. აი ასეთი იყო ჩემი წინადადება“. – განაცხადა დოდონმა. ინავგურაციიდან მალევე ეწვია მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში. რუსეთის ლიდერმა აღიარა, რომ დოდონის მხრიდან ეს მოითხოვდა „დიდ ვაჟკაცობას“, რადგან ადრეულ პერიოდებში აღმოსავლეთევროპელი ლიდერები ამჯობინებდნენ შეხვედრას ყოველთვის ბრიუსელში. მოლდოვის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებამ ძალიან დაააზარალა მოლდოვის ეკონომიკა, რადგან ამის შედეგად იგი ჩამოშორდა 2 სავაჭრო არეალს. დოდონმა არც ის გამორიცხა, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ მოხდება ამ შეთანხმების ალუნირება.

პუტინი და დოდონი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here