Home რუბრიკები პოლიტიკა ლე პენი ყირიმის საპატიო სტუმარია

ლე პენი ყირიმის საპატიო სტუმარია

527

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი ყირიმში მიიწვიეს. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ჩასვლა მას დეფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი მურადოვმა შესთავაზა. სიმპატიები ყირიმელ დეფაქტო მეთაურებს ლე პენის განცხადებებმა გაუჩინა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმნიშვნელოვნად აღიარებდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

მარინ ლე პენმა ღიად განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიარებს. მისივე მტკიცებით, ყირიმის უკრაინის ნაწილი არასდროს ყოფილა.

„დიახ, რეფერენდუმს, სადაც ნაჩვენებია მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა  – ცნონ ყირიმი რუსეთის ნაწილად, მისი გაცნობის შემდგომ მეც ვცნობ მას რუსეთის ფედერაციის ნაწილად.  საბჭოთა პერიოდში უკრაინისათვის ყირიმის კუთვნილების საკითხი წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციულ პრობლემას, ნახევარკუნძული არასდროს ყოფილა უკრაინული. სამწუხაროდ რეფერენდუმს, რომელსაც უნდა მოეხდინა მკაფიო დემონსტრირება ყირიმელი ხალხის სურვილისა  „ეცნოთ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“ არ სცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და გაერომ. ასევე მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ უკრაინაში საკითხი გადაწყვეტილიყო მშვიდობიანი გზით. ამ სიტუაციაში ევროკავშირი ახდენს უარყოფით გავლენას და ასე ხდება კონფლიქტის გაგრძელება. არსებული ეტაპის გადასალახად აუცილებელია ყველა მხარე დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამისათვის კი საჭიროა შეწყდეს რომელიმე მხარის დემონიზაციის პროცესი“. – ამბობს ლე პენი.

ლე პენი მიიჩნევს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები არაფრისმომცემია, იგი  მათი გაუქმების მომხრეა. „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი მეთოდიკა აზიანებს არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, აზიანებს საერთო ინტერესებს და ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here