Home რუბრიკები პოლიტიკა ბღუჯა ლარები და გიგის დოლარები

ბღუჯა ლარები და გიგის დოლარები

548

ამერიკელების ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლების უსიტყვო თანხმობით .. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებული თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ციხეში ფინანსური დანაშაულების ჩადენის გამო იჯდა, ბრძნული აზრების ფრქვევა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის _ დიმიტრი ქუმსიშვილის  შემდეგ, რომელმაც “ბღუჯა ლარებზე” ილაპარაკა და ცრემლი აღვარღვარა, ლარის გაუფასურებით ცხოვრებადამძიმებული საქართველოს მოსახლეობა საპყრობილედან ახლახან გამოსული გიგი უგულავას ნათქვამმა გააოგნა:

“საერთოდ, ფული აღარ არის ეროვნული სიამაყე. რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლისწინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს, საერთოდ, უნდა მოიხსნას და მიმოქცევაში იყოს დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციებს, გაცილებით მიმზიდველი იქნები, როგორც ქვეყანა”. _ განაცხადა გიგი უგულავამ “რუსთავი2”-ის ეთერში.

“ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “უგულავა, როცა ციხეში შევიდა, ფაქტობრივად, იყო გატუტუცებული და მაქსიმალურად უზრდელი, იქიდან გამოვიდა ჯანსაღი _ ძალიან კარგ პირობებში იმყოფებოდა. მან იქ შეძლო კითხვა, რაღაცების გადაფასება, ფიქრი… ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს”…

 “ქართულმა ოცნებისწევრებმა, უწინარესად, მათმა მამამარჩენალმა, როგორც ჩანს, გურამ დოჩანაშვილისკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”- პერსონაჟის _ ვასიკო კეჟერაძის საოცნებო კარცერლუქსში გამოკეტეს გიგი უგულავა, მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა წააკითხეს და არ მიუტანეს წიგნები, რომლებიდანაც შეიტყობდა, რა არის სახელმწიფო, რა _ სახელმწიფოს ატრიბუტიკა, სიმბოლოები, და, თუ ქვეყანას არ აქვს საზღვრები, თავისი ფულადი ერთეული (ვალუტა), კონსტიტუცია, არ აქვს ჰიმნი, დროშა, გერბი და არ ჰყავს ჯარი და მთავრობა, სახელმწიფოდ არ შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს კი აქვს მორღვეული საზღვრები (სხვათა შორის, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ტერიტორიის დაკარგვის გამო, სხვა ნაციონალებთან ერთად გიგი უგულავაც არის), ხოლო ხელისუფლება ამერიკელების დაკრულზე ცეკვავს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვის ნაცვლად, მხოლოდ მათი ინტერესების გატარებაზე ზრუნავს, მაგრამ დოლარით მოაზროვნე გიგის რომ დავუჯეროთ, და ლარზე უარი ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ, საერთოდ, უარი უნდა თქვას მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობაზე და აშშ-ის 51-ე შტატად იქცეს… ეს უკვე _ ოფიციალურად.

ისე, თბილისის ყოფილ მერს, ეტყობა, კიდევ ბევრი რამ აქვს წასაკითხი (კარცერ-ლუქსში თუ სხვაგან _ ეს სხვა საკითხია), ამიტომ ისევ ვასიკო კეჟერაძის ფრაზით მივმართავთ:

“წინ დიდი სიამოვნება გელით!”

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here