Home რუბრიკები პოლიტიკა გიგი უგულავა: ენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა სააკაშვილზეა

გიგი უგულავა: ენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა სააკაშვილზეა

563

მიუხედავად ყველაფრისა, გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობას პოლიტიკური პარტნიორად მოიაზრებს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ „დაბრუნებისთვის არ იბრძვის“, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მის ქმედებებს სწორედ ასე აღიქვამს. ენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა სააკაშვილზეა,- განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

“მე გაბრაზებული არ ვარ მიშაზე, ერთ ნაწილს თუ არ ჩავთვლით. იმაზე ნამდვილად გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ პარტიას ესეთი ისტორიული მისია ჰქონდა. ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა”, – განაცხადა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

„პოლიტიკური პარტნიორი ვინ შეიძლება იყოს და, რა თქმა, უნდა, თუ საარჩევნო ბრძოლის და სწორ სტრატეგიას აიღებს, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა,“ -აცხადებს გიგი უგულავა.  მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელიც მათთან ყველაზე ახლოს უნდა იყოს. მისი თქმით, ქართული ოცნება ფუნდამენტურად მიუღებელია, ბურჯანაძე პირდაპირ რუსეთის პარტიაა, ინაშვილი ქსენოფობიური პარტიაა და ესეც ალტერნატიული რუსული პროექტია. გიგი უგულავა ახალი პარტიების წარმოშობის იმედს გამოთქვამს, რომლებთანაც თანამშრომლობისთვის მზადაა.  „მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემს და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს,“ – აცხადებს გიგი უგულავა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ურთიერთობები „ფუნდამენტურად მიუღებელი აღმოჩნდა“.

ყოფილი მერის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა. „ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ერთი წელიც ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი,“ – აცხადებს უგულავა. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ მსგავს სიტუაციას პოლიტიკური ნიშნით დაჭერები მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here