Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: ვინც ბოიკოტს მიცხადებს, ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები უნდა დააბრუნოს

ტრამპი: ვინც ბოიკოტს მიცხადებს, ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები უნდა დააბრუნოს

631

„ისინი, ვინც ბოიკოტს მიცხადებენ, ვალდებულნი არიან ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები დააბრუნონ“. – ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ოპონენტებმა დაანონსეს ინაუგურაციის დღეს, ვაშინგტონში ტრამპის საწინააღმდეგო მსვლელობების მოწყობა.

ტრამპის ინაუგურაციას 50 კონგრესმენი ბოიკოტს გამოუცხადებს. ისინი მხარს დემოკრატ კოლეგას, ჯონ ლუისს უჭერენ, რომელიც შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ გმირად არის ცნობილი. ლუისმა ცოტა ხნის წინ ტრამპს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა და ღიად განაცხადა, რომ მილიარდერმა არჩევნებში რუსეთის ჰაკერული თავდასხმების წყალობით გაიმარჯვა. პასუხად ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ ლუისის განცხადება ჩვეულებრივი ლაყბობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here