Home რუბრიკები პოლიტიკა როუჰანი: ირანი ბირთვულ პროგრამას არ გადახედავს

როუჰანი: ირანი ბირთვულ პროგრამას არ გადახედავს

543

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა მედიას განუცხადა, რომ ირანი არ აპირებს გადახედოს ბირთვულ პროგრამას. შეთანხმება ცნობილია, როგორც „ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“ (JCPOA). ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 2015 წელს შედგა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რამაც გარკვეულწილად შეძლო ირანის ბირთვული ინტერესების ნორმალიზაცია და სანქციებიც შეუმსუბუქა ირანის მთავრობას. 

„თეირანი ბირთვული შეთანხმების გადახედვას არ აპირებს“. მისივე თქმით, ტრამპის განცხადება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხოლოდ ლოზუნგია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მანამდე ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება გააკრიტიკა და ღიად განაცხადა, რომ ის შესაძლოა გაუქმდეს.

როუჰანმა უპასუხა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებსაც, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მდივნად დაენიშნა რექს ტილერსონი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბირთვულ პროგრამასთან. როუჰანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ბირთვულ თემაზე აბსოლიტურად უაზროდ მიიჩნევს და არ აპირებს წარსულკში დაბრუნებას. „ ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამოდენიმეჯერ გააკეთა შემასფოთებელი განცხადებები „ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“ (JCPOA) შესახებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების ეტაპი დასრულებულია ამ თემაზე და გაეროს უშისროების საბჭომაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება“ – განუცხადა მედიას ირანის პრეზიდენტმა. მან დასძინა, რომ მოლაპარაკებების შედეგებს იზიარებს მსოფლიოს 6 ძლიერი ქვეყანა: რუსეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ამ პროგრამის ფუნქციონირებაზე.

ირანმა არაერთხელ დაადანაშაულა აშშ „ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“ (JCPOA) დარღვევაში. შეთანხმება ზღუდავს ირანის ბირთვულ საქმიანობას, რეგულარულად ხდება ობიექტების  გადამოწმება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისრაელს აქვს ბირთვული ენერგიის პროგრამა, მაგრამ არ ხდება მისი ინსპექტირება. სამაგიეროდ აშშ და ევროკავშირი მეთვალყურეობს თეირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ არსებულ სასანქციო რეზოლუციების დინამიკას, რომელიც შეიმუშავა გაეროს უშიშროების საბჭომ. რამოდენიმე ამერიკელი კანომდებლის განცხადებიოთ, შემაშფოთებელია თავად ის ფაქტი, რომ თეირანს ძალუძს ინსპექტირების პროცედურისგან გვერდის ავლით რეგიონში მაინც მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია. კონტროლის მექანიზმის შემუშავება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

 

 

წყარო: nsnbc.me

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here