Home რუბრიკები პოლიტიკა რეზო ამაშუკელი: რომან გოცირიძე არის ულვაშიანი ქათამი

რეზო ამაშუკელი: რომან გოცირიძე არის ულვაშიანი ქათამი

1241

პარლამენტში ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე იქნება _ ამის შესახებ ჟურნალისტებს მცირე ხნის წინ თავად რომან გოცირიძემ განუცხადა. მისი თქმით, პარტია პარლამენტს შესაბამის სიას დღესვე წარუდგენს და მისი დამტკიცება ოშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება. როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობისსაპარლამენტო ფრაქცია ექვსი კაცისგან დაკომპლექტდება. ესენია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი

რას ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ფრაქციის თავმჯდომარედ რომან გოცირიძის დანიშვნა, რას მოუტანს ეს პარტიას და მიანიშნებს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება ამ პარტიის შიგნით არსებულ კრიზისზე, “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის პოეტ რეზო ამაშუკელს დაუკავშირდა.

რეზო ამაშუკელი: მე ქათმებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ის არის ულვაშებიანი ქათამი, რომელიც შეუმდგარი ეკონომისტია და უნდათ, ის დანიშნონ, უნდათ მეორე გოცირიძე, დედა ღორს რომ ჰგავს… კისერი იტეხონ თავიდან ბოლომდე სულ ყველამ, ერთი ნაგვები არიან და თუ ხელისუფლება მაგათ ვერ მოუვლის, ხალხი მოუღებთ ბოლოს.

_ მეორე გოცირიძეში ვის გულისხმობთ?

_ “ნაციონალ” მეგი გოცირიძეს. რომ გამოდის ხოლმე, ასე მგონია, ეშვები უნდა გამოყოს. ესენი არიან სისხლში გასვრილი იდიოტები და მათი ადგილი პარლამენტში კი არა მატროსოვის ცხრაკლიტულშია…  

1 COMMENT

  1. ადამიანის გარეგნობის და ფიზიკური მონაცემის ასე დაცინვა უზნეობის და უზრდელობის უკიდურესი ფორმაა. თუ სათქმელი სხვა არაფერი გაქვთ გაჩუმდით მაინც. დუმილი უფრო ღირსეულია…. უნაკლო არავინაა ამქვეყნად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here