Home რუბრიკები პოლიტიკა მოსალოდნელია უსუფაშვილმა უგულავა-ბოკერიას ფლანგთან ერთგვარი კოალიცია შექმნას

მოსალოდნელია უსუფაშვილმა უგულავა-ბოკერიას ფლანგთან ერთგვარი კოალიცია შექმნას

488

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “რესპუბლიკელიდავით უსუფაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ მისთვისნაციონალური მოძრაობიდანწამოსული ადამიანები სასურველი და საინტერესო ოპონენტები იქნებიან. მისი თქმით, ბოკერიაუგულავას ფლანგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთერთი მნიშვნელოვანი გუნდია და მათთან კონკურენციაში სერიოზული წარმატების მიღწევისთვის იზრუნებს: “მე ვიცი, რომ პოლიტიკური გუნდი, რომლის ფორმირების პროცესში მეც ვმონაწილეობ, ჩართული იქნება კონკურენციაში ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება დანაციონალური მოძრაობიდანწამოსულ პირებს აშკარად აქვთ ამის სურვილი. ჩემთვისნაციონალური მოძრაობიდანწამოსული პირები იქნებიან საკმაოდ საინტერესო ოპონენტები, რომლებთან კონკურენციაშიც სერიოზული წარმატების მიღწევისთვის ვიზრუნებ”… 

რას გულისხმობდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საინტერესო ოპონენტში, რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ და არის თუ არა ზემოაღნიშნული განცხადება იმის წინაპირობა, რომ ახლო მომავალში “რესპუბლიკელებმა” უგულავა-ბოკერიას ფლანგთან ერთგვარი კოალიცია შექმნან, “საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს სთხოვა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” და “ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად ერთი და იგივე სუბიექტია. ასე იყო ყოველთვის, დაწყებული იქიდან, როცა გამოჩნდნენ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შექმნეს. ანუ, ამ ორი პარტიის ხედვა თითქმის ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს და ასე რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი მათ თავის დროზე მოკავშირეებად არ გაიხდიდა.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, დღეს უკვე უსუფაშვილი აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე და მას არ სჭირდება თამაში. დღეს ის ბევრი რამისგან თავისუფალია, ამიტომ, პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ადრე შეიძლება ნიღბავდა. მეტსაც გეტყვით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ არ იქნება გასაკვირი,   რომ ხვალ ზეგ  უსუფაშვილმა უგულავაბოკერიას ფლანგთან ერთგვარი კოალიცია შექმნას. მისი განცხადება გარკვეულწილად ამ კონტექსტსაც შეიცავდა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოთ, სინდის-ნამუსი და სირცხვილია საზოგადოების წინაშე, მაგრამ ეს მათ არ აქვთ, ამიტომ პრობლემა არ იქნება. დასჭირდებათ, გაერთიანდებიან, მერე ისევ დაიყოფიან, რა პრობლემაა…  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here