Home რუბრიკები საზოგადოება რა მიზანს ემსახურება ამერიკელი მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტები საქართველოში ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით...

რა მიზანს ემსახურება ამერიკელი მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტები საქართველოში ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე?

754

მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და “ლიბერალების” უკანასკნელ იმედს _ ჰილარი კლინტონს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, “დემოკრატიის მღაღადებელი” ამერიკელი მაღალჩინოსნები წელზე ფეხს იდგამენ, რომ მსოფლიოში ტრამპის საწინააღმდეგო განწყობა გაღვივდეს. 

ამერიკელი სენატორები, ელჩები თუ დიპლომატები სატელიტ ქვეყნებს რიგრიგობით სტუმრობენ, შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ და ადგილობრივ პოლიტელიტას ახალახალ დირექტივებს აძლევენ. მაგალითად, 2017 წლის 1 იანვარს საქართველოს ერთდროულად ეწვივნენ სენატორები ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუშარი. იმავე დღეს სამივე ჯერ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ კი _ პრემიერსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მოგვიანებით კი შეხვედრა გამართეს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და ხანგრძლივი აუდიენციის შემდეგ კრწანისის საწვრთნელ ბაზასაც ესტუმრნენ, თუმცა იყო საუბარი დახურულ კარს მიღმაც და, ცხადია, მედიისთვის უცნობია ამ საუბრის შინაარსი.

ზუსტად 10 დღის შემდეგ, 11 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კისრისტეხით დაეშვა ჯონ კერის თვითმფრინავი. ავარიული დაჯდომის შემდეგ აშშის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანს შეხვდა და ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. შეხვედრაზე კერიმ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს დემოკრატიული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გზაზე; ასევე წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც, მისი შეფასებით, დიდ როლს თამაშობს ქვეყნის სწრაფ და სწორ განვითარებაში

ზემოჩამოთვლილი ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტები, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მიზანს, ამოცანას ემსახურებოდა. კერძოდ, “მეოცნებეებმა” “ბოსებისგანახალი დირექტივები მიიღეს, ახალი მითითებები და ინსტრუქციები ჩაიბარეს

რატომ მოუხშირეს ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში ვიზიტს ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაზე ისაუბრეს მათ დახურულ კარს მიღმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომავალში საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე დასავლეთში მიმდინარე ძირეული პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე _ ამ საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/elizbar-javelidze.jpg

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ გასაგებია, რაც უნდათ და რისთვისაც ჩამოდიან. უნდათ, როგორმე გავლენა შეინარჩუნონ საქართველოზე. მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა მათი კოლონიაა და უნდა გვმართონ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ამათი სიბეცე და გონებრივი ჩამორჩენილობა იქიდან ჩანს, რომ დღემდე არ შეხმიანებიან ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს. ალბათ, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ტრამპის მოწინააღმდეგეები გარკვეულ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ და შემდეგ არჩევნებზე ისევ დაბრუნდებიან სათავეში. ეს აბსურდია. ტრამპის ოპონენტებს დღეს არანაირი შანსი არ აქვთ, მათი პოლიტიკა და იდეოლოგია გაკოტრებულია, თანაც, არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც და სრულიად მსოფლიოში…

_ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის არარსებობა საქართველოს მომავალში არ გაურთულებს ვაშინგტონთან ურთიერთობას?

_ საქართველოს არა, მაგრამ “ლიბერასტები” რომ არიან და “პედერასტები”, მათ უკვე შეექმნათ პრობლემები, გრანტებს ძველებურად ვეღარ მიიღებენ. ტრამპის პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ის, რომ მან უნდა მიხედოს ამერიკას, ანუ “ფერად რევოლუციებსა” და რაღაც ავანტიურებს დემოკრატიის სახელით აღარ დააფინანსებენ, ამიტომ არიან ეს ჩვენი ე.წ. ლიბერალები შეშფოთებული და მისჩერებიან სენატორებს, იქნებ რომელიმემ ლუკმა გადმოუგდოს. ვფიქრობ, მათი საქმე წასულია და ამას ვერც მაკკეინი უშველის, ვერც კერი და ვერც კლინტონი…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1453380269_hamlet-chipashvi.jpg

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი:

_ მათი ვიზიტები, უბრალოდ, წარსულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს: აქ თავიანთ სატელიტ პოლიტიკურ ძალას უთხრან, ნურაფრის გეშინიათ, აქ ვართ და დაგეხმარებითო. არადა, ვინც ნახა ტრამპის ბოლო ინტერვიუ, დარწმუნდებოდა, რომ მან საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირსაც და ნატოსაც.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ რა თქვა და როგორ, ამაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მისი განცხადება იყო მკვეთრად ანტიევროკავშირული და ანტინატოური. საზოგადოდ, ადრე გაკეთებულ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეს ერთგვარი ამრეზით უყურებს. ტრამპმა თავის დროზე გარკვევით გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინის მიმართ, როცა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო და იქ მიმდინარე პროცესები ამერიკელების საქმე არ არის. ახლა ჩნდება შეკითხვა: თუ კი უკრაინა, ამხელა სახელმწიფო, მათი საქმე არ არის, სამმილიონიანი საქართველო დააინტერესებთ?! ხომ ცხადია, რომ თეთრი სახლის პოლიტიკა ძირფესვიანად იცვლება და ამ ადამიანის მოსვლა ხელისუფლების სათავეში მხოლოდ სახეების ცვლილება არ არის?!

_ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ აშშის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ?

_ ტრამპის პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. წინა ადმინისტრაცია ამას ნაკლებ დროს უთმობდა და კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა აბსურდულ პროექტებზე, ამიტომ გახდა იგი მიუღებელი ამერიკელებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს ვაშინგტონთან ურთიერთობა, თუკი ჩვენი პოლიტელიტა აჰყვება კერებისა და მაკკეინების მსგავსი გონგამოცლილი პოლიტიკოსების ავანტიურებს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმაც და ამიტომ დარბიან ენაგადმოგდებული ხან უკრაინაში, ხან ბალტიისპირეთში და ხან საქართველოში. მათ, რა თქმა უნდა, ხელს აძლევთ დაძაბულობა ტრამპსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, ამით მისი, როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის, დისკრედიტებას ცდილობენ…

_ გამოდის, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში მათივე ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაა?

_ რასაკვირველია, ამას არც მალავენ. თუმცა კერებსა და მაკკეინებს ამით შეიძლება იმდენი არ დაუშავდეთ, რამდენიც საქართველოს…

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ტრამპის გარემოცვასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება სერიოზული რეორგანიზაცია სპეცსამსახურებში. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ძირეულად შეიცვლება და სულ სხვა მიდგომები, სხვა პოლიტიკა გატარდება. ტრამპი ძალიან ჯიუტი პიროვნებაა და, ვინც იცნობს მის ბიოგრაფიას, იცის, რომ ძალიან მიზანსწრაფული ადამიანია. ეს არის კაცი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, მით უმეტეს, ისეთ საკითხებში, რომლებიც გულზე არ ეხატება. კიდევ ვიმეორებ: ტრამპს აშკარად არ უყვარს ევროკავშირი და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის მიერ რამდენიმე დღის წინათ ბრიტანეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში. მან თქვა, რომ მიესალმება ბრიტანელთა გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. ასევე ცნობილია მისი სიმპათია მარინ ლე პენისა და ნაიჯელ ფარაჯის მიმართ.

რაც შეეხება სენატორების ვიზიტს საქართველოში, როგორც გითხარით, ეს არის წარსული დრო და მსგავს პოლიტიკურ ავანტიურებს მომავალი არ აქვს. ეს ყველაფერი საბოლოოდ დამთავრდება, როგორც კი ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება და ძალიან არ მინდა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ინტერესები კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს შეეწიროს.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

1 COMMENT

  1. საინტერესო დრო მოდის, პოლიტიკის საერთაშორისო ვექტორი იცვლება ,ვინ ან როგორ აპირებს დღევანდელი მთავრობიდან, პარლამენტიდან, პრემიერმინისტრიდან თვით პრეზიდენტისგანაც, რუსეთთან კომუნიკაციას და ურთიერთობის დალაგებას თუ მანამდე საპირისპიროს ქადაგებდნენ. \\\”რუსეთთან კონფრონტაციას მხოლოდ იდიოტი თუ ისურვებს\\\” ეს ტრამპის შეფასებაა. ვინ არიან ჩვენი იდიოტები?

  2. ვექტორის ცვლილების ტექსტი ჩემი დაწერილია და ვთვლი რომ ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები და პარლამენტი თუ დროზე ვერ აუღებს ალღოს მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს, იძულებული იქნება დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი. თამარს ვთხოვ ქართული შრიფტით წეროს, სხვებს ვურჩევ არ წაიკითხოს ლათინური აბდაუბდა. გმადლობთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here