Home რუბრიკები პოლიტიკა ლე პენის დაპირება რუსეთს – გამარჯვების შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად ვცნობ

ლე პენის დაპირება რუსეთს – გამარჯვების შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად ვცნობ

518

„ანტირუსული სანქციების მეთოდიკა წარმოადგენს  სულელურ გამოვლინებას დიპლომატიური  ურთიერთობების საწარმოებლად, აუცილებელია მათი გაუქმება“. –  ასე მიიჩნევს საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ლე პენი. 

ლე პენი მიიჩნევს, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები არაფრისმომცემია, იგი  მათი გაუქმების მომხრეა. „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი მეთოდიკა აზიანებს არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, აზიანებს საერთო ინტერესებს და ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ლე პენის აზრით, ყველა ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და მიიღონ კომპრომისული, მათთვის მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არავის.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს კავშირი სისტემასთან, რომელიც დიდ ძალაუფლებას წარმართვს რომელიმე მესამე სახელწიფოს მისამართით. დაუშვებლად მიმაჩნია ის, რომ  საფრანგეთის პოლიტიკოსთა ნაწილმა უკვე გამოუცხადა სოლიდარობა გერმანიის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა ლე პენმა.

გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ლე პენი დაპირდა რუსეთს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი ცნობს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში.

„დიახ, რეფერენდუმს, სადაც ნაჩვენებია მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა  – ცნონ ყირიმი რუსეთის ნაწილად, მისი გაცნობის შემდგომ მეც ვცნობ მას რუსეთის ფედერაციის ნაწილად.  საბჭოთა პერიოდში უკრაინისათვის ყირიმის კუთვნილების საკითხი წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციულ პრობლემას, ნახევარკუნძული არასდროს ყოფილა უკრაინული. სამწუხაროდ რეფერენდუმს, რომელსაც უნდა მოეხდინა მკაფიო დემონსტრირება ყირიმელი ხალხის სურვილისა  „ეცნოთ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“ არ სცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და გაერომ. ასევე მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ უკრაინაში საკითხი გადაწყვეტილიყო მშვიდობიანი გზით. ამ სიტუაციაში ევროკავშირი ახდენს უარყოფით გავლენას და ასე ხდება კონფლიქტის გაგრძელება. არსებული ეტაპის გადასალახად აუცილებელია ყველა მხარე დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამისათვის კი საჭიროა შეწყდეს რომელიმე მხარის დემონიზაციის პროცესი“. – ამბობს ლე პენი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here