Home რუბრიკები პოლიტიკა ტერეზა მეი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმას 17 იანვარს წარადგენს

ტერეზა მეი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმას 17 იანვარს წარადგენს

527

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმას, სავარაუდოდ, სამშაბათს წარადგენს. ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ანგარიში პარლამენტის მოთხოვნით მოამზდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გაცნობოდა დეტალურ გეგმას. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, შეინარჩუნებს თუ არა გაერთიანებული სამეფო წვდომას ერთიან ბაზართან. 

კვირას რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ ტერეზა მეის მოხსენებების ნაწილი გაავრცელა. თუმცა პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ინფორმაციის გაჟონვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

„ბი-ბი-სი“-ს პოლიტიკური კორესპონდენტის, კრის მეისონის განმარტებით, ტერეზა მეის ზოგიერთი გადაწყვეტილება წინასწარი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. რეპორტიორის თქმით, პრემიერის სურვილი, აკონტროლოს მიგრანტთა ნაკადი, შესაძლოა, იმას გულისხმობდეს, რომ გაერთიანებული სამეფო მზადაა დათმოს ერთიანი ბაზარი. ახალი ზელანდიის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების სურვილი კი, სავარაუდოდ, საბაჟო კავშირიდან გამოსვლას გულისხმობს.





LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here