Home რუბრიკები საზოგადოება რა გვჭირს, რატომ გვჭირს, რა გვეშველება?!

რა გვჭირს, რატომ გვჭირს, რა გვეშველება?!

680

ქართველ კაცს და საქართველოს ისტორიულად დაებედა ბრძოლა არსებობისთვის, მაგრამ ამ ისტორულ ორომტრიალშიც ვახერხებდით თავის გადარჩენას და ჩვენი მისიის შესრულებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ძალზე გაგვირთულდა და გაგვიგრძელდა სრულყოფილი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესი.

საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი კატასტროფა რომ აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ისტორიამაც დაადასტურა. ამ პროცესების შედეგია ის მოვლენები, რომლებმაც ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. არადა, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე სასათბურე პირობებში იყო, ყველა უცხოელი სტუმარი ჩვენთან ჩამოჰყავდათ, ეცნობოდნენ საქართველოს სილამაზეს, მის კულტურას, ტრადიციას და აღფრთოვანებულნი იყვნენ. დღესაც უამრავი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ აღფრთოვანების რა მოგახსენოთ, მხოლოდ ჭამასმითა და დაპირებებით კმაყოფილდებიან. დღეს კი თითქმის ყველაფერი დავანგრიეთ, სამწუხაროდ, მათ შორის, ეროვნული ფასეულობები _ ზნეობა, სულიერება, თვითმყოფადობა და ყოველივე ეს ხდება იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მიმდინარეობს მეტად შემაშფოთებელი კატაკლიზმები ადამიანების მოქმედების მიზეზით და ეს ხდება არა მარტო მათი შრომითი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, არამედ მათი გრძნობების ერთობლიობითაც. სწორედ ადამიანისა და პლანეტის ქვეცნობიერება ქმნის ერთგვარ არხს, რომელიც დედამიწას აძლევს საშუალებას, რეაგირება მოახდინოს მასზე მცხოვრებ ადამიანებზე. ამ მომენტში ადამიანების ემოციური ველი მაქსიმალურად დაძაბულია. მასების გრძნობები და სურვილები არის ტალღა, რომელიც ზემოქმედებს არა მხოლოდ უშუალოდ მასზე, არამედ გარემოზე _ ჩვენს პლანეტაზე ისინი ორი სახისაა _ დამანგრეველი და აღმშენებლობითი. თუკი ხალხის მასების ქვეცნობიერი მიმართულია სიკეთისკენ, აღმშენებლობისკენ, მაშინ ხალხის ეს გენერირებული ენერგია დედამიწაზე ახდენს სტაბილურ, კეთილგანწყობილ, დადებით გავლენას, ხოლო დამანგრეველი გრძნობები და სურვილები უარყოფითად მოქმედებს ჩვენს პლანეტაზე. ამის შედეგია ატმოსფეროს ციებ-ცხელება, ციკლონები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, წყალდიდობები და სხვ.

კაცობრიობისთვის კიდევ უფრო სახიფათოა, როცა სახელმწიფოს სათავეში მოდიან ადამიანები, რომელთა მიზანია, გაანადგურონ დადებითი მუხტი არა მხოლოდ ცნობიერებაში, არამედ ქვეცნობიერშიც. ასეთ შემთხვევაში მთელი ერის სულში იბუდებს სიძულვილი და პრობლემების გადაჭრა ხდება ომით, რომლის შედეგები სწრაფად აისახება პლანეტაზე, მის კლიმატზე _ ირღვევა პლანეტის ჰარმონიული განვითარება.

სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა მისი ხელახალი გადანაწილებისთვის. ქვეყნების სათავეში მოექცნენ ინტელექტუალურად დაბალი და სახელმწიფოებრივად მოუმზადებელი პიროვნებები. ამის შედეგია სისხლისმღვრელი ომები, უამრავი ლტოლვილი. მიმდინარეობს ნაციონალური და რელიგიური კონფლიქტები, რომლებიც მოიცავს ადამიანთა უზარმაზარ მასებს. რადგანაც საზოგადოების სოციალური კატაკლიზმების კავშირი სტიქიურ უბედურებასთან ადამიანთა ემოციების აფეთქებაა, ამიტომაც აუცილებელია, შეიცვალოს ადამიანთა აზროვნება დაგაიწმინდოსმისი ფსიქოემოციური და ენერგეტიკული ველი.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბინძურებულია საინფორმაციო ველიც. განსაკუთრებით აქტიურობს ტელევიზია _ საშინელებათა, სადისტური და პორნოგრაფიული ფილმები ადამიანში აღვივებს ქვენა გრძნობებს და აღძრავს დამანგრეველ სურვილებს.

ეს პრობლემები მიესადაგება ჩვენთან შექმნილ მდგომარეობას. სწორედ სააკაშვილის პერიოდში განადგურდა ყველა დარგი და ღირებულება, მათთვის მხოლოდ კაცთმოძულე უზნეობის იდეოლოგია არსებობდა. “ნაცმოძრაობის” სისასტიკე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და ხალხში დაგროვილმა ამ დიდმა სიძულვილმა ჯერ 2007 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2011 წლის 26 მაისს ამოხეთქა. სააკაშვილმა კი ომის მეშვეობით მოინდომა მისი გადაფარვა და ნაწილობრივ მიაღწია კიდეც მიზანს _ შეინარჩუნა მიტაცებული სკამი.

ამ სისტემის მიმართ ადამიანების სიძულვილმა კიდევ უფრო იმძლავრა და ხალხის ძალამ და ნებამ “ნაცმოძრაობას” საკადრისი მიუზღო _ ნაციონალების ბანდა განდევნილ იქნა ხელისუფლებიდან. სამწუხაროდ, არ მოხდა მათი სრული ლიკვიდაცია, არადა, ყველა ეს საზიზღრობა ხომ მათი ხელით კეთდებოდა. საიდან ამდენი ბოროტება ან როგორ და რანაირად უნდა მოიცილონ ეს სირცხვილი? როდის დაიწყო მათი სულიერი და ზნეობრივი გახრწნა, რას ეტყვიან თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს? ამ მძიმე ტვირთის ტარება მათ მოდგმას სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს, რადგან მათი ნეგატიური ენერგია მათზევე გადადის და საფრთხეში აგდებს მათ ჯანმრთელობას. ამიტომაც ქართველ ხალხს მეტი დაფიქრება გვმართებს ჩვენს მომავალზე, სამშობლოს ბედ-იღბალზე.

ჩვენი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაც სწორედ აქეთაა მიმართული, რომ ერი გაიწმინდოს ამ შურისა და სიძულვილისგან: კარგად აქვს ამის შესახებ ნათქვამი ნოდარ დუმბაძეს “მარადისობის კანონში”: “დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დაიშრიტა წყარო სიყვარულის, სიცოცხლე დედამიწაზე სიყვარულითაა აღმოცენებული, ადამიანებო, შეიყვარეთ ერთმანეთი”. სამწუხაროდ, როგორც ურთიერთსიყვარული, ისე სამშობლოს სიყვარული თანდათან სცილდება ერთმანეთს, იგი ძლიერია მაშინ, როცა ერთად მოქმედებენ. არადა, ქრისტეს სიყვარულს შეწირული ერი ვართ, რომელიც ქართული ფსიქიკის საფუძველთა საფუძველია.

სამწუხაროდ, ვერ შევძელით წარსულში დაშვებული შეცდომების შესწავლაგაანალიზება, მუდამ ძიებაში ვართ, თითქოს ვაშენებთ, ვქმნით ქვეყანას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩვენთან მართვის დემოკრატიული სისტემის შექმნის წინაპირობა არ არსებობდა, არც ძლიერი და პატიოსანი ლიდერი გვყავს და ამიტომაც ჩავვარდით ამ საშინელ დღეში. აქსიომაა: ქვეყანამ ჯერ განათლებისა და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს დონეს უნდა მიაღწიოს, საშუალო ფენა უნდა ჩამოყალიბდეს, კაცი სიცოცხლის გადარჩენისთვის არ უნდა ფიქრობდეს და ამის შემდეგ დაიწყოს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. ასეთ შემთხვევაში ადამიანები თვითონვე გამოიმუშავებენ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების შესაბამისი მმართველობის ფორმას. ჩვენი ქვეყანა უძველესი კულტურის ქვეყანაა და სწრაფი ცვლილებების მოლოდინი არაგონივრული და მიზანშეუწონელია. არ გვჭირდება ჩვენ ეს .. შოკური თერაპია _ დემოკრატიის უცებ დანერგვა. ხალხს თანდათანობით უნდა გაუჩნდეს ხარისხიანი ცხოვრების სურვილი და მაღალი დონის თავისუფლებისა.

ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მოგვცა, მაგრამ ვერ ვიყენებთ, სამშობლოში ჯერ კიდევ ვეძებთ სამშობლოს.

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით მეზობელ ქვეყნებთან სიძნელეებს ნუ შევიქმნით _ მუსლიმური ქვეყნებით ვართ გარშემორტყმული. როგორც ოკეანეში კუნძული, მეტად რთულ და საჭირო ადგილზე ვცხოვრობთ, ესეც ჩვენი ბედია, რომლის სწორი გამოყენებით შეიძლება აყვავებულ ქვეყნად ვიქცეთ. საქართველოს გარშემო ბევრი ქვეყანაა იმპერიული ამბიციებით და ძნელია, მათგან თავის დახსნა, ამიტომ დიდი ჭკუა და დაფიქრება გვმართებს მათ მიმართ. ჩვენ პატარა ერი ვართ, მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, ქვეყნის წარსულისა და მომავლის მიმართ, ვინაიდან ჩვენი სიმცირე სათუოს ხდის ჩვენს არსებობას. დიდ ერებს კი ამის საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა, “საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურს ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულს, თანაც ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა, შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე, გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს”.

ღმერთსა ვთხოვ, ასე ყოფილიყოს!

დასასრულ, მინდა, პასუხი გავცე იმ ბანალურ შეკითხვას, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს _ გვეშველება რამე? სანამ არ მოვიპოვებთ თავისუფლებას, სრულ დამოუკიდებლობას, არ მოვუვლით ჩვენს ქვეყანას, არ მოვაწესრიგებთ ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან, არ მოვინანიებთ ჩადენილ ცოდვებს, არ შევცვლით ჩვენს ცნობიერებას და არ გავითავისებთ ქართულ გამონათქვამს: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” , მანამდე აფერი გვეშველება, ძამა!

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის

მეცნიერებათა დოქტორი,

. ლანჩხუთი

1 COMMENT

  1. mogeca lxena,eg kvelaperi kargia da lamazia mxolod mashin,rodesac kvekanas martaven mamulishvilebi da ara shovnaze da sashovarze sheshlili arakacebi,romeltac gars axvevia mlikvnelta xrova.rogorc schans,sanam ert or nadziralas ar gaagorebs xalxi,manamde gons ver moegebian.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here