Home რუბრიკები პოლიტიკა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია არ აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია არ აიკრძალება

537

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია არ აიკრძალება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტში ცვლილებები შევა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, განბაჟების გადასახადის მატებაზე.

მისი ცნობით, პროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ მოხდება. “ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას”, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here