Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჯეჯელავა: “აუდიტორია 115”-ის წევრები უნივერსიტეტში სწავლის პროცესს აფერხებენ

ალექსანდრე ჯეჯელავა: “აუდიტორია 115”-ის წევრები უნივერსიტეტში სწავლის პროცესს აფერხებენ

533

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “აუდიტორია 115”-ის გადაწყვეტილებას მე-6 კორპუსის პიკეტირების თაობაზე დანაშაულად აფასებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-6 კორპუსის პიკეტირება სტუდენტების გადაწყვეტილებაა, ხელი შეუშალონ თავიანთ მეგობრებს სწავლაში, რაც დანაშაულია.

“უნივერსიტეტი ავტონომიურია, მოგეხსენებათ, და თვითონ უნდა გადაწყვიტონ ეს ამბავი. საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 000-ის დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ისეთი ვარიანტი გვექნება ჩვენ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რათა თვითონ გადაწყვიტოს თავის შიგნით როგორი ორგანიზება გააკეთონ”, _ განაცხადა მინისტრმა.

1 COMMENT

  1. სტუდენტებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა სჭირდებათ მათ და ვინ რა როლს თამაშობს მათ სწავლა–განათლების საქმეში. მე თვითონ მოვესწარი როგორ ჰქონდათ ოკუპირებული სტუდენტებს ვენეციის კომერციის აკადემია მთელი სამი კვირის განმავლობაში და არავის არ უშვებდნენ შიგნით. მოსახლეობა კი მხარს უჭერდა სტუდენტებს და შემოწირულობებით ეხმარებოდა მათ. არავითარი ჩარევა გარედან პოლიციის ან სამთავრობო ორგანოებს მერ არ მომხდარა. მხოლოდ მოლაპარაკებების შემდეგ აღსდგა მეცადინეობა. ხელები შორს 115–ე აუდიტორის სტუდენტებისაგან! ხოლო ჯეჯელავა, ეს ნამდვლ კარაბას–ბარაბასი კი გასაშვებია და ჯობს დაბრუნდეს თავის ტიბისი ბანკში მამუკია ხაბაზარაძესთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here