Home რუბრიკები საზოგადოება ახალი წლიდან თბილისს 15 ახალი ავტობუსი შეემატება

ახალი წლიდან თბილისს 15 ახალი ავტობუსი შეემატება

591

1 იანვრიდან თბილისში ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა,  ადაპტირებული კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის. 15-ვე #51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე _ გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს.

ავტობუსები მგზავრებს სტანდარტულ ფასად _ 50 თეთრად მოემსახურება, ამავე დროს, დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება. ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რომელიც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დატუმბონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. თბილისს აპრილში სულ 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. მერიის გადაწყვეტილებით, ლურჯი ავტობუსები დიდ, ყვითელ “ბოგდანის” ფირმის ავტობუსებს ჩაანაცვლებს. გამოთავისუფლებული დიდი “ბოგდანები” კი, ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ, იმ მარშრუტებზე გადანაწილდება, რომლებზეც ავტობუსების განსაკუთრებული ნაკლებობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here