Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): პოლიტიკოსი, რომელიც ნარკომანიის დაკანონებას მიემხრობა, არაფრით განსხვავდება ნარკოტიკების გამსაღებლისგან

მამა დავითი (ისაკაძე): პოლიტიკოსი, რომელიც ნარკომანიის დაკანონებას მიემხრობა, არაფრით განსხვავდება ნარკოტიკების გამსაღებლისგან

639

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე).

_ მამაო, სირიის ქალაქ ალეპოში განვითარებულ მოვლენებს ზოგიერთი ჩვენი გულანთებული ლიბერალი ეკლესიისა და სამღვდელოების საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. ზოგი ამბობს, რომ საპატრიარქომ უნდა დაგმოს ეს მოვლენები და რუსეთი აგრესორად გამოაცხადოს. რა დგას ამ იდეის უკან, რა პროპაგანდა იმალება ამ ყველაფერში?

_ ეს რიტორიკა ისევ და ისევ იმ ე.წ. ნეოლიბერალებისგან ისმის, რომლებსაც უნდათ, ეკლესია ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესებში. არადა, იგივე ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ საპატრიარქო და სამღვდელოება არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ეკლესია ყოველთვის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ხალხთა შორის მშვიდობის დამყარებისკენ ისწრაფვის, მაგრამ გარკვეულ ძალებს უნდათ, მას ძალადობის წამხალისებლის იარლიყი მიაკრან. ზუსტად ესაა იმ რიტორიკის ამოსავალი წერტილი, რომ საპატრიარქომ უნდა დაგმოს სირიაში განვითარებული მოვლენები, რომ რუსეთი აგრესორად გამოაცხადოს და გააკეთოს კონკრეტული პოლიტიკური შეფასებები. კიდევ ვიმეორებ: ნებისმიერი ძალადობა და, მით უმეტეს, ადამიანური მსხვერპლი, უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ლიბერალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მომხდარ ძალადობაზე; მაგალითად, ყოფილ იუგოსლავიაში მოხდარ უბედურებაზე, როცა ბელგრადი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს. ვინც აკეთებდა ამას, ხომ ყველამ ვიცით. ჭურვებს, რომლებიც ამერიკული და ბრიტანული თვითმფრინავებიდან ცვიოდა, ეწერა, “გილოცავთ შობას”, “გილოცავთ აღდგომას”… იმ ბარბაროსობის შემდეგ სერბეთს ჩამოაჭრეს ძირძველი კუთხე კოსოვო. ეს რა, არ იყო ტრაგედია? მათი დევნილები არ იყვნენ დევნილები?!

_ როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია აქვთ მათ ამ ყველაფერზე?

_ რადგან თავის დროზე ხმას არ იღებდნენ, ალბათ, ამართლებდნენ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ისე, ეს შეკითხვა თქვენ, ჟურნალისტებმა, უნდა დაუსვათ მათ, და საინტერესოა, რას იტყვიან.

_ მსგავსი შეკითვის დასმის შემთხვევაში, ნებისმიერ ჟურნალისტს რუსეთის აგენტის იარლიყი გარანტირებული აქვს.

_ როდესაც ისინი საუბრობენ ჰომოფობიაზე, სიძულვილზე, შემწყნარებლობაზე, რუსეთი და რუსი რატომ უნდა სძულდეთ?! ეს რა, არ არის ჰომოფობია და სიძულვილი?! როდემდე უნდა ვიყენებდეთ ორმაგ სტანდარტს?! ამ ადამიანების განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს უნდა მოვერიდოთ, თუნდაც იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ეს არის გარკვეული გარე ძალებისგან მართული ჯგუფი და ეს ჯგუფი არაფერს აკეთებს შემთხვევით. მათ ძალიან კარგად იციან, რას ემსახურებიან და რისთვის იბრძვიან…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ პირობებში, როცა მასმედიის უდიდეს ნაწილს ისინი აკონტროლებენ და საზოგადოებას დეზინფორმაციით კვებავენ, კომენტარებისა და საპასუხო განცხადებებისგან თავის შეკავება მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ იქნება იმ ძალებისთვის?

_ მასმედიის დიდ ნაწილს შეიძლება აკონტროლებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს თქვენი გაზეთი და კიდევ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სიმართლის ლაპარაკი. მერწმუნეთ, ასეთი ობიექტური და სწორი პოზიციის მქონე მედიასაშუალებებს უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ ბაკქანალიას, რომელიც ჩვენი ტელევიზიების ეთერში მიმდინარეობს, ამიტომ აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მთავარია ის, რომ საზოგადოებას შეუძლია ანალიზი და ხედავს, ვინ ვის დაკრულზე ცეკვავს. რამდენიც უნდა იძახონ, ვიღაც რუსეთის აგენტია და კრემლიდან იმართებაო, ხალხი ხვდება, რომ ამას ამბობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თვითონ იმართება დასავლეთის გლობალისტური, ნეოლიბერალური ძალებისგან.

_ რუსეთის აგენტობას რაც შეეხება: ამას წინათ მოსკოვში საქართველოს პატრიარქის ვიზიტის გამო ერთი ამბავი ატეხეს, _ თურმე საქართველოს ეკლესია საბოლოოდ გადავიდა კრემლის ორბიტაზე. რას ნიშნავდა რეალურად ეს ვიზიტი და რას უპასუხებთ იმ ხალხს, რომელიც ცდილობს, ამ ყველაფერში საფრთხე დაინახოს?

_ ის გაშმაგებული პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოს ეკლესიას არ აქვს პრინციპული პოზიცია კრემლის პოლიტიკის მიმართ და არ გმობს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს, ემსახურება ერთადერთ რამეს _ ხელი შეუშალონ რუსეთის სახელმწიფოსთან ჩვენი პრობლემების მოგვარებას. არადა, დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ, თუ არ იქნება რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, ვერც ერთ საკითხს, ვერც ერთ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის ვიზიტს მოსკოვში, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია დღეს, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ვიღაცისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მისასალმებელია, როცა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური უბრობის ფონზე პოლიტიკოსების გასაკეთებელს ეკლესია აკეთებს. ასეც უნდა გაგრძელდეს, ხოლო იმ ლიბერალებს, შეშფოთებისგან ლოყებს რომ იხოკავენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ. მტრობის გაგრძელება კარგს არაფერს მოიტანს, გვინდა-არ გვინდა, რუსეთი ჩვენი მეზობელია და მოგვიწევს მასთან დალაპარაკება.

_ თქვენ ამბობთ, პოლიტიკოსების გასაკეთებელს ეკლესია აკეთებსო. ეს რაზე მეტყველებს _ ხელისუფლებას შესაბამისი ნება არ აქვს თუ მმართველ გუნდში რეალურად არ არის ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია?

_ მე, პირადად, ამჟამინდელ ხელისუფლებაში ვხედავ ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს. ვნახოთ, მომავალში გამოჩნდება, ვინ რის გამკეთებელია.

_ მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნაზე შეგეკითხებით. რამდენიმე დღის წინათ რუსთაველზე აქციათეთრი ხმაურიგაიმართა და ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, არცთუ მშვიდობიანი ფორმით გამოხატა პროტესტი ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო. თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და .. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაშენახვაკულტივირება ლეგალური იქნება, რა შედეგს მივიღებთ?

_ ეს არის ჩვეულებრივი მართული პროცესი, რომ ქვეყანაში აჟიოტაჟი ატყდეს და სულ იყოს ხმაური. ეს მათ სჭირდებათ, მაგრამ რა ვქნათ, თუ ვიღაცას უნდა, ნარკოტიკით გაბრუებულმა იაროს, კანონი შევცვალოთ?! აქ თაობებზეა ლაპარაკი, შვილები გავწიროთ?! მაშინ, მოდი, სხვა დანაშაულიც ლეგალური გავხადოთ, მაგალითად, მკვლელობა. თუ ადამიანს ვიღაცის მოკვლა უნდა, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება?! სად არის აქ ლოგიკა?! თუმცა, ჩემი აზრით, ნარკოტიკის მომხმარებელი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და ციხისთვის ნამდვილად არ მემეტება. უკეთესი იქნება, ამისთვის არსებობდეს სპეციალური კლინიკები, რომლებშიც მათ იძულებით უმკურნალებენ. ბევრს აქვს ამის სურვილი. მე, როგორც სასულიერო პირს, მქონია ასეთ ადამიანებთან შეხება, მაგრამ უმეტესობას ნებისყოფა არ აქვს. ისინი, რა თქმა უნდა, ციხეში არ უნდა გაუშვა და უნდა უმკურნალო, ოღონდ არა ისეთ “ნარკოლოგებთან”, რომლებიც ნარკომანიის პროპაგანდას ეწევიან, არამედ ნორმალურ ექიმთან. სხვათა შორის, ტელევიზორში ჩანს ხოლმე ხშირად ერთი პიროვნება, რომელსაც ნარკოლოგად ასაღებენ და, რომ შეხედავ, თვითონ არ გამოიყურება ჯანმრთელად. იმან სხვას რა უნდა უმკურნალოს?!

საკანონმდებლო ცვლილებას რაც შეეხება, პოლიტიკოსი, რომელიც ნარკომანიის დაკანონებას მიემხრობა, არაფრით განსხვავდება ნარკოტიკების გამსაღებლისგან. დეპუტატობა არ ნიშნავს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ჯდომას და ღილაკზე თითის დაჭერას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი კანონის მიღებით ხელს აწერს უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ადრე თუ გვიან წინ დახვდება.

_ ზოგიერთი პარლამენტარი თვითონაც მონაწილეობს ხოლმეთეთრი ხმაურისაქციებში. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ამ საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნა?

_ მიზანი არის ერთი _ ახალგაზრდობა მუდმივად იმყოფებოდეს “თეთრი ხმაურის” ქვეშ, აღარაფერი აინტერესებდეს და უყვარდეს, არც ოჯახი, არც სამშობლო, ღმერთი… ნარკოტიკს დამონებული ერი იქნება ცხვრის ფარა, რომელსაც გარეკავ და გამორეკავ, საითაც გინდა. ესაა მიზანი და ამას ითხოვენ ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე სურდათ, სკოლაში შეეტანათ სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. ჩემი აზრით, ამ ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს პოზიცია უნდა იყოს მკაცრი და პრინციპული, მათ მიმართ არ შეიძლება არანაირი კომპრომისი და, საერთოდ, ლაპარაკიც კი, მოხდეს თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, უნდა შეწყდეს. ეს საკითხი არც უნდა იდგეს დღის წესრიგში.

_ პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება _ არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს _ გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოებიჩვენი კანონმდებლობა კი ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, სასოფლოსამეურნეო მიწა შეისყიდოს. როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და შეზღუდვების დაწესება?

_ ეს არათუ საჭირო, აუცილებელია, რადგან, რაც მეტი ქართული მიწა გაიყიდება უცხოელზე, მით ნაკლები იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. სხვანაირად ნუ გამიგებთ და ჩვენთან ისედაც მრავალი ეთნოსი, უამრავი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და ვიცი არაქართული სოფლები, რომლებშიც ქართველებს უნდოდათ დასახლება, ადგილობრივებმა კი შეგნებულად არ მიყიდეს მათ მიწა. ბოლნისის რაიონში იყო ასეთი შემთხვევა, სხვა ფაქტებიც არის. ასე რომ, ასეთ რთულ რეალობაში კიდევ მიწის გასხვისება კარგს მოგვიტანს? პატრიარქის პოზიცია, რა თქმა უნდა, არის ერთმნიშვნელოვნად სწორი და, საზოგადოდ, ის დღეს ისეთ ნაბიჯებს დგამს, ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა მიბაძოს. არ შეიძლება, ყველაფერს ცივად მიუდგე. მიწა არის მთავარი ფუნდამენტი, რომელზეც დგას სახელმწიფო და, ვინც ცდილობს, მიწა უცხოელებს მიჰყიდოს, ამ ფუნდამენტს აცლის ქვეყანას. ვფიქრობ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება და, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი, ეს არის ღალატი, ეს არის ანტიქართული პოლიტიკა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ამ მარხვაში განკითხვის ცოდვებში ნუ ვარდებით, ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით პრესიდან შიგნიდან თუ გარედან გააფრთებით შეუტია საპატრიარქოს…..ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა იცის თავისი საქმე დალაგებს ყველაფერს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here