Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს საპატრიარქო: მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის ცოდვით დამძიმებული დედები ტაძარს ააგებენ

საქართველოს საპატრიარქო: მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის ცოდვით დამძიმებული დედები ტაძარს ააგებენ

530

დედებს, რომლებსაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, გაუჩნდათ სურვილი, სინანულის გამოსახატავად ააგონ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოში ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა. ეკლესია ხუდადოვის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here