Home რუბრიკები საზოგადოება ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

524

საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2017 წლიდან გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება, _ განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც საცობების პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოებას 5-მიმართულებიანი გეგმა წარუდგინა.

“გადახდის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს და მეტროს, ავტობუსს, საბაგიროსა და სამარშუტო ტაქსებს მოიცავს, გვინდა, უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებში საფასურის გადახდა ყველა ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, ახალი სისტემა უფრო მეტი ფუნქციის მქონე იქნება და მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებულ სრულ სურათს შექმნის.

ამასთანავე, უცხოელ ვიზიტორებს მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა ქვეყნის ბანკის ბარათებითაც შეეძლებათ”, _ განმაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

5-მიმართულებიანი გეგმის მიხედვით, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, მერიას დაწყებული აქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მარტის ბოლომდე 143 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. ამ მიმართულებაში ასევე შედის მეტრო და საბაგირო ხაზები. მნიშვნელოვანია ასევე რეგულაციები, რომლებიც დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს შეეხება. მერია მხარს უჭერს საგზაო უსაფრთხოების იმ სტრატეგიას, რომელიც ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და ტექდათვალიერებას. გეგმა შეეხება ახალ შუქნიშნებსაც, შეიქმნება საცობის აპლიკაცია. კერძოდ, მობილურ ტელეფონში იქნება აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც მძღოლი ნახავს, თუ რა მიმართულებით არის გადატვირთული მოძრაობა და დაგეგმავს ალტერნატიულ მარშრუტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here