Home რუბრიკები სამართალი ელენე თევდორაძე: ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტი მოკლეს

ელენე თევდორაძე: ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტი მოკლეს

676

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და ზურაბ ჟვანიას მეგობრის _ ელენე თევდორაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის დაღუპვის საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. დეტალებზე მან გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა.

თევდორაძის თქმით, ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზაზე ჩაჩუასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ექსპერტი მუშაობდა, რომელიც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაიყვანეს. ეს ადამიანი მოხვდა იმ განყოფილებაში, რომელიც შეწყალების კომისიისთვის მასალას ამზადებდა.

“ამ ბიჭს ერთხელ ვკითხე, რომ მისი რეზიდენციაში დასაქმება იყო თუ არა დაწინაურება. მან მითხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მაგრამ მაინც გადმოიყვანეს. დაახლოებით ორ კვირაში შევიტყვე, რომ ეს ბიჭი მოკლეს, ხოლო ვინც მოკლა, მან თავი მოიკლა. მაქვს კითხვა: რატომ მოხდა ამ ბიჭის, რომელიც ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას, ასე სწრაფად გადაყვანა პრეზიდენტის რეზიდენციაში?!” _ განაცხადა ელენე თევდორაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის _ რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here