გამოცემა The Times –ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების ახალ ტალღას იწყებს.
იგი აგრძელებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებულ ნატოსადმი კეთილგანწყობილი ელჩების და სამხედრო მაღალჩინოსნების რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამორჩეული სამხედრო მაღალჩინოსნებით თუ დიპლომატებით ჩანაცვლებას.
ერდოღანი თანამდებობიდან ათავისუფლებს ყველა იმ დიპლომატს, მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს ნატოში, ვინც რუსეთის, ჩინეთის ან ირანის მიმართ მტრულად იყო განწყობილი.
თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები ნატოს ხელმძღვანელობას აფრთხილებენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში და მთლიანად ქვეყანაში ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური განწყობის გაძლიერების შესახებ.
მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ