Home რუბრიკები ბლოგი ობამა: ერაყში შეჭრისას აშშ-ის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გახადა შესაძლებელი „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება

ობამა: ერაყში შეჭრისას აშშ-ის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გახადა შესაძლებელი „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება

როგორც რუსული საააგენტო ТАСС გვატყობინებს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ფლორიდას შტატში მდებარე,  სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა მაკდილში  სიტყვით გამოვიდა , რომელშიც შეეცადა დაეცვა საკუთარი მიდგომები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში, მათ შორის იყო მსხვილი ამერიკული სამხედრო კონტინგენტების აშშ-ის საზღვრებს გარეთ განთავსებაზე და წამებაზე  უარის თქმა.

გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპს დაუსწრებლად მოუწოდა ტერორიზმთან ბრძოლის დროს არ იმოქმედოს ისე, თითქოს საქმე ეხება ისლამსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ომს. ობამას თქმით, ასეთი დამოკიდებულებაარა მხოლოდ  მეტ ტერაქტს და მსხვერპლს გამოიწვევდა  ამერიკელების მხრიდან, არამედ იმ პრინციპების გაუფასურებასა და დაკარგვას, რომლებსაც აშშ საჯაროდ აღიარებს.

„ ტერორისტული საფრთხე  უნდა განვიხილოთ გრძელვადიანი პერსპექტივის ჭრილში და გამოვიყენოთ „ჭკვიანი სტრატეგია“, რომელსაც ყველანაირად მხარი უნდა დავუჭიროთ. ტერორიზმი, თავად   ამერიკის არსებობისთვის სასიცოცხლო საფრთხეს არ წარმოადგენს და აშშ უნდა შეეცადოს  არ მოხდეს აღნიშნული საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით საზღვრებს გარეთ მიმდინარე ოპერაციებში ზედმეტად ჩაფლობა.ამისათვის,  აუცილებელია სიბრძნე, რომელიც დაგვანახებს, რომ ჩვენი ფასეულობებისა და კანონის უზენაესობის დაცვა არის არა სისუსტე, არამედ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ძალა გრძელვადიან პერსპექტივაში,“- თვლის ამერიკელთა ლიდერი.

აგერთვე, დონალდ ტრამპმაც წინა კვირაში განაცხადა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს და დაალაგოს პარტნიორული ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ისწრაფის დაეხმაროს აშშ-ს „რადიკალურ ისლამურ ტერორიზმთან“ ბრძოლაში.

 „ როდესაც  ეს აუცილებელია, აშშ მზად უნდა იყვნენ  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების სანეიტრალიზაციოდ იმოქმედონ და მიიღონ ადეკვატური საპასუხო ზომები, თუმცა, ამასთან ერთად, არაგონივრული და განუხორციელებელი იქნებოდა მოვთხოვოთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს,   დედამიწის მეორე მხარეს მდებარე, სხვადასხვა  ქვეყნების შიდა საქმეებისა თუ კონფლიქტების მოგვარებაში ჩაერთონ, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აშშ-ს სეიარაღებული ძალები მაგნიტივით იზიდავენ ამბოხებულებსა და ტერორისტებს“,- განაცხადა თეთრი სახლის მეპატრონემ.

მისი თქმით, აშშ-ის წარმატებული ანტიტერორისტული საქმიანობის მაგალითად შეიძლება გამოდგეს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ერაყსა და სირიაში,  ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ობამამ აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე ერაყსა და სირიაში,  აშშ-მა 10 მილიარდი დოლარი დახარჯა, ეს სწორედ ის თანხაა, რასაც თაშს თვეში ხარჯავდა ერაყში მიდინარე ომის პიკზე.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ სწორედ აშშ-ის მიერ დაშვებული შეცდომები, ერაყში მიმდინარე სამხედრო  ოპერაციისას, რომელიც  სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას ისახავდა მიზნად,  გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩასახვა-ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი.

სამხედრო ოპერაციას, რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა გამოიწვია აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ჯორჯ ბუშ-უმცროსის მეთაურობით ხელმძღვანელობდა. მისი ჩატარების საბაბი იყო ბაღდადის ხელთ  არსებული მასიური განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია,  თუმცა მოგვიანებით დამტკიცდა, რომ სინამდვილეში მასიური განადგურების იარაღი ერაყს არ გააჩნდა.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here