Home რუბრიკები პოლიტიკა La regle du jeu: ფრანსუა ფიიონი აღფრთოვანებულია ანტიდასავლელი ლიდერით

La regle du jeu: ფრანსუა ფიიონი აღფრთოვანებულია ანტიდასავლელი ლიდერით

562

გამოცემის აზრით, საფრანგეთში იზრდება პროპუტინული განწყობილება.

ფრანსუა ფიიონი განასახიერებს გამობრძმედილ მემარჯვენეებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ჰომოსექსუალებისთვის თანაბარი უფლების მინიჭების, ძნელად ეთანხმებიან აბორტების ლეგალიზაციას, არ უყვართ ბიუროკრატია და სჯერათ რეიგან-ტეტჩერის ულტრალიბერალიზმის. მაგრამ, ამასთანავე, სიმბოლური განსახიერებაა ახალი მემარჯვენეებისა, რომლებიც აფრთოვანებულნი არიან რუსეთის ანტიდასავლელი ლიდერით. მისი მონაწილეობით საფრანგეთში ძლიერდება პროპუტინული ინტერნაციონალიზმის სექცია, რომელშიც უკვე არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც მარი ლეპენია. ამ ინტერნაციონალმა თავის რიგებში მიიღო სათნო, მეოჯახე პიროვნება, რომელიც გაცილებით ზრდილობიანია, ვიდრე ამერიკის მთავარი პუტინისტი დონალდ ტრამპი.

სარკოზის მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრი მეორე ტურის პრაიმერიზის შედეგად მემარჯვენეთა კანდიდატია. და, თუ სიურპრიზი არ მოხდა, ორი მაძიებელი მემარჯვენეთა და ულტრამემარჯვენეთა მხრიდან, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მეგობრები არიან, საუკეთესო პოზიციებს მოიპოვებენ პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად 2017 წელს გასამართი ბრძოლის ასპარეზზე.

იკვეთება ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ფონი: მსოფლიოში ძალას იკრებენ ძალები, რომლებიც მიისწრაფვიან იმ გეოგრაფიული ბაზის საფუძვლის აფეთქებისკენ, რომელშიც ფესვი აქვს გადგმული დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ბაზაა თანამედროვე დასავლური სამყარო, რომელიც ჩამოყალიბდა ფაშიზმის განადგურების, 1960-იანი წლების მოძრაობისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტიტოტალიტარულ მიღწევებს საშიშროება ემუქრება იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთ დროს მათი ერთადერთი გარანტი იყო. მოლდოვამ და ბულგარეთმა უკვე აირჩიეს სახელმწიფოთა პროპუტინული მეთაურები, ხოლო “ბრექსიტის” შემდეგ ხანძარი მთელ ევროპულ სახლს მოედო.

ფრანსუა ფიიონი გახლავთ მიუღებელი კანდიდატი პუტინთან დაახლოების მისწრაფების გამო. მემარცხენეებმა უნდა წამოაყენონ კანდიდატი, რომელიც შეძლებს, შეაჩეროს დემოკრატიული ევროპის დამანგრეველი ჯოჯოხეთური მანქანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here