Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ახალი ინიციატივა სასაცილოდ არ ჰყოფნით

სააკაშვილის ახალი ინიციატივა სასაცილოდ არ ჰყოფნით

518

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ახალი პარტიის დასაფინანსებლად წყაროებს ეძებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს შემოწირულობების გაღებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პარტიის ანგარიშზე ფულის გადასარიცხად სპეციალური საიტი შეიქმნა. 

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ნულიდან ვიწყებთ და გვსურს, უკრაინა ზესახელმწიფოდ ვაქციოთ. ვისაც ჩვენი სჯერა და ჩვენთან ერთად სურს ბრძოლა, შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ”, _ წერს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებამ რუსი დეპუტატები ხუმრობის განწყობაზე დააყენა. ისინი სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილმა გაახალისა, რომელშიაც ექსგუბერნატორი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა უკრაინას ზესახელმწიფოდ აქცევს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სააკაშვილის ფეისბუკმოწოდებას გამოეხმაურა, დუმის დსთ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. “თუ მისი ცხოვრების გზას გადავხედავთ, მიხვდებით, რომ მისი ერთადერთი მიზანი ფულის შეგროვებაა. როგორც ჩანს, მას ფული შემოაკლდა. ამერიკელები აღარ ეხმარებიან, ცოლთანაც ვეღარ აქვს საქმე კარგად, ამიტომ კაპიკ-კაპიკ დაიწყო ფულის შეგროვება. შეიძლება ვინმემ მისცეს კიდეც უკრაინული ფული, მაგრამ მას ფული არა უკრაინის ზესახელმწიფოდ ქცევისთვის, არამედ ნიუ იორკში ფუფუნებაში ცხოვრებისთვის სჭირდება”, _ აღნიშნა კალაშნიკოვმა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here