Home რუბრიკები საზოგადოება “რუსთაველის ეპოქა” ერმიტაჟში

“რუსთაველის ეპოქა” ერმიტაჟში

555

ამ დღეებში პეტერბურგში ერმიტაჟმა გენიალური შოთა რუსთაველის იუბილეს საგანგებო საღამოკონცერტი მიუძღვნა სახელწოდებითრუსთაველის ეპოქა”. ამის თაობაზე მოგვითხრობს ღონისძიების მონაწილე, ფოლკლორული ანსამბლიდიდგორისწევრი გივი აბესაძე.

_ ბატონო გივი, როგორ მოხვდით ამ ღონისძიებაზე, ვინ მიგიწვიათ?

_ როდესაც ღონისძიების ჩატარების იდეა დაიბადა, პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ პიოტროვსკიმ, რომელიც ადრე თბილისში გავიცანით და მოეწონა ჩვენი ანსამბლი და დაგვიმეგობრდა, მიგვიწვია 13 ნოემბრის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

_ თქვენ გარდა საქართველოდან სხვა კოლექტივებიც თუ მონაწილეობდნენ კონცერტში?

_ არა, საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩასული, მაგრამ აკადემიკოს მიხეილ პიოტროვსკის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ განხორციელდა პირველი ტელეხიდი თბილისში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

შეკრებილ საზოგადოებას რუსთაველის ეპოქის ძეგლების შესახებ ესაუბრა ერმიტაჟის მეცნიერი თანამშრომელი იაროსლავა ბილინკინა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/ermitaji2.jpg

საღამო კი დასრულდა კონცერტით, რომელზეც ანსამბლი “დიდგორი” სპეციალურად ამ საიუბილეო დღისთვის მომზადებული რეპერტუარით წარსდგა.

_ როგორ შეხვდა რუსი მაყურებელი თქვენს ანსამბლს?

_ მინდა გითხრათ, რომ დიდი აღფრთოვანებით. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები, რომლებსაც დიდი ოვაციები და მაყურებლის მქუხარე ტაში მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კონცერტზე შესრულდა ხალხური სიმღერები, რომლებშიც გამოყენებულია ფრაგმენტები “ვეფხისტყაოსნიდან”.

როგორც ეტმიტაჟის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, ამ საღამომ მოგვცა საშუალება, არა მხოლოდ გვეგრძნო თავი რუსთაველის ეპოქაში, არამედ ის დღე ქართულ-რუსული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად ქცეულიყო.

ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“ #11

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here