Home რუბრიკები ისტორია სტალინი და კიროვი

სტალინი და კიროვი

1415

1934 წლის პირველ დეკემბერს ლენინგრადის სმოლნის სასახლის მესამე სართულის დერეფანში ლეონიდ ნიკოლაევმა სამჯერ ესროლანაგანიდანდა მოკლა ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი სერგო კიროვი, რომელიც არა მხოლოდ რევოლუციის ტრიბუნი, არამედ სტალინის უახლოესი მეგობარი იყო.

კიროვი 1934 წლის 1 დეკემბერს, 16 საათსა და 37 წუთზე მოკლეს. სტალინმა კი ეს გამაოგნებელი ამბავი 18:00 სთ-ზე შეიტყო. ორ დეკემბერს სტალინი პოლიტბიუროს სხვა წევრებთან ერთად ლენინგრადის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურზე სპეცვაგონიდან ჩამოვიდა. მასთან პატაკის მისაცემად ლენინგრადის უშიშროების უფროსი გამოცხადდა და, სამხედრო სალმის მიცემის შემდეგ პირიც არ ჰქონდა გაღებული, რომ სტალინი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და სილა გააწნა.

ყველა იქ მდგომი მიხვდა, რომ დადგა რაღაცის გადამწყვეტი მომენტი. სტალინი სმოლნში კიროვის სამუშაო კაბინეტისკენ გაემართა და მოითხოვა, სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან კიროვის მკვლელი ნიკოლაევი.

სტალინმა ნიკოლაევისგან ყველა საკვანძო საკითხზე მიიღო ამომწურავი პასუხი. შემდეგ პარტიულ და ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა _ რადაც უნდა დასჯდომოდათ, მოეპოვებინათ ინფორმაცია ყველა იმ პირისგან, რომელსაც მეტ-ნაკლები შეხება ჰქონდა ამ საშინელ ტრაგედიასთან. ყველაფერი დასრულდა. ყველა დოკუმენტი ადგილზე დაიდო და ზედ დაეწერა “სრულიად საიდუმლოდ”. გავიდა თითქმის 60 წელი სტალინის სიკვდილიდან და მისი პირადი დაცვის ყველაზე აქტიურმა წევრმა და სტალინთან ახლოს მყოფმა კაცმა ალექსეი რიბინმა უტყუარი მასალა დაუტოვა შთამომავლობას.

ნიკიტა ხრუშჩოვმა სკკპ XXII ყრილობის ტრიბუნიდან წამოაყენა სულელური, მოჩმახული ვერსია კიროვის მკვლელობაში სტალინის თანამონაწილეობაზე. ნიკიტა დღე და ღამეს ასწორებდა იმაზე ფიქრში, როგორ შეელახა სტალინზე რეპუტაცია, როცა გენერალური მდივანი იყო, სწორედ ამ მიზნით შექმნა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან სამი პარტიულ-საგამოძიებო კომისია.

პირველი კომისია, რომელშიც რეაბილიტებული ოლგა შატუნოვსკაიაც შედიოდა, ლენინგრადის სარდაფებში მთელი თვის ქექვის შემდეგ მოსკოვში ცარიელი პორტფელით დაბრუნდა. ხრუშჩოვს სჭირდებოდა, საბჭოთა კავშირის საზოგადოებრიობისთვის როგორმე დაემტკიცებინა კიროვის მკვლელობაში სტალინის თანამონაწილეობა, მაგრამ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს? ხრუშჩოვი მძვინვარებდა მღვრიე წყალში თევზის დაუჭერლობის გამო.

სკკპ მურმანსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის _ ვასილ პროკოფიევის მოგონებიდან: “აზარტი ბანქოს თამაშში მოდის, მადა კი _ ჭამაში”. ყრილობის წინ ხრუშჩოვი იწვევს საკავშირო კპ(ბ) ლენინგრადის პირველ მდივანს ი.ვ. სპირიდონოვს და მას სკკპ ცეკას პლენუმის წინ აძლევს მკაცრ პარტიულ დავალებას:

“ივან ვასილევიჩ, თქვენ უნდა გამოხვიდეთ პლენუმზე და სკკპ XXII ყრილობაზე და დელეგატებს მისცეთ წინადადება, რომ დაიგმოს სტალინი მოქალაქეების უკანონო რეპრესიების გამო და შესთავაზოთ მათ მავზოლეუმიდან სტალინის ნეშტის გამოსვენება და სხვა ადგილას დამარხვა”. ხრუშჩოვი არ ცხრებოდა. ის ლენინგრადში გზავნის მეორე კომისიას სკკპ კალინინის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის _ . ბოცოვის მეთაურობით, ამ კომისიამ ლენინგრადში 25 დღე დაჰყო, მანაც გადაქექა 1934 წლის არქივები, მაგრამ იძულებული იყო, მოსკოვს ხელცარიელი დაბრუნებულიყო, რადგან სტალინის მაკომპრომეტებელ მასალებს ვერ მიაკვლია. ამის შემდეგ ხრუშჩოვმა ქანცგაწყვეტილი, დავარდნილი ცხენივით, ორიენტაცია დაკარგა და ლენინგრადში გაგზავნა რევიზორების მესამე კომისია, რომელსაც სკკპ ცეკასთან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე . სერდიუკი ჩაუყენა სათავეში. ამ კომისიამ ლენინგრადში 30 დღე დაჰყო, მაგრამ ხრუშჩოვს ვერაფერი ჩაუტანა. ნიკიტა ბრდღვინავდა, აგონიაში მყოფი გენერალური მდივნის თავი ზ. სერდიუკმა სიმინდის ტაროს შეადარა…

იმ დღიდან 60 წელი გავიდა, მაგრამ გაზეთების ფურცლები უაზრობებითაა აჭრელებული. რუსეთის რადიო ხომ უხამსობამდე დაეცა. მან 1996 წლის 10 თებერვალს, დილის 9 საათსა და 20 წუთზე, ასეთი რამ თქვა: “გიჟი კომუნისტები”. ეს შეურაცხყოფაა სამი მილიონი კომუნისტისა, რომლებმაც საბჭოთა კავშირი დაიცვეს ფაშიზმისაგან და იხსნეს მსოფლიო. ქვეყნის ინდუსტრიის მშენებელთა უმრავლესობაც ხომ კომუნისტები და კომკავშირლები არიან?!

…1934 წლის 11 დეკემბერს გადმოსცეს მოკლე ინტერვიუ კიროვის მკვლელობის საქმის ჩემთვის უცნობი “მცოდნეებისა”, რომლებიც დაუსაბუთებლად არწმუნებენ მსმენელებს ს. მ. კიროვის მკვლელობაში სტალინის თანამონაწიელობაში. ამაში გასარკვევად უნდა გავიხსენოთ 1919 წელი, ქალაქი ასტრახანი.

პარტიის ასტრახანის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივნის _ . სოკოლოვის ოფიციალური წერილიდან: “როგორც ცნობილია, კიროვი გადამწყვეტ როლს თამაშობდა ასტრახანის დაცვაში, როცა რევოლუციური არმია ჩორნი იარის თავზე გააფთრებულ ომში იყო ჩართული. ამ დროს კიროვის წინააღმდეგ მოაწყვეს პროვოკაცია მისი ჩამოშორების მიზნით. 1919 წლის აგვისტოში რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ ტროცკიმ გამოსცა დირექტივა, რომელშიც ნაბრძანები იყო ასტრახანის მოსახლეობის ევაკუაცია.

კიროვმა პროტესტი განაცხადა და დეპეშა გაუგზავნა ლენინს, რომელმაც ტროცკის ბრძანება გააუქმა. ამ პერიოდში გაჩნდა პირველი ბზარი კიროვსა და ტროცკის შორის. ეს ინციდენტი ტროცკიმ “ძაღლის ნაკბენივით” დაუმახსოვრა კიროვს. ტროცკი არასოდეს არავის მიუტევებდა თავისი პრესტიჟის შელახვას.

პროვოკაციამ კიროვის წინააღმდეგ არ დაახანა. ესერმა რახილ ვასერმანმა დაიწყო ასტრახანში ხმების გავრცელება, რომ კიროვი სინამდვილეში ანარქისტი ბერი ილიოდორია. საქმე ის არის, რომ კიროვი ილიოდორს ჰგავდა. რახილ ვასერმანმა გაამრავლა ილიოდორის ფოტოსურათები და მათი გავრცელება დაიწყო ქალაქ ასტრახანში, თანაც ამტკიცებდა, კიროვი სწორედ ეს არისო.

სიცრუეზე აგებულმა პროპაგანდამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო, მის ანკესზე წამოეგნენ გუბერნიის აღმასკომის მდივანი ივანოვი, გუბერნიის კომისარი ნეპრიახინი და ასტრახანის გარნიზონის უფროსი ჩუგუნოვი. ისინი მივიდნენ ვალერიან კუიბიშევთან, რომელიც იმხანად ასტრახანში იმყოფებოდა კიროვის პიროვნების დასადგენად.

კუიბიშევმა განაცხადა, რომ კიროვი ლენინის მიერ გამოგზავნილი პროფესიონალი რევოლუციონერია და მას სტალინი იცნობსო, მაგრამ ეს პროვოკაცია ისე ოსტატურად იყო ორგანიზებული, რომ მათ კუიბიშევის ნათქვამი არ ირწმუნეს. 1919 წლის 6 ოქტომბრის ღამეს კიროვის პატარა სახლს შემოერტყნენ წითელარმიელები და სატელეფონო კავშირი გადაჭრეს. დილის 4 საათზე ოთხი “ჩეკისტი” მივიდა კიროვთან, საწოლიდან ააყენა და დაიწყო კიროვის სახის შედარება ილიოდორის ფოტოსურათთან. აგრეთვე, შეადარეს კიროვისა და ილიოდორის ხელმოწერებიც. ბოლოს სამი მენშევიკი (ნეპრიახინი, ივანოვი და ჩუგუნოვი) დარწმუნდა, რომ ვასერმანის მიერ იყვნენ პროვოცირებულნი და დილის 7 საათზე კიროვის ვინაობის “ძიება” დაამთავრა. მოხსნეს ალყა, კიროვს სატელეფონო კავშირი აღუდგინეს და იქაურობას გაეცალნენ.

1919 წლის 26 ნოემბერს ილიოდორის საქმე სამხედრო ტრიბუნალმა განიხილა. ივანოვსა და ვასერმანს დახვრეტა მიუსაჯეს. ძიებამ დაადგინა, რომ ვასერმანი დენიკინის დაზვერვის აგენტი იყო (კიროვი, სტატიები და სიტყვები, ტ. I. გვ. 87, 1936წ.).

1933 წლის ზამთარში კიროვი სტალინთან ცხოვრობდა კუნცევოს აგარაკზე. იმხანად სტალინთან ვმუშაობდი და მასთან ერთად ვყოფილვარ შავი ზღვისპირეთში. კიროვი სტალინის ხშირი სტუმარი იყო 9- აგარაკზე. დღისითგოროდკისთამაშობდნენ, საღამოობით კი _ ბილიარდს. დამარცხებული ბილიარდის მაგიდის ქვეშ ხოხვით ძვრებოდა, სხვები კი ბილიარდის მაგიდას კიებს ურტყამდნენ. კუნცევოვში ისინი ერთად დადიოდნენ ორთქლის აბანოში.

1934 წლის 6-დან 29 სექტემბრამდე კიროვი ყაზახეთში იმყოფებოდა მოსავლის აღებაზე. იქ საშინელ პირობებში იხდიდნენ სასჯელს გადასახლებული კულაკები. კიროვმა მიაღწია პროკურორისა და ჰენრიხ იაგოდას მიერ დანიშნული ზოგიერთი თანამდებობის პირის მოხსნას. ასე გაუჩნდა კიროვს იაგოდას სახით მეორე საშიში და ვერაგი მტერი.

1934 წლის 31 იანვარს კიროვი სიტყვით გამოვიდა საკავშირო კპ(ბ)-ის XVII ყრილობაზე, ბუხარინის, ზინოვიევის, კამენევის, რიკოვის გაკრიტიკების შემდეგ გადავიდა ტროცკის კრიტიკაზე, რომელიც იმხანად ნორვეგიაში, ოსლოში ცხოვრობდა. შემდეგ სათქმელი ასე შეაჯამა: “სამგზის წყეული იყოს ეს სახელი, მასზე ისეთ საპასუხისმგებლო ფორუმზე, როგორც ყრილობაა, რა სალაპარაკოა”. ტროცკიმ წაიკითხა კიროვის სიტყვა, შეისწავლა ის და მოსკოვის ოპოზიციასთან, მეკავშირე ბესონოვის მეშვეობით, თავისი დასკვნები მოაწოდა თანამოაზრეებს.

ამასობაში იაგოდა კიროვისკენ მიმავალ გზას უწმენდდა მის მტრებს. 1929 წელს თანამდებობიდან გადააყენა ლენინგრადის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი მესინგი, რომელიც იცავდა პატიოსან კომუნისტებს და, მისი წყალობით, კიროვის პირადი დაცვა სიფხიზლის ზენიტზე იდგა. იაგოდამ და ფრინოვსკიმ მესინგს საქმე შეუთითხნეს და გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიამ მას დახვრეტა მიუსაჯა.

1934 წლის 15-დან 28 ნოემბრამდე გაიმართა საკავშირო კპ(ბ)-ის პლენუმი, რომელზეც იხილებოდა საბარათო სისტემის გაუქმების საკითხი. 1934 წლის 28 ნოემბერს, 23 საათზე, სტალინმა გააცილა კიროვი ლენინგრადის მატარებელ “სტრელამდე”. მე, ჩემი უფროსი სმირნოვი და კომისარი ლიუბოვნიცკი ვუყურებდით, როგორ გულთბილად აცილებდა სტალინი კიროვს. ისინი გულმხურვალედ დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მატარებელი დაიძრა. სტალინმა 1 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე, შეიტყო კიროვის მკვლელობის ამბავი.

1934 წლის 2 დეკემბერს, დილით, სტალინი, მოლოტოვი და ვოროშილოვი ლენინგრადში ჩავიდნენ. ქალაქი ისე იყო აფორიაქებული, როგორც ფუტკრის სკა, როცა იქ დათვი შედის პირის ჩასატკბარუნებლად. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსი ფილიპ მედვედი ბაქანზე ოფლში გახვითქული და ფაფახმოქცეული დარბოდა. სტალინი გაავებული იყო და მისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ის აგრანოვის, პაუკერის, კუზნეცოვის, პროჟერინისა და რუმიანცევის თანხლებით შევიდა სმოლნში. რუმიანცევმა სმოლნის მე-3 სართულის პოსტზე დამაყენა. სმოლნში მომუშავე ხელმძღვანელი ამხანაგებისგან რისი დადგენა, რისი გაგონება შევძელი? კიროვის მკვლელის, ლეონიდ ნიკოლაევის, ცოლი – მილდა პეტრეს ასული დრაულე სმოლნში მუშაობდა საოლქო კომიტეტის სამდივნოში, მგონი, კარტოთეკაში თუ კანცელარიაში. ზოგჯერ სამსახურეობრივ საქმეზე შედიოდა კიროვთან, რომელიც მის მიმართ კეთილად იყო განწყობილი, მაგრამ მასთან კიროვის ფლირტი საოლქო კომიტეტის თანამშრომლებს არ შეუმჩნევიათ. კიროვს ტურფა საყვარლები ჰყავდა როგორც ლენინგრადში, ისე მის შემოგარენშიც. კიროვის ცოლს _ მარია ლვოვის ასულ მარკუსს, ეჭვიან, ფიზიკურად სუსტ ქალს, ფსიქიკური გადახრები ჰქონდა.

ლეონიდ ნიკოლაევი ერთი უმუშევარი, გაუწონასწორებელი და ნერვიული კაცი იყო. მის ბინაში ინკოგნიტოდ რეკავდნენ და ცოლის საყვარლებს უსახელებდნენ, მათ შორის, კიროვსაც. ბუნებრივია, რომ ნიკოლაევს თავისუფლად შეეძლო სმოლნში ყოფნა, რადგან მისი მეუღლე იქ მუშაობდა.

ნიკოლაევი ორჯერ დააკავეს _ პორტფელში ნაგანი უპოვეს; პირველად სმოლნის სადარბაზოსთან, როცა კიროვი მოსკოვიდან ბრუნდებოდა. ამას ადასტურებენ დაცვის ოპერატიული განყოფილების უფროსი ბუკოვსკი და გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი, მაგრამ ნიკოლაევს ყოველთვის ათავისუფლებდნენ და იარაღი მასთან რჩებოდა. არსებობს ვერსია, რომ ნიკოლაევი თხოვნას წერდა კიროვის სახელზე და ცდილობდა, მას მიეღო, მაგრამ ამაოდ…

1934 წლის 1 დეკემბერს ნიკოლაევი შუადღეს შევიდა სმოლნში, დერეფანში ილაყბა, რაფაზე იჯდა ცოტა ხანს, შემდეგ კი გადაწყვიტა, შესულიყო უგაროვთან და მისთვის ეთხოვა ტავრიული სასახლის საშვი _ იქ 18 საათზე საბარათო სისტემის გაუქმების საკითხზე კიროვი უნდა გამოსულიყო. მაგრამ უგაროვმა ნიკოლაევს საშვის მიცემაზე უარი განუცხადა. ნიკოლაევმა ისევ დაიწყო მე-3 სართულის დერეფანში ბორიალი. მე სისტემის ინსტრუქტორი ვიყავი და პოლიტბიუროს წევრთა დაცვის მეთოდები ზედმიწევნით ვიცოდი, სმოლნში კიროვის პირადი დაცვის ხელმძღვანელობის მოქმედებაში გამცემლობის ნიშნები ვიპოვე. მე-3 სართულის დერეფანში არ იყო დაცვის თანამშრომელი, არადა, ის მოვალე იყო, იქ მდგარიყო იმისგან დამოუკიდებლად, კიროვი იქ იმყოფებოდა თუ არა.

სმოლნის თაღში მოედნიდან შესასვლელთან, აგრეთვე, უნდა ყოფილიყო ოგპუ-ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს) დაცვის სამსახური. სმოლნის სადარბაზოშიც და სადარბაზოსთანაც უნდა მდგარიყო მცველი. სავალდებულო იყო კიროვის მიმყოლ, თანმხლებ მანქანაში კიროვის პირადი დაცვის ორი თანამშრომლისა და მძღოლის ყოფნა. მცველი და ერთი თანამშრომელი ვალდებულნი იყვნენ, კიროვის გვერდით ყოფილიყვნენ. როცა ის კიბეზე ადიოდა თუ ჩადიოდა ან დერეფანში დადიოდა. მე დავადგინე, რომ კიროვი პატივს არ სცემდა ბორისოვს. კიროვთან იყო სტეპანოვიც. კიროვს კაბინეტში შესვლის წინ მისაღებში უნდა დახვედროდა მდივანი. არაფერია თქმული იმაზე, სად იყო ის. თუ ბორისოვი არა, სტეპანოვი მაინც უნდა დამდგარიყო პოსტზე მისაღებში ან კიროვის კაბინეტის კართან.

იქ არავინ აღმოჩნდა. გამცემლობა თვალნათლივ ჩანდა. მერე რა, რომ კიროვი ბორისოვს პატივს არ სცემდა. ვინმეს თავის თავზე უნდა დაეკისრებინა კიროვის გვერდით დგომა ან მისთვის მიემაგრებინათ სხვა პირი, რომელსაც კიროვი შეეწყობოდა.

1 დეკემბერს, 16 საათსა და 35 წუთზე, გაისმა სროლის ხმა. ნიკოლაევმა ესროლა კიროვს, რომელიც დერეფანში, ჩუდოვის კაბინეტის ახლოს დაეცა. კიროვთან ყველაზე ადრე ლენსაბჭოს თავმჯდომარე კადაცკიმ მიირბინა, მას მიჰყვნენ ჩუდოვი, ირკლისი, სტრუპე, შემდეგ კი მივიდა ბორისოვი. კადაცკიმ აიღო ნიკოლაევის ნაგანი, რომელიც იქვე ეგდო და უგაროვს გადასცა. ისტერიკაში ჩავარდნილი ნიკოლაევი იატაკზე იწვა და გაიძახოდა: “მე მასზე ცოლის გამო ვიძიე შური”, მაგრამ ეს სიმართლეს არ ჰგავდა. როგორ გაჩნდა მის ხელში ნაგანი? რატომ იყო, რომ მას ორჯერ-სამჯერ უპოვეს იარაღი და ივანე ზაპოროჟეცმა (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის სამმართველოს უფროსის მოადგილე _ გრ. ონიანი) ყოველთვის გაათავისუფლა? აქ საქმეში უფრო ღრმად ჩახედვაა საჭირო. კიროვი თავის კაბინეტში გრძელ მაგიდაზე დაასვენეს. მოსკოვში სტალინს დაურეკეს. ეს სტალინისთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემა იყო. ის მივიდა საავადმყოფოში, სადაც კიროვის სხეულს კვეთდნენ. სტალინმა კიროვის კაბინეტში ყველაფერი გამოჰკითხა მედვედს, მკაცრად გაკიცხა ის კიროვის დაცვაში დაშვებული დაუდევრობის გამო… გულისყურით წავიკითხე სტატია 1994 წლის 1 დეკემბრის გაზეთ “ვეჩერნი კლუბში”, სადაც აღწერილია, თუ როგორ შევიდნენ სტალინთან სმოლნის კაბინეტში გულკო, პეტერსონი. ისინი, გამომძიებლები კი არა, ოპერატიული განყოფილების დაცვის მაღალი რანგის უფროსები იყვნენ. მოკლედ, სტალინთან მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის მორჩილი შარაგზის ბანდიტები შევიდნენ.

კრემლის კომენდანტი პეტერსონი ადრე ტროცკის სპეცმატარებლის კომენდანტი იყო. ასე რომ, მას გამოძიებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. სტალინთან კაბინეტში შევიდა მისი მცველი რუმიანცევი. მისაღებში იდგნენ კირილინი, კუმიჩოვი, კუზნეცოვი. სმოლნიდან სასახლემდე, სადაც კიროვი ესვენა კუბოში, იდგა ძერჟინსკის სახელობის დივიზია. იმ დივიზიაში იყო იმხანად პოლკის მეთაური მაკეევი. რატომ იყო ასეთი სიმკაცრე?

იხსენებს გმირი ფრონტელი ანა ნიკულინა: “უფრო გვიან ჩვენთან საკავშირო კპ(ბ)-ის ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მრეწველობის განყოფილებაში გამოგზავნეს რამდენიმე კაცი ლენინგრადიდან, ძირითადად, სამხედროები. მე მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი ვიყავი. პირველი მდივანი ევდოკიმოვი იყო. ის თავგამოდებული ტროცკისტი ბრძანდებოდა. ის იღებდა ლენინგრადიდან გამოქცეულ ყველა ტროცკისტსა და ზინოვიელს. ერთ-ერთი მათგანი, გვარად პარამბაუმი, ჩემთან გადიოდა სტაჟირებას. მან გულახდილი საუბრისას, საკმაოდ შეშფოთებულმა, გადაკვრით მაცნობა, რომ 3 დეკემბერს ლენინგრადში სტალინზე თავდასხმა მზადდებოდა. ლენინგრადის სამხედრო ოლქში იმყოფებოდნენ სამხედროები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ზოგიერთ სამხედრო პირთან. პირველ რიგში, მან სიტყვა გადამიკრა ჩევსკიზე, გამარნიკზე, კორკსა და სხვებზე. ევდოკიმოვმა მრეწველობის განყოფილების 12 ინსტრუქტორიდან თერთმეტი ციხეში ჩაყარა და ისინი იქიდან არ გამოსულან”.

სტალინი კიროვთან გამოსათხოვებლად ჩამოვიდა. მივიდა კუბოსთან, დაიხარა, მოეხვია, ტუჩებში აკოცა და უთხრა: “მშვიდობით, ჩემო მეგობარო! ჩვენ შურს ვიძიებთ!”

4 დეკემბერს, ღამის პირველის ნახევარზე, კიროვის კუბო მოსკოვის სადგურზე სატვირთო ვაგონში დაასვენეს. კიროვის ცხედარს მოსკოვში მთელი პოლიტბიურო დახვდა და საბჭოების სასახლემდე მიაცილა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here