Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1440

ქართული რეკონკისტასლოგიკური დასასრული

ისტორიას არუყვარსექსპერიმენტები და, თუ ვინმე შეეცადაველოსიპედის ხელახლა გამოგონებას”, ხელი მოეცარა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიექსპერიმენტმაგაამართლა და ქვეყნის გასაერთიანებლად, პერიფერიიდან აგორებულმარეკონკისტულმა (ესპ. Reconquista დაბრუნებადაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლებიც დაკავებული ჰქონდა მავრების სამეფოს. აგრეთვე, ფართო მნიშვნელობით, მუსლიმებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა) ტალღამსაქართველოს გაერთიანების საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მკითხველთათვის უფრო გასაგები, რომ გახდეს, რას ვგულისხმობ, მცირე გადახვევას გავაკეთებ. მაგალითად, რუსეთის გაერთიანების პროცესი ამჟამინდელი დედაქალაქიდან, მოსკოვიდან, დაიწყო და ისტორიულმა პროცესებმა ის საბოლოოდ აქცია რუსეთის პოლიტიკურ ცენტრად. ერთი პერიოდი პეტრე პირველი შეეცადა ისტორიული კანონზომიერების წინააღმდეგ წასვლას და დედაქალაქი პეტერბურგში გადაიტანა, მაგრამ დღეს ისევ მოსკოვია რუსეთის პოლიტიკური ცენტრი. ანალოგიური რამის თქმა შეიძლება იერუსალიმზეც, ათენზეც, ლონდონზეც, ბერლინზეც.

საქართველოში კი ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. ჩვენთან ქვეყნის გაერთიანების იდეა თბილისში _ ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრში კი არა, პერიფერიაში მომწიფდა. უცნაურია, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი არათუ ამ სასიკეთო პროცესების ავანგარდში იდგა, არამედ განზე გადგა, თითქოს მას არ ეხებოდა ეს პროცესები. უფრო მეტიც, დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქართველ მეფეებს და კბილებით იცავდა თავისთვითმმართველობას”. საბედნიეროდ, დავით აღმაშენებელმა წერტილი დაუსვა ამ ისტორიულ ალოგიკურობას დაკონტექსტიდან ამოვარდნილითბილისიც საერთო ქართულ ფერხულში ჩააბა.

დიდგორზე მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ თბილისის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. აღმაშენებელს უსისხლოდ სურდა ამ საქმის მოგვარება, მაგრამ გაუძალიანდნენ თბილისის დამცველები. თბილისის ალყამ, რომელიც 1121 წლის ბოლოს დაიწყო, ქალაქის მოსახლეობა მძიმე დღეში ჩააგდო. თბილისის მუსლიმმა მმართველებმა მეფესთან მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტეს _ ელჩები გაუგზავნეს დავითს და ზავი ითხოვეს. მაგრამ აღმაშენებელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თბილისი ცენტრალურ ხელისუფლებას უპირობოდ დამორჩილებოდა და ამიტომ ელჩებთან მოლაპარაკების გამართვაზე უარი განაცხადა. ქართულმა ჯარმა ქალაქზე გადამწყვეტი იერიში 1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიტანა და დიდი სისხლის ღვრის შემდეგ აიღო. განრისხებულმა დავითმა თბილისელების მიმართ სიმკაცრე გამოიჩინა _ ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი სარზე წამოაცვა და წამებით ამოჰხადა სული. განსაკუთრებული სისასტიკე იმ მოღალატე ქართველებისადმი გამოიჩინა, რომლებიც მტრის ბანაკში იმყოფებოდნენ და ხელს უშლიდნენ საქართველოს გაერთიანების მამულიშვილურ საქმეში.

აღმაშენებელმა საქართველოს სამეფოს დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა, გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა და თბილისი მეფის დანიშნულ მოხელეს დაუქვემდებარა.

თბილისის დამორჩილების შემდეგ ჯერი ქალაქ დმანისზე მიდგა. დმანისს იმხანად მუსლიმი ამირა მართავდა. დმანისელები დიდგორის ბრძოლისას ილღაზის ლაშქარში იმყოფებოდნენ და, ბუნებრივია, მეფე უპასუხოდ არ დატოვებდა დმანისის ამირას ამ თავხედობას. 1123 წლის მარტში ქართველებმა ადვილად აიღეს დმანისი და მისი შემოერთებით დასრულდა ქართული მიწა-წყლის გაერთიანების პროცესი. ამის შემდეგ საომარმა ოპერაციებმა სომხეთსა და შირვანში გადაინაცვლა.

 1123 წელს სელჩუკთა სულთანი მუჰამედი საქართველოს ყმადნაფიც შირვანში შეიჭრა. თურქებმა აიღეს ქალაქი შამახია, შირვანშაჰი კი შეიპყრეს. წარმატებებით გაყოყოჩებულმა სულთანმა ელჩის ხელით დავითს ქედმაღლური წერილი გაუგზავნა: “და გამოგზავნა მოციქული მეფის წინაშე და მოუწერა წიგნი და მორქუა: შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა, ხოლო მე ესე _ რა შარვან-შაჰ შევიპყარ ხელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე და თუ გინდა, სამალავად გამოვედ და მნახე”.

კადნიერი სულთნის დასასჯელად დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა 50 000 მეომარი (ძირითადად, ყივჩაღები) და შირვანისკენ დაიძრა. ალყაში მოქცეული სულთნის დასახსნელად რანის ათაბაგი მოადგა ქალაქ შამახიას და ბრძოლა გაუმართა ქართველებს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. როგორც კი ეს ამბავი შეიტყო შეშინებულმა სულთანმა გაქცევით უშველა თავს. აღმაშენებელი სულთანს აღარ დადევნებია, ვინაიდან მეფის ჯარში ყივჩაღებსა და ქართველებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და იძულებული შეიქნა, უკან დაბრუნებულიყო. თუმცა 1 თვის შემდეგ, 1123 წლის ივნისში, ახალი ლაშქრობა მოეწყო შირვანზე. დავითმა “აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანა”.

1124 წლის აპრილში მეფემ დაიკავა “შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქვეყანა”. შემოდგომაზე ისევ ილაშქრა შირვანზე, ამჯერად ციხე ბირიტი აიღო და შირვანი სრულიად გაათავისუფლა სელჩუკებისაგან. მათ ციხეებსა და ქალაქებში თავისი მოლაშქრეები ჩააყენა (ეს მოლაშქრეები იყვნენ ჰერები და კახელები). ქვეყანა უშუალოდ დავითს დაექვემდებარა და მას მეფის მიერ დასმული მოხელე მართავდა. შირვანის ზედამხედველობა და გამგებლობა დაევალა სიმონ ჭყონდიდელ _ მწიგნობართუხუცესსა და ბედიელ-ალავერდელს, რომელიც გიორგი ჭყონდიდელ _ მწიგნობართუხუცესის დისწული იყო, მისივე მსგავსი, “კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი”. აქედან მოკიდებული დავითი ატარებდა შირვანშაჰის ტიტულსაც.

1124 წელი საქართველოს გამარჯვებების პერიოდი იყო. საქართველოს სამეფო იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გასათავისუფლებლად. მაისში “აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი”. დავითი ამავე წლის ივნისში, “წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის და რაც პოვა თურქმანნი მოსრა და ტყუე ჰყო”.

სომეხმა დიდებულებმა დავითი მიიწვიეს ანისიდან მუსლიმანთა განსადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად. დავითის ისტორიკოსი დიდი სიზუსტით გადმოგვცემს ანისის თავკაცების მისიის შესახებ. “და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა”. ქალაქი ანისი მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო, ამ პერიოდში ქალაქს ფლობდა აბულ-ასვარი, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩე შეცვალა. ის ძალიან ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ სარწმუნოებას. ჩამოიტანა ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა. ასევე, გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად ქალაქ კარის (ახლანდელი ყარსი) სელჩუკი ამირასთვის მიეყიდა. ბუნებრივია, ამ მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანისელებმა გადაწყვიტეს, დახმარებისათვის საქართველოს მეფისათვის მიემართათ.

დავითიც თანაგრძნობით შეხვდა ანისელთა თხოვნას, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა და ანისისკენ გაემართა. “მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი.” ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ “უჭირველად” მოხდა ანისის აღება, “ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი”. დავითს მანუჩეს შვილები ანისიდან გაუძევებია, თბილისს გაუგზავნია. საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი სომხებს დაუბრუნა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახაგიხაროდეს შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან”.

დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. შემდეგ დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, აგრეთვე, ქვეყნები კასპიის ზღვამდე. დავითის დიდმა წარმატებებმა და ამიერკავკასიიდან სელჩუკების განდევნამ გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან (თანამედროვე ტუაფსე) დარუბანდამდე (დერბენტი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სომხეთში). განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა. საქართველოს უძლეველ ქვეყნად მიიჩნევდნენ იმდროინდელი მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმანი ხელმწიფეები: “რამეთუ თვით სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა და არცაღა თვით ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თვისად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყო, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღვიძარესა სიკუდილი”. საქართველოს მეფე უხვ ძღვენს იღებდა სულტნისაგან, რომელიც ეძიებდა “მშვიდობასა და სიყვარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა”.

ვითარება გაუარესდა დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ. დემეტრე ვერ აღმოჩნდა მამის საქმის ღირსეული გამგრძელებელი. თუ აღმაშენებელი მტერს მუსრს ავლებდა და ქვეყანას აგურ-აგურ აშენებდა, დემეტრე ორივე ხელით ტახტს იყო ჩაბღაუჭებული, მისი ფიქრი და მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ გვიგვინი არავის “აეწაპნა”. ამას გადააყოლა ყიჩაღებიც, დიდი სარდალი ივანე აბულეთის ძეც, შირვანიც, ანისიც. ის “თანმიმდევრული” და “პრინციპული” მხოლოდ ოჯახის წევრებთან იყო. ჯერ დედინაცვალს დაატოვებინა სასახლე, შემდეგ სასტიკად გაუსწორდა თავის ნახევარ ძმას, 12 წლის ცვატას, და თვალები დასთხარა (არ არის გამორიცხული, რომ ცვატას მოულოდნელი გარდაცვალებაც მისი “დამსახურება” იყოს). ის ისე გაიხლართა სასახლის ინტრიგებში, რომ იძულებული შეიქნა, ტახტიდან გადამდგარიყო და ბერი დამიანეს სახელით დავითგარეჯის მონასტრისთვის შეეფარებია თავი. აქაც მანამ არ მოისვენა, სანამ სასახლეში დარჩენილ თავი მომხრეებს. შვილი _ მეფე დავით მეხუთე არ მოაკვლევინა და ექვს თვეში ისევ არ დაიდგა გვირგვინი.

ინტრიგებში გართულ მეფეს, სელჩუკებისათვის ნამდვილადაღარ ეცალა”, მისი სისუტე იგრძნეს კიდეც საგარეო მტრებმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები დაათმობინეს. ჩრდილოეთ კავკასიაში ყივჩაღთაგაპარვისშემდეგ მეფეს აღარ ჰქონდა არც ძალა და არც სურვილი, დავით აღმაშენებელივით ეწარმოებია აგრესიული და ექსპანსიური საგარეო პოლიტიკა. მიღწეულის შესანაჩუნებლად კი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა, რაც სერიოზული შეცდომა იყო.

დავითის სიკვდილისთანავე საქართველომ დაკარგა დმანისი და დემეტრეს ხელახლა მოუწია მისი დაკავება (ქალაქი ივანე აბულეთის ძემ დაიბრუნა). 1128 წელს ქართველებმა ივანე აბულეთის ძის მეთაურობით ქალაქ ჰუნანი აიღეს: “გააქცივნა სუქმეთნი (ხლათის სულთანი ნასრედინ _ სუკმან II (1128-1183)… ყოვლისა სპარსეთობისა დახოცნა და ამოსწყუიდნა, აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი”. ეს იყო და ეს, დემეტრეს “მამის მონაგარისთვის” არაფერი შეუმატებია. დაკარგვით კი ბევრი დაიკარგა.

დავითის მემკვიდრემ ვერ შეინარჩუნა ანისი და ყმადნაფიცობის პირობით წინანდელი მმართველის, მანუჩეს შვილებს დაუთმო, რაც დემეტრეს ნებაყოფლობით არ გაუკეთებია, რადგან მუსლიმები გამუდმებით უტევდნენ ქალაქს და მოსვენებას არ აძლევდნენ აბულეთისძეებს.

1129 წელს დაიკარგა შირვანი. შირვანშაჰის მემკვიდრემ მანუჩერმა იოლად დაიბრუნა ტახტი და გვირგვინიც დაიდგა თავზე. დემეტრე არა მხოლოდ შეეგუა შირვანის დაკარგვას, არამედ მანუჩერს დაუმოყვრდა კიდეც _ მიათხოვა უფროსი და თამარი. თავის მხრივ შირვანშაჰმაც აღიარა საქართველოს მეფის სუზერენობა და მხოლოდ ყმადნაფიცობა იყო, რისი მიღწევაც დემეტრემ შეძლო. ამის შემდეგ შირვანი, საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში აღარასოდეს შესულა.

 1130 წელს დემეტრეს ძმამ ცვატამ და ივანე აბულეთის ძემ შეთქმულება მოაწყვეს მეფის წინააღმდეგ (კახელი ფეოდალი აბულეთი და მისი ვაჟი ივანე აბულეთის ძე აღმაშენებლის მიერ იყვნენ დანიშნულნი ანისის მმართველებად, თამარის ისტორიკოსი ივანე აბულეთის ძეს გამოცდილ მეომრად და ძლიერ მხედართმთავრად მოიხსენიებს). შეთქმულება ჩაიშალა და ისინი დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. როდესაც დემეტრე მეფემ ეს ამბავი შეიტყო, მივიდა დმანისის ციხეში და ივანეს დაცინვით უთხრა: “აჰა შემიპყარ”! აბულეთის ძემ კი სინანულით უპასუხა “არა, მეფევ, მე ხელთ მოგეცით თქვენი ძმა, რომელიც თქვენს მეფობას ეძიებს”.

მართალია, დემეტრემ ორივე “შეიწყალა”, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, მას ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით არ გადაუდგამს. ვინაიდან როგორც კი საშუალება მიეცა, ორივეს გაუსწორა ანგარიში. ჯერ ერისთავი ივანე დასაჯა სიკვდილით _1131 წელს ივანე აბულეთისძემ გაილაშქრა გარნისში, წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ამით ქვეყანას არავითარი სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან მეფემ ვერაგულად მოკლა ივანე აბულეთისძე. ხოლო შემდეგ ცვატას თვალები დასთხარა და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, დილეგში მოკლეს.

1150 წელს უკვე დემეტრეს უფროსმა ვაჟმა დავითმა მოაწყო შეთქმულება. ის შიშობდა, რომ მამა უმცროს ძეს _ გიორგის გაამეფებდა და გადაწყვიტა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება. მაგრამ შეთქმულება ჩაფლავდა. დემეტრემ ამ შემთხვევაშიც დავითს ჯერ აპატია დანაშაული და “კოჰაბიტაცია” დიწყო მასთან, მაგრამ 1155 წელს ტახტიდან გადამდგარმა და გარეჯის მონასტერს თავშეფარებულმა “სინანულში ჩავარდნილმა” ბერმა დამიანემ სუმბატ და ივანე ორბელებს მეამბოხე შვილი, მეფე დავით მეხუთეც მოაკვლევინა.

რაც შეეხება სელჩუკებთან ბრძოლას, ივანე აბულეთის ძის სიკვდილის შემდეგ დემეტრემ სულ ორჯერ მოაწყო წარმატებული ლაშქრობა. პირველად განძა აიღო. 1139 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ძალიან დაზარალდა ქალაქი განძა, რითაც ისარგებლა დემეტრემ და ქალაქი ადვილად ჩაიგდო ხელში (მიწისძვრისგან შემუსრულ ქალაქს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა), თუმცა არც უცდია მისი შენარჩუნება, ქალაქი გაძარცვა და დიდი ალაფით დატვირთული დაბრუნდა. მეფემ ქალაქის კარიბჭეც ჩამოიტანა, რომელიც გელათის მონასტერს შესწირა და ახლაც იქ ინახება.

ჩვენი ბედი, რომ ჯვაროსნებთან ომში ჩართულ სელჩუკებს საქართველოსთვის “არ ეცალათ”, თორემ დემეტრეს მწარედ აზღვევინებდნენ განძის აოხრებას. ჯვაროსნებთან წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა სელჩუკებმა წარმატებით დააგვირგვინეს და 1144 წლის 24 დეკემბერს ედესის საგრაფო გაანადგურეს. ედესის დაკარგვამ საგონებელში ჩააგდო იმჟამინდელი ევროპა. რომის პაპის _ ევგენი III მოწოდებას, მოეწყოთ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა, გამოეხმაურა საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III. ახალმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ (1147 -1149 წლებში), სელჩუკთა ძირითადი ძალები მიიზიდა, რამაც ხელი ააღებინა თურქებს საქართველოში ლაშქრობაზე.

ხანძლივი პაუზის შემდეგ დემეტრე I ისევ მოუწია ბრძოლა სელჩუკებთან. 1153-54 წლების მიჯნაზე არზრუმის ამირა სალიხი (იგივე სალდუხი) საქართველოს ყმადნაფიც ანისს დაესხა თავს. ქართველებსა და სელჩუკებს შორის სომხეთში სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ქართველებმა სალიხი დაამარცხეს და დაატყვევეს კიდეც, მაგრამ მერე დემეტრე პირველის ბრძანებით, ისევ გაათავისუფლეს.

დემეტრეს მემკვიდრემ დავით მეხუთემ სულ 6 თვეს იმეფა და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარი. მშვიდი და წყნარი იყო ტახტზე დაბრუნებული დემეტრეს ორწლიანი მეფობაც, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გამეფდა გიორგი მესამე (1156 -1184).

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here