Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ახალი მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში

საქართველოს ახალი მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში

509

საქართველოს ახალ მთავრობას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათი აზრით, ახალ მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად არანაირი გეგმა არც ჰქონია და არც აქვს. ოპოზიციონერთა განცხადებებით, პარლამენტმა ახალი მთავრობის დამტკიცებით, სამთავრობო კრიზისი დააანონსა.

“ახალი მთავრობის ამ უნიათო შემადგენლობის წყალობით, 2017 წლის ბოლომდე სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია. მთავრობაში კვლავ ვიხილეთ მინისტრი, რომელიც ეჭვმიტანილია საყდრისის აფეთქებასა და კორუფციულ ტენდერებში; მინისტრი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების გაგებაში არ არის და კობმლეს “სასამართლო” პროცესითაა დაკავებული; მინისტრი, რომელიც ლარის გაუფასურებას აბრალებს ხან ბრექსიტის შედეგებს და ხან _ მზეზე პროტონების აფეთქებას; ასევე, მინისტრი, რომელიც ფიქრობს, რომ, რაც უფრო მეტი დაუგეგმავი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან, მით ხარჯთეფექტიანია მისი დარგი. ასევე, დაემატა მინისტრი _ მედროვეობის კლასიკური ნიმუში _ აქტიური ოპოზიციონერი, რომელიც მთავრობას პოლიტპატიმრების არსებობაში ადანაშაულებდა და დღეს მმართველი ძალის აპოლოგეტია. პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ უნდა ველოდოთ პენსიების მატებას, არ უნდა ველოდოთ სხვადასხვა დარგში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ხელფასების მატებას, არ უნდა ველოდოთ ეკონომიკაში წინსვლას, რადგანაც ამ მაჩვენებლებით, 80-100 წელიწადშიც კი ვერ დავეწევით საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს”, _ განაცხადა “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგო ჩიხლაძემ.

ექსპერტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საშინაო ვალების აღება და შეამციროს სამთავრობო ხარჯები. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური გეგმა რეალობას არ ასახავს. შეშელიძე მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებსაც აძლევს. “ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხების გაცემა, საერთოდ შეწყვიტოს ლარის მიწოდება ბაზარზე, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს შიდა ვალების დაგროვება,” _ აცხადებს შეშელიძე.

1 COMMENT

  1. მე მინდა მივმართო მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც თუკი ვინმეს ადარდებს სიმართლე სამხედრო მოსამსახურეებს 1998–1999– 2000 წლებიდან გაგვაჩნია აუღებელი ხელფასები, რომელთა გასტუმრება 2016 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული მიაწვდინეტ მთავრობის ყურამდე , რომ ეს გაყინული ხელფასების გადახდა გაითვალისწინონ ახალ ბიუჯეტში, რადგან ქვეყანა რომელსაც გააჩნია სამხედროების მიმარტ გაუცემელი ხელფასები ნატოში არავინ მიიღებს და არ შევაცეროტ ნატოსკენ წინსვლა, აღვადგინოთ სამართლიანობა და მოგვეცით ჩვენ ჩვენი კუთვნილი ხელფასები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here