Home რუბრიკები საზოგადოება “New York Post”: “მატყუარების ბრბო” – ტრამპმა მიწასთან გაასწორა ამერიკული მედია

“New York Post”: “მატყუარების ბრბო” – ტრამპმა მიწასთან გაასწორა ამერიკული მედია

492

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრა დიდ პოლიტიკურ მედიასაშუალებებთან შეხლა-შემოხლით დასრულდა, იუწყება New York Post-ი.

21 ნოემბერს ნიუ იორკში, ტრამპ-ტაუერში, აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან შესახვედრად შეიკრიბნენ ამერიკული ტელეარხების, ბეჭდვითი და ინტერნეტგამოცემების პროდიუსერები და ცნობილი ჟურნალისტები, რათა ემსჯელათ თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის მოღვაწეობის გაშუქების შესაძლებლობებზე, მაგრამ ტრამპმა მათ კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს.

პირობის მიხედვით, შეხვედრის დეტალები არ უნდა გახმაურებულიყო, მაგრამ, ზოგიერთი წყაროს ცნობით, რომელსაც New York Post-ი ეყრდნობა, ტრამპმა მასმედიის შეკრებილ წარმომადგენლებს “მატყუარების ბრბო” და “სინდისგარეცხილი მედიის წარმომადგენლები” უწოდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სახელმწიფოს მომავალი მეთაურის გამოსვლა “დამხვრეტი გუნდის” მოქმედებას შეადარა.

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტისგან ყველაზე მეტი მოხვდათ დიდი სატელევიზიო ქსელების წარმომადგენლებს, რომლებიც მას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკრიტიკებდნენ. ტრამპმა აღიარა, რომ სძულს “სი-ენ-ენი”, რადგან იქ მხოლოდ მატყუარები მუშაობენ, ხოლო ტელეკომპანიის ხელმძღვანელს უნდა რცხვენოდეს თანამშრომლების მუშაობის გამო. მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ტელეარხ NBC-ის ორმა ჟურნალისტმა, რომელთაგან ერთი შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, ტრამპის პრესმდივანმა კილიან კონვეიმ განაცხადა, რომ “ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა”.

აღნიშნული შეხვედრიდან მეორე დღეს ტრამპმა გააუქმა ინტერვიუ The New York Times-ის ჟურნალისტებთან, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ გაზეთის წარმომადგენლები ბოლო მომენტში შეეცადნენ, შეეცვალათ შეხვედრის პირობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here