Home რუბრიკები ბლოგი მიჯირყვნილ კოჰაბიტირებულთა მიჰეჯირება

მიჯირყვნილ კოჰაბიტირებულთა მიჰეჯირება

აი, ამ სამი სიტყვით შეიძლება შეფასდეს ჩვენი მდგომარეობა ახალი პარლამენტის არჩევისა და ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ. “საოცნებოდეპუტატებმა არ აკმარეს ქართველ ამომრჩეველს, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა მოადგილეებად ნაცების არჩევით თვალნათლივ რომ დაანახვეს, რაც მიქარა და ლარის არნახული გაუფასურებაც მასვე დააბრალეს _ აქაოდა, თქვე ეკონომიკურად გაუნათლებლებო, რომ დაგიღიათ პირი და აგიღიათ ბანკებისგან ვალები დოლარში და ახლა წუწუნებთ, თავის დროზე დაგეჰეჯირებინათ და ამდენს აღარ იზარალებდითო… 

ყველაზე გულდასაწყვეტი ქართველი საზოგადოების ნაწილისთვის სწორედ ის არის, რომ ეს სიტყვები ფინანსთა ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა. საუბარია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც ყოველი ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას გულუბრყვილოდ სჯერა,_ აი, ახლა კი გვეშველება და მიხედავენ ხალხსო. სხვათა შორის, არ ვგულისმხობ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში დამტკიცებულ ახალ მინისტრთა კაბინეტებს. ეს თვისება ქართველი საზოგადოების ამ ნაწილს ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან ჩამოუყალიბდა და დღემდე ჯიუტად მოსდევს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, უბრალოდ, არ დასცალდა მინისტრთა კაბინეტის შეცვლა, თორემ, დარწმუნებული ვარ, იქაც იგივე ამბავი იქნებოდა. მოკლედ, რამდენჯერაც დაარტყამს ხელს მაგიდაზე მორიგი ბელადი და მინისტრთა კაბინეტის შეცვლას გადაწყვეტს, საზოგადოების ეს გულუბრყვილო ნაწილი იმდენჯერ ხბოს ატყინებით შესძახებს ხოლმე, _ აი, ახლა კი დადგა ნანატრი ჟამიო! რაღა დაგიმალოთ და, როდესაც ეს 20 წლის განმავლობაში გრძელდება, უკვე გულუბრყვილობა კი არა, ამას შტერობა ჰქვია.

სწორედ ასეთი შტერიზმის მომდევართა მორიგი კერპი გახლდათ დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლითაც უკვე დიდი ხნის “მიფარჩაკებული” ნოდარ ხადურის ჩანაცვლებას უამრავ ეკონომიკურ-ფინანსურ-მატერიალურ იმედს უკავშირებდა ხსენებული შტერი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა. თუმცა, სწორედ ქუმსიშვილი გამოდგა ყველაზე ხანმოკლეიმედიყველა დანარჩენიმედსშორის. თუკი ხადურმაფინანსურ შოკუნიებზემინისტრის პორტფელის მოპოვებიდან ერთ წლის მერე ისაუბრა, ქუმსიშვილმა ფინანსთა მინისტრად დანიშვნისთანავე მოხსნა ყველა მანამდელი მინისტრის სულელური გამოთქმების რეკორდი.

“მოსახლეობა ლარის გაუფასურების გამო იმიტომ დაზარალდა, რომ მათ აქვთ აღებული ბანკებიდან სესხები უცხოურ ვალუტაში და ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები”, _ ეს სიბრძნე დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელის ფინანსთა მინისტრის პორტფელზე გადაცვლისთანავე თქვა და იმედით აღავსო მოსახლეობა, რომ მათი ფინანსური მდგომარეოობა უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

ეს სიტყვები ირონია გგონიათ? არა, ბატონო! განა არ უნდა გვქონდეს ისეთი ფინანსთა მინისტრის იმედი, რომელიც უბრალოდ კი არ გვეუბნება, რომ ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს, არამედ გვიპირებს, შეგვასწავლოს ეკონომიკური მეცნიერებანი თავისი ტრანზაქციების ჰეჯირებით და მთელი ქვეყანა ფინანსების სპეციალისტებად გვაქციოს, აბა, რა!

ადრეც ვამბობდი, ჰეჯირება გვჭირდება-მეთქი! რა, ამ ხნის განმავლობაში ერთიორი კარგი მარკშეიდერიც არ უნდა გვყოლოდა?

უნდა გვყოლოდა და გვექნებოდა ახლა ჰეჯირებული ტრანზაქციები და ვიქნებოდით ბედნიერად. უბრალოდ, ჩვენ ხომ უმადურები ვართ. ბიძინამ უკანალიდან ცოცხები გამოგვიღო 2012 წელს და ჩვენ კიდევ ერთი უბრალო კოჰაბიტაციაც არ ვაპატიეთ ნაცებთან. რა მოხდა მერე, თუ 9 წლის განმავლობაში ჯალათების მხარდამჭერი რამდენიმე ვირთხა თანამდებობებზე დაწინაურდა? აკი, ჰეჯირების არგაკეთების გამო დაზარალებისა არ იყოს, ეს კოჰაბიტაციაც აქეთ დაგვაბრალეს _ რა გაწუწუნებთ და რა გაბრაზებთ, კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო.

კიდევ კარგი, ის მაინც არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, მედიის მიჯირყვნაც რომ ქართველმა ხალხმა დაავალა და ამ ერთში მაინც შეგვიძლია ხალხმა მშვიდი სინდისით ვიძინოთ.

დანარჩენი კი, ყველაფერი, ჩვენი ბრალია. ისიც ჩვენი ბრალია, რომ ბანკები, უბრალოდ, არ იძლევიან სესხს ლარში და მხოლოდ დოლარზე გაცემულ სესხებზე არიან თანახმა. ვიცი, აქ რომელიმე “ძაანჰეჯირებული” ეკონომიკის ექსპერტი გამომიხტება და დამანახვებს საქართველოში მოქმედი ბანკების შემოთავაზებებს ლარში სეხის გაცემის თაობაზე, მაგრამ, ეს რომ ფორმალობაა, ამაზე არავინ ფიქრობს.

სინამდვილეში, როგორც კი სესხს ლარში მოითხოვ, ბანკი, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არ გეტყვის, ლარში სესხს არ მოგცემო, მაგრამ რაღაც მარტივი მიზეზით, მაგალითად, იმის გამო, რომ ბოლო თვეებში შენი ხელფასი არ იყო ზუსტად ერთი და იმავე მოცულობისა და შეინიშნებოდა გარკვეული ცვლილებები, აუცილებლად უარი მოგივა.

რა, ვითომ ამ მაგიურიჰეჯირებისშესახებ მხოლოდ ფენომენმა ქუმსიშვილმა იცის და ბანკების მესვეურებმა _ არა? განა ბანკებმა არ იციან, რომ მათთვის დოლარში სესხის გაცემა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ლარში? ჰოდა, თუკი მათ არავიან ავალდებულებს, ლარში გასცენ სესხები, როგორ ფიქრობთ, შტერები არიან და უფრო მეტი მოგებისთვის არ იმუშავებენ?

ისე, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს გამოვუტყდებით და ვეტყვით, რომ ჰეჯირებას დავარქმევთ თუასკუმალებასანფუნდუშტენობასან სხვა რამეს, დიდი ფინანსური ცოდნა ამას არ უნდა, და ჩვენც, მოსახლეობამაც, შესანიშნავად ვიცით, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა ლარში ჯობია.

ალბათ, როგორ გაუკვირდა ახლა ეს ბატონ “ჰეჯირებულს”. მაგრამ ასეა _ ნებისმიერმა პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ, თუ გსურს, შენი გადახდისუნარიანობა ნაკლები რისკის ქვეშ იყოს, სესხი ბანკიდან ლარში უნდა აიღო. ერთი ეგაა, ამ “წყეულ” ბანკებს არავინ აიძულებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, აუცილებლად და მხოლოდ ლარებში გასცენ სესხები.

ისე, ჩვენ გაუთვითცნობიერებელნი და უმეცარნი ვართ და ხომ ვერ გვეტყვის ბატონი ქუმსიშვილი, ვინ უნდა აიძულოს ბანკები, სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცენ? ნუთუ სახელმწიფომ?.. მოიცა, იმ სახელმწიოფომ ხომ არა, რომლის ფაქტობრივი მმართველი მილიარდერი 4 წლის წინათ სიამაყით ამბობდა, საქართველოში საბანკო სექტორი გამართულად მუშაობსო?!

ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია და ბატონი მილიარდერი ამას ამბობდა და ამბობს მაშინ, როდესაც, გამონაკლისის გარეშე, საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო დაწესებულება სინამდვილეში ოფიციალური ყაჩაღი და რეკეტირია.

აქედან გამომდინარე, არც არის არავითარი იმედი, რომ ოდესმე ვინმე ბანკებს მიხედავს, დაარეგულირებს მათ მართლა თავხედურ და ყაჩაღურ მიდგომას მომხმარებელთან და საქართველოს მოქალაქეებს მათი მხრიდან ასეთი ცინიკური დამოკიდებულებისგან იხსნის.

აკი, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელშიც თურმე ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაფარჩაკება ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესებით ყოფილა განპირობებული! ჰო, მართლა, ეს ჩვენი საზოგადოების იმ, გულუბრყვილო კი არადა, შტერი ნაწილის კიდევ ერთმაპერსონაიმედგაცურებამ” _ მისმაუგაწონასწორებულესობამპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანა.

ყველაზე საგანგაშო სწორედ ეგაა, რომ მხოლოდ ორიოდე მინისტრი არ აფრქვევს სიბრძნეს ე.წ. ბიძინას მთავრობებში. ეს უკვე მესამე პრემიერმინისტრია და მესამე შემადგენლობა მინისტრთა კაბინეტისა და, შეიძლება ითქვას, არც ერთ მათგანს არ აკლდა “ბრძნული ფრაზების” რახარუხი.

უბედურებაც ის არის, რომ სხვებს მაგალითს თვითონ ბიძინა აძლევს. აბა, გავიხსენოთ: მე რომ ვთქვი, მეოთხე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთ _ ეს იყო წამოცდენა”. კარგად თუ დავუკვირდებით, ბატონმა “პელემ” შანსი არც ამაში დაუტოვა თავისი გუნდის წევრებს, რადგან ამაზე უარესი სისულელის თქმა პოლიტიკასა და სახელმწიფოს მართვის საქმეში, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

დანარჩენი ფრაზები სწორედ ამ “გენიალური” ფრაზის პირმშოა და ყოველი მათგანის “გაპრავება” შეიძლება ბიძინასეული “წამოცდენის თეორიით”.

არც ის არის გამორიცხული, მალე მართლაც ჩვენ, ხალხს, გადაგვაბრალონ ზემოთ ხსენებული მედიის მიჯირყვნაც და ამით დასრულდება კიდეც მიჯირყვნილ კოჰაბიტირებული მოსახლეობის მიჰეჯირება… უფრო ზუსტად, ჩაჯირყვნილ ჩაკოჰაბიტირებულთა ჩაჰეჯირება… ან როგორც გნებავთ.

ჰო, მართლა, “დედოლარიზაცია”, არ მინდა, გამომრჩეს და კიდევ ჩვენი “ჩემპიონი” განათლების მინისტრის უნიკალური მიღწევები მეცნიერების სრულიად ახალ დარგში _ “ზღაპართმცოდნეობაში”. აი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ეტყობა, მართლაც ყველა დროისა და ყველა მინისტრის რეკორდს ძალიან ხანგრძლივი დროით მოხსნის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა საქართველომ სულ “ჩერჩეტი” უძახა, ეს კაცი მაინც თავისას მიერეკება და გასულ კვირაში კიდევ არაერთხელ გაიმეორა თავისი შტერული მოსაზრებები ქართული ხალხური ზღაპრების აუცილებელი და სასწრაფო გადაკეთების თუ კიდევ სხვა “ინოვაციური” ხედვების შესახებ.

დარწმუნებული ვარ, სხვა მინისტრებს ჯეჯელავას პოპულარობისა მალე ძალიან შეშურდებათ, თავიანთ პოტენციალს შტერობების ლაპარაკში ისინიც სრულად გამოიყენებენ და გპირდებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში არ მოვიწყენთ.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. Momwons es gazeti! Koveltvis saintereso da aqtualur temebs ganixilavt! Axla-saqmeze! Sheidzleba vinmam tkvas, tu ras gadavekide SSRK-s… Diax, arc Gamsaxurdias da arc mis momdevno xelisufalt ar hqondat saxelmcipo msheneblobis gegma; romelic namdvilad uketesi iqneboda vidre gvqonda! Vai, vai rom ase ar moxda da rac gvqonda isic dagvakargvines! Sabchota Saqartvelos pirobebshi, chveni saxelmcipo Universitetis ekonomikis fakultetis kvelaze \\\”mochanchale\\\” studentsac ar mouvidoda tavshi aseti sisuleleebis tqma, ris tkmasac dgevandeli \\\”pradvinutebi\\\” kadruloben! Nutu axalma finansta ministrma (tu ris ministria) ar ici, rom SSRK-s moqalaqeebs bankebis valebi ar hkondat da pirikit saxemwifos abarebdnen tavian danazogs shesanaxad! Mat shoris mec! Kidev ra unda dagvemartos qartvel xalx, saqartvelos moqalaqeebs, rom tvalebis gaxileba da tvinis gatokeba vcadot??? (me ara mkavs mxedvelobashi is moqalaqeebi visac sachuqrad dauriges qartuli pasportebi)!

  2. ბაკურ,როგორც ყოველთვის სიმართლეს ღაღადებ.ჩვენს მთავრობას სიტუაციის გამოსწორების სურვიის შემთხვევაში ერთ რჩევას მივცემდი_აუკრძალეთ ბანკებს სესხის გაცემა დოლარებში და მოთხოვეთ უკან იმავე რაოდენობის ლარების მიღება,რაც გასცეს.ამას კიდევ ,რომელიმე არასულელი ეკონომისტის რჩევებს თუ გაითვალისწინებენ,ნამდვილად გამყარდება ლარი.მაგრამ სურვილი აააქვთ,რომ გამოსწორდეს სიტუაცია?საკითხავი ეს არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here