Home რუბრიკები საზოგადოება “რუსული პროპაგანდის” აბსურდულობის შესახებ

“რუსული პროპაგანდის” აბსურდულობის შესახებ

913

(ნაწილი პირველი)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, განსაკუთრებითმესამე პრეზიდენტისცხრაწლიანი მმართველობის შედეგად, მრავალი პროფესია გაუფასურდა. ეს გაუფასურება, თავის მხრივ, უკავშირდება განათლების სისტემის მოშლას, რადგან ნაკლებად განათლებული ახალგაზრდობა იკავებს ძლიერი პროფესიონალების ადგილს, მაგრამ ახალმა ცხოვრებამ და ორიენტირების აღრევამ ისიც განაპირობა, რომ მთელი რიგი პროფესიებისა გახდა დაუფასებელი, ნაკლებ განათლებულ ახალგაზრდობას აღარ სურს, დაეუფლოს უწინ საჭირო და აუცილებელ პროფესიებს, რადგან არც სახელმწიფო და არც ბიზნესი ამ პროფესიებს აღარ სწყალობენ და არ აფინანსებენ.

ამჯერად საუბარი მაქვს ჟურნალისტის პროფესიაზე, რომელზეც დღევანდელ საქართველოში მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მაგრამ პრობლემას ქმნის ჟურნალისტიკის სფეროში გაუნათლებელი ახალგაზრდების მოზღვავება. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. რატომღაც მიიჩნეოდა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკაში აღარაფერი ესაქმებოდათ. განსაკუთრებით სატელევიზიო ეკრანი აითვისეს ტლიკინა და ქარაფშუტა გოგობიჭებმა. მთავარი ყურადღება მიექცავიზუალს”, სხვადასხვა გარეგნულ ეფექტს, შინაარსი კი უკანა პლანზე გადავიდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, გაქრა ჟურნალისტური პროფესიონალიზმი, მაგრამ ახალგამოჩეკილიჟურნალისტებისისტერიკული წივილკივილი მაყურებელს უქმნიდა განცდას, რომ იგი ტელეეკრანზე ხედავსსენსაციებს”, ჟურნალისტების მიერ მოპოვებულექსკლუზივსდა, საერთოდ, ყოველ საღამოს მას მუდამ რაღაც მნიშვნელოვანს ამცნობენ.

ეს იყო მართული პროცესი და არა შემთხვევითობა. მნიშვნელოვანწილად სწორედ ფსევდოჟურნალისტიკის წყალობით მომწიფდა საქართველოშივარდების რევოლუციისტიპის გადატრიალების წინაპირობები, რომელიც ჩვენი საზოგადოების დაკნინებასა და დაბეჩავებაზე მიუთითებს. იმ მომენტიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება საზოგადოების იდეოლოგიური დამუშავება. ე. წ. მეინსტრიმული (ინგლისური სიტყვიდან mainstream, რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება: “მაინ” _ მთავარი და “სტრეამ” _ დინება, მიმდინარეობა) ელექტრონული მედია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან შედარებით თავისუფალი გახდა. დღეს შესაძლებელია, ძირითადი სატელევიზიო არხების საშუალებით უფრო ხშირად მოვისმინოთ ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ეს “ნაცების” პერიოდში იყო. უფრო ადრე, შევარდნაძის მმართველობის (თუ ამას მმართველობა ერქვა) დასასრულს, პრეზიდენტს უშვერი სიტყვებითაც ლანძღავდნენ მასმედიაში… იცვლება დრო, იცვლება მასმედიის მუშაობის სტილი, გუშინდელი ტლიკინა გოგობიჭები უფრო დაღვინდნენ და პროფესიონალ ჟურნალისტებად ვერ (და არ), მაგრამსაინფორმაციო ქილერებადნამდვილად ჩამოყალიბდნენ. ბევრი რამ შეიცვალა სიტყვის თავისუფლების ხანის დადგომის შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ არ იცვლება ერთი რამ: მეინსტრიმულმასმედიაში დაუშვებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დასავლური კურსის კრიტიკა და ალტერნატიული აზრის დასაბუთებული გამოხატვა. თუკი მსგავსი რამ სატელევიზიო ეთერში დაიშვება, მხოლოდ მკაცრი წინაპირობით: ალტერნატიული აზრის მქონე ერთ პირს რამდენიმე აგრესიულად განწყობილი დასავლური კურსის აპოლოგეტი უნდა დაუპირისპირდეს, ტელეწამყვანის აუცილებელი მხარდაჭერის პირობებში. სასურველია, განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტი აბუჩად იქნას აგდებული, გაილანძღოს, სხვადასხვა ეპითეტით შეიმკოს (რომელთაგან “რუსეთუმე” ყველაზე მსუბუქი ლანძღვაა) და წარმოჩნდეს მარგინალად. სწორედ ეს არის პროპაგანდა _ სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული ბინძური პროპაგანდა, თუმცა დასავლური სტრუქტურების მიერ მართული ქართველი პროპაგანდისტები პრევენციის მიზნით სხვებს სდებენ ბრალს პროპაგანდაში და განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც აშკარაა ხალხის შემობრუნება მეზობელი რუსეთისკენ და დასავლეთით სრული იმედგაცრუება. ისინი ყველგან და ყველაფერში რუსეთის ნამოქმედარს ხედავენ.

ერთხელ მომიწია “მეინსტრიმული” ტელევიზიით გამოსვლა, ეს იყო 2013 წლის მარტში “იმედის” ეთერში, გადაცემა ვახო სანაიას მიჰყავდა. დამიპირისპირეს აწ განსვენებული კახა ბენდუქიძე და კიდევ ორი რადიკალი რუსოფობი და პროამერიკელი ქალბატონი. არ ვიცი, რატომ ამომარჩიეს ოპონენტად მაინცდამაინც მე. ჯერ უბრალო სიზარმაცის გამო არ მინდოდა წასვლა და ამ ალიაქოთში მონაწილეობა, მაგრამ გადაცემის პროდიუსერმა ქალბატონმა ისე დაბეჯითებით მთხოვა, ხათრი ვერ გავუტეხე. შეიძლება ვინმეს ეგონა, რომ როგორც სხვა ოპონენტები ცახცახებდნენ რუსეთში გამობრძმედილი ბენდუქიძის წინაშე, მეც ასე დამემართებოდა და ამ მოლოდინით მიმიწვიეს. რაც უნდა ცუდი პირობები შექმნან პროპაგანდისტებმა, იმ შემთხვევაში, თუ დისკუსია თანაბარი ძალისა და მომზადების ოპონენტებს შორის მიმდინარეობს, ამ ბრძოლის შემობრუნება სავსებით შესაძლებელია. გასამარგინალებლად მიწვეულ რესპონდენტზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუკი იგი ფსიქოლოგიურად მზად არის პროვოკაციებისთვის და თავისი საქმის პროფესიონალია, საბოლოო ჯამში, ისევ ბენდუქიძეს აეშალა ნერვები და სატელევიზიო ეთერში ჩართული ლაშა ჟვანიას მისამართით უწმაწური გამონათქვამით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო მცდელობა, მივეწვიეთ მსგავსი ტიპის გადაცემებში, მათ შორის, “გეორგიევსკის ლენტის” თემაზე საკამათოდ, მაგრამ სადისკუსიო ფორმატისა და მათში მონაწილე ოპონენტების უაღრესად დაბალი დონიდან გამომდინარე, უარი განვაცხადე. იმიტომ კი არა, რომ ამაყი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვიცი: დაუჯდები მცირე კალიბრის პროვოკატორს საკამათოდ და, სულ რომ პლატონისეული სიბრძნე ილაპარაკო, ავტომატურად გამარგინალებული და გაშარჟებული ხარ.

მაგრამ იქნებ რუსეთი მართლა ეწევა პროპაგანდას საქართველოში? მერე რა, რომ ამერიკას ჰყავს აქ თავისი პროპაგანდისტები, ევროპასაც ჰყავს და იქნებ სწორედ ამიტომ უფროა რუსეთი მოწადინებული, თავისი პროპაგანდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში?

ახლახან ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სწორედ რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდაზეა საუბარი, რეზოლუციაში კონკრეტული მედიასაშუალებებიცაა დასახელებული, პირველ რიგში, ჰოლდინგ როსსია სეგოდნია-ში შემავალი ინგლისურენოვანი ტელევიზია Russia Today და სააგენტო სპუტნიკი”. იქვეა მოცემული რიგი პოლიტიკური და ანალიტიკური ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც თითქოს რუსეთი აფინანსებს ევროპელთა შორის განხეთქილების შესატანად. საინტერესოა, რომ ამ რეზოლუციაში საინფორმაციო საფრთხეებად რუსული ორგანიზაციების გვერდით ისლამისტურ ორგანიზაციებიც არის დასახელებული… დიდ ბრიტანეთში ირიბად აკრძალეს Russia Today, რომელსაც ბრიტანულმა ბანკებმა უარი უთხრეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე, საბანკო ოპერაციების გარეშე კი მსგავსი ორგანიზაციის მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ მხრივ საქართველოში მოქმედ დასავლეთის მარიონეტ ორგანიზაციებს ზურგი გამაგრებული აქვთ _ ესენიც ხომრუსულ პროპაგანდასებრძვიან და ძალზე განიცდიან იმას, რომ მთელი რიგი არამეინსტრიმული მედიასაშუალებებისა, მათ შორის, გაზეთისაქართველო და მსოფლიო”, არ იზიარებს დამღუპველ დასავლეთზე ორიენტირებულ 25-წლიან კურსს. ეს თურმე ყოფილა იმის საფუძველი, რომ დაგადანაშაულონ “რუსული პროპაგანდის” განხორციელებაში. ამ თემას მომავალ პუბლიკაციებში აუცილებლად მივუბრუნდები, მაგრამ ამჯერად უფრო სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. კერძოდ, შეერთებული შტატების არჩევნებმა აჩვენა, რომ საკუთრივ დასავლეთში ხალხს ეჭვი ეპარება მეინსტრიმული მასმედიის კეთილსინდისიერებაში. ვითომ სოლიდური გამოცემები _ “ნიუ იორკ ტაიმსი”, განსაკუთრებითვაშინგტონ პოსტი”, სხვა გაზეთები, აგრეთვე, ტელევიზიები (მაგალითად, “სიენენი”), ყოვლად უსირცხვილო კამპანიას ეწეოდნენ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ და ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე (მრავალი მაგალითი გამომიქვეყნებია), თუ როგორ ცრუობს დასავლური მასმედია საერთაშორისო მოვლენების გაშუქებისას, მხოლოდ სირიაში მიმდინარე ომი რად ღირსმაგრამ ახლა ეს მასმედია ისე შორს წავიდა სიცრუის ტირაჟირებაში, რომ საკუთარ ქვეყნებში ცდილობენ ხალხის ნების ჩახშობას.

მაგრამ ამომრჩეველმა მატყუარა მასმედია დასაჯა. დღეს ამ მედიასაშუალებებმა არ იციან, რით იმართლონ თავი. გერმანიაში, მაგალითად, ლიბერალური მეინსტრიმის ლიდერი შპიგელი”, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, იძულებული შეიქნა, ფინანსური პრობლემების გამო შეამციროს შტატები. ეს პროცესი გარდაუვალია სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ ბუნებრივია, რომ დასავლეთის მოსახლეობა უფრო მეტად ენდობა Russia Today-ს, რომელიც არა იმდენად რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება დასავლელ მაყურებელს, არამედ მის ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ეს ტელეარხი ტრიბუნას აძლევს ყველა პოლიტიკური ორიენტაციის საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, ექსპერტს _ განსხვავებით მეინსტრიმული მასმედიისაგან, რომელსაც შერჩეული ჰყავს კომენტატორების ვიწრო წრე. სწორედ მეტი ობიექტურობა, მეტი ინფორმაცია, მეტი სიმართლე მეტ პროფესიონალიზმთან ერთად(!) გახდა საფუძველი იმისა, რომ დასავლეთის ბიუროკრატიამ თავი არაკომფორტულად იგრძნო და “რუსულ პროპაგანდაზე” ალაპარაკდა.

გვიანდელი საბჭოთა კავშირის პერიოდში დასავლეთში იცოდნენ, რომ საბჭოთა პროპაგანდა დასავლეთის მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ სეგმენტზე იმოქმედებდა _ რადიკალ მემარცხენეებზე, მოანარქისტო ელემენტებზე, იდეურ მარქსისტებზე… ეს სეგმენტი არ იყო დიდი და, შესაბამისად, დასავლეთის ბიუროკრატია შედარებით მშვიდად იყო, მაგრამ დასავლეთში ახლა უკვე მოსახლეობის ფართო ფენების უკმაყოფილება იკვეთება და ობიექტური ინფორმაცია, მიწოდებული რუსული თუ ნებისმიერი სხვა მედიასაშუალებით, გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია მათთვის. დიახ, საფრთხის შემცველია ბიუროკრატიისთვის, მაგრამ არა დემოკრატიისთვის. ჭეშმარიტი დემოკრატია სიმართლეს მოითხოვს, საჯაროობას, აზრთა სხვადასხვაობას, კომპეტენტურ და საქმიან დისკუსიას. ერთი შეხედვით, პარადოქსია, მაგრამ ეს ყველაფერი “დიქტატორი” სტალინისდროინდელ საბჭოთა კავშირში უკეთ იყო უზრუნველყოფილი, ვიდრე დღევანდელი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ამ დასავლეთის სათარეშო არენად გადაქცეულ საქართველოში.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. Vetanxmebi baton Gulbaat Rcxiladzes da keds vixri am netgazetis mamamtavar baton Konstantine Chikviladzis mimart; rame tu shors mkopebsac gvakvs sashualeba gavecnot chveni samshoblos polit, ekonomiur, socialur mdgomareobas! Erti kaxuri anegtodis ar ikos: \\\” Ras vpikrobdi da ra damemertao\\\”….chveni sakme isea.. Cunobdnen sabcota ideologias da miviget sabavshvo bagis agsazrdelebis qorcilebi (imitacia) Ar moscondat gazet \\\”Komunisti\\\”-s gverdze komkavshireli carmatebuli gogona da miviget NGO-ebi; tavgasuli utavmokvareo da \\\”chemi shen gitxario\\\”- mastis gabrikvebuli arsebebi! Sindisi, patiosneba, simartle, samartlianoba xom afsaitshi…DIAX, CHVEN GVCHIRDEBA RUSETTAN MEZOBLUR-MEGOBRULI DAMOKIDEBULEBA, STRATEGIULI PARTNIOROBA DA ARA RAGAC, VIGAC, GAUGEBARI CARMOMAVLOBIS POLITIKA DA IDEOLOGIA! sANAM AMERIKIS DIKTATI AR AUBARGEBA, CHVENS XALXS DA SAMSHOBLOS ARAFERI GVESHVELEBA!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here