Home რუბრიკები საზოგადოება ირანის ყოფილი პრეზიდენტი ცხვრებს მწყემსავს

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ცხვრებს მწყემსავს

539

მახმუდ ახმადინეჯადი პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურში ავტობუსით დადიოდა, მისი ცოლი კი მედრესეში დამლაგებლად მუშაობდა.

მისი პრეზიდენტობის დროს:

1. ამერიკული ტელეარხის _ “ფოქს ნიუსის” კორესპონდენტმა ჰკითხა ირანის პრეზიდეტ მახმუდ ახმადინეჯადს: “დილით სარკეში რომ ჩაიხედავთ, რას ეუბნებით საკუთარ თავს?”, მან უპასუხა: “სარკეში ვხედავ ადამიანს და ვეუბნები მას: “უბრალო მსახურზე უფრო მეტი არ ხარ”.

2. როცა ახმადინეჯადი პრეზიდენტის კაბინეტში პირველად შევიდა, ბევრი ფრიად გააკვირვა იმით, რომ ძვირფასი ირანული (სპარსული) ხალიჩები თეირანის ერთ-ერთ მეჩეთს შესწირა და შეცვალა ჩვეულებრივი იაფი ხალიჩებით. ჩვენს მკითხველს აქ მწარედ ჩაეცინება, რადგან უთუოდ გაახსენდება საქართველოს ორი ბოლო პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის _ ფუფუნებაში განცხრომით ცხოვრებისკენ ავადმყოფური მისწრაფება.

“…დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმინდა სულის თავშესაფრად…” (იოან., 18, 2).

3. როცა პრეზიდენტი გახდა, თავისი ქონების დეკლარაცია წარადგინა შესაბამის დაწესებულებაში: ავტომანქანა “პეჟო 504” (1977 წლის მოდელი) და ძველი პატარა სახლი, რომელიც მამისგან მემკვიდრეობად ერგო 40 წლის წინათ და რომელიც თეირანის ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში მდებარეობს.

4. მისი ნივთებიდან ერთ-ერთი, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გააოცა, იყო ძველი პორტფელი, ამ პორტფელით მიდიოდა იგი პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად და ელაგა შიგ იმ დღის საუზმე _ რამდენიმე ბუტერბროდი ან პური, ზეთისხილი და ყველი, რომელსაც მისი ცოლი ამზადებდა (აჰა, სუშიზე გაგიჟებული მიშა, ლაშებში ჩატენილი ლუკმით და თვალ და ხელ შუა გაფუმფულებული მარგველაშვილი, რომელსაც ღიპზე ძლივს ეკვრება პიჯაკი…).

5. იგი ხშირად ეხმარებოდა მეეზოვეებს იმ რაიონების ქუჩების დახვრეტა-დასუფთავებაში, რომლებშიც ცხოვრობდა და მუშაობდა.

6. ყოველთვის, როცა სასტუმროში უხდებოდა ღამის გათევა, ითხოვდა, რომ მისცენ ოთახი, რომელშიც დიდი საწოლი არ იდგა, რადგან იძინებდა იატაკზე დაფენილ ლეიბზე.

7. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობაზე მინისტრად დანიშვნისას წარდგენილ კანდიდატს უნდა შეევსო მრავალპუნქტიანი დოკუმენტი. მათ შორის, ერთი ისეთიც, რომელიც მოითხოვდა, რომ იგი (მომავალი მინისტრი) უნდა დარჩეს ღარიბი და აფრთხილებდა, რომ მის საკუთარ ანგარიშებს, ისევე, როგორც მისი ნათესავების ანგარიშებს, ყოველთვის შეამოწმებენ.

8. მას არ მიუღია საპრეზიდენტო ხელფასი. ამას ხსნიდა იმით, რომ მთელი სიმდიდრე უნდა ეკუთვნოდეს ერს და იგი დაიცავს ამ პრინციპს (გაავლეთ პარალელი ჩვენი სუპერმოხელეების მუდმივად მზარდი სახელფასო მოთხოვნილების ურყევად და უცილობლად დაკმაყოფილებასთან, რომლისთვისაც მილიონობით ლარი იხარჯება.

“მის შუბლზე დაწერილია სახელი, საიდუმლო: დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა…” (იოან., 17,5).

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here