Home რუბრიკები საზოგადოება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

527

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. საგანგებო გზავნილში აღნიშნულია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან თავდასხმის რისკი საშობაო პერიოდში მოიმატებს. აშშ-ის საგარეო უწყება მოქალაქეებს საშობაო დღესასწაულზე ევროპაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ბოლო დღეებში ამერიკელ პოლიციელებს თავს 4-ჯერ დაესხნენ. ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში 50 წლის სამართალდამცველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს. პოლიციელს ჯარიმის გამოწერისას გზაზე გამვლელი მანქანიდან ესროლეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა მისურის შტატშიც. უცნობმა შეიარაღებულმა პირმა საცობში, პოლიციის მანქანაში მჯდომ სამართალდამცველს ორი ტყვია დამიზნებით ესროლა. ფლორიდაში კი, კუნძულ სანიბელზე ორმხროვი სროლისას სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა. თავდამსხმელი კი ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებზე თავდასხმის გახშირების გამო შტატებში უსაფრთოების ზომები გამკაცრდა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here