Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი

სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი

1402

ერთხელ სტალინს უთხრეს, გენერალისიმუსი ჩან კაიში თავის მასწავლებლად გაღიარებთო. სტალინმა ღიმილით უპასუხა, _ მეც გამიჩნდა მოსწავლეო! ერთერთ ჟურნალისტს კი, როცა მან პეტრე დიდსა და სტალინს შორის პარალელების გავლება შესთავაზა, სტალინმა თავი წარუდგინა, როგორც ლენინის მოწაფე.

სტალინი _ ლენინის მოწაფე, ერთობ სასაცილოა. სტალინი არასოდეს ყოფილა არც ლენინის და არც არავის მოწაფე, რაც ადვილად დასტურდება სხვადასხვა საარქივო თუ მემუარული ლიტერატურით. მაშ, რატომ დასჭირდა სტალინს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეტარებინა ლენინის მოწაფის სახელი?!

მოწაფესტალინს არ სჭირდებოდამასწავლებლისნაწერებში ქექვა. მას უკვე მოფიქრებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში პოლიტიკურეკონომიკური, სოციალური სისტემის მშენებლობის გეგმა, რომელსაც ლენინის ნააზრევთან თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო. სტალინი სრულიად დამოუკიდებლად, არაორდინარულად ფიქრობდა და მოქმედებდა. ის, რასაც სტალინი ლენინიზმს უწოდებდა, სინამდვილეში წარმოადგენდა სტალინიზმს _ სრულიად ახალ მოძღვრებას. მსგავსება ლენინიზმთან მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითი იყო” (. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ.41).

ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური ნაშრომი რუსეთის ცარიზმსა და პირველი მსოფლიო ომის შედეგებზე სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო ენგელსი, როგორც მარქსიზმის კლასიკოსი, მიწასთან გაასწორა. სტალინის მიერ გამოთქმულ შეფასებას პოლიტბიუროს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი და ენგელსის ნაშრომის გამოქვეყნება ჟურნალ “ბოლშევიკში” 1934 წელს, პირველი მსოფლიო ომის 20 წლის თავზე, უარყოფილი იქნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენგელსი არასრულფასოვნად იცნობდა რუსეთის ისტორიასა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც რევოლუციური ორთაბრძოლის მისი ზოგიერთი დებულება იქნებოდა სტალინისთვის მისაღები.

ახლახან გამოქვეყნებული საარქივო მასალების მიხედვით გაკეთებული დასკვნებით, მარქსი არ იყო არც მსოფლიო რევოლუციის არქიტექტორი, რაც ისტორიამ დაამტკიცა, და არც პროლეტარიატის დიდი ბელადი, რადგან მან ვერ განმარტა ცნებაპროლეტარიატიდა მისი ადგილი მსოფლიო რევოლუციაში.

მწერალი და მკვლევარი იური მუხინი ახლახან გამოცემულ წიგნში “რატომ არის ხალხი სტალინის მხარეს” განმარტავს: მარქსიზმი, ფორმალურად გვევლინება მეცნიერებად ადამიანთა საზოგადოებაზე ზუსტად ისევე, როგორც ზოოლოგია _ ცხოველთა სამყაროს საზოგადოებაზე, ხოლო ბოტანიკა _ მცენარეული სამყაროს საზოგადოებაზე, მაგრამ მკვეთრი განსხვავება არის ის, რომ მარქსი საკუთრივ ადამიანით არ ინტერესდება. მარქსისთვის ადამიანი არის რაღაც, რომელიც დამოკიდებულია ისეთ რამეზე, რომელიც თვითონ ადამიანზე არ არის დამოკიდებული”.

როდესაც ვამბობთ, რომ რევოლუციის არქიტექტორი სტალინი იყო, ეს მარტივი მაგალითებითაც მტკიცდება:

“ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით. იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალ-მარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს (ვ. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ.34).

ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმერ ლენინი არც პეტრე დიდის როლში გამოდგა და არც ემელიანე პუგაჩოვის.

ეს სისტემა თავიდან ბოლომდე იოსებ ჯუღაშვილის მიერ იყო აშენებული, მას არაფერი აქვს საერთო კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და ვლადიმერ ლენინის იდეებთან. ის მთელი თავისი სიდიადითა თუ ნაკლით მხოლოდ სტალინის კუთვნილებაა” (ვ. გურული, “მეფე-მამა”).

აქ შეიძლება კიდევ მოვიყვანოთ მეცნიერისა და მწერლის _ იური მუხინის შეფასება მარქსიზმის მოძღვრებისა, როგორც მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის (რომელზეც ზემოთ ვწერდი):

“ბოტანიკოსისთვის აუცილებელია, შეისწავლოს იმ ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა და განსაზღვროს კლიმატური პირობები, თუ რომელი მცენარე შეესაბამება იმ გარემოს, რომელშიც ფიქრობს ამა თუ იმ მცენარის დარგვას, მის განვითარებას და ნაყოფის მიღებას. ამ წინაპირობების გაუთვალისწინებლად სრულიად ფუჭი იქნება მისი მცდელობა ამა თუ იმ მცენარის განვითარება-გაზრდის თვალსაზრისით. ასეთივე პრობლემის წინაშე დგას ზოოლოგიც, რომელსაც სურს, გადააადგილოს ესა თუ ის ცხოველი ერთი ადგილიდან მეორეზე. მას ამისთვის გარემო პირობების შესწავლა და კლიმატის განსაზღვრა სჭირდება. მარქსისთვის კი ამ რთული გადაადგილებებისა და მისი ნიადაგობრივი თუ კლიმატური პირობების განსაზღვრა სრულიადაც არ წარმოდგენს პრობლემას, რადგან მისთვის ადამიანი ნაკლებად ღირებულია და მისი თეორიაც არა ადამიანზე, არამედ საზოგადოებაზეა გათვლილი.

მარქსის მოძღვრების ძირითადი მიმართულებაა ის, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იმ ქვეყანასა და პირობებში იქნება შესაძლებელი, რომელშიც განვითარებულია მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ამას სრულიად გაიაზრებს საზოგადოება, სწორედ მაშინ მოხდება რევოლუცია, რომელიც მსოფლიო რევოლუციაში გადაიზრდება”.

1917 წლის დასაწყისში შვეიცარიაში ახალგაზრდა სოციალისტების შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა ლენინმა ასე მიმართა მსმენელებს: “მე მოხუცი ვარ (იმხანად ლენინი 47 წლისა იყო) და ვერ ვიცოცხლებ სოციალიზმის გამარჯვებამდე, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდები, ამას მოესწრებით და დაინახავთ”. 10 თვის შემდეგ სოციალიზმმა გაიმარჯვა და ამას მოესწრნენ არა მხოლოდ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ლენინმა ლექცია წაუკითხა, არამედ თვით ლენინიც.

ლენინის ეს განცხადება იყო პოლიტიკური მოუმწიფებლობა და წინდაუხედაობა, რადგან არ გასულა 10 თვე და, არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ ლენინიც კი მოესწრო სოციალიზმის გამარჯვებას. რეალობას მოწყვეტილი აღმოჩნდა მარქსის მეცნიერული განსაზღვრებაც, რომ რევოლუცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ განვითარებულ ქვეყანაში, საიდანაც ის გავრცელდება დედამიწაზე.

სწორედ ამაზე მიუთითებს პროფესორი ვახტანგ გურული, როდესაც ამბობს: “სტალინი რეალურს იდეალურზე არასოდეს გაცვლიდა”.

ასე რომ, მარქსის თეორია რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციის მაგალითებმა ფარატინა ქაღალდად აქცია.

მარქსის მეორე განსაზღვრებაკომუნიზმში ყველამ შესაძლებლობის მიხედვით მისცეს სახელმწიფოს და ყველამ მოთხოვნილების შესაბამისად მიიღოს სახელმწიფოსაგანკი ის აბსურდია, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, რადგან ადამიანის მორალი არ მიდის იქამდე, რომ მან სახელმწიფოს მისცეს იმდენი, რამდენიც მის მოთხოვნას შეესაბამება.

მარქსისა და ენგელსის მიერ შექმნილი საზოგადოების განვითარებისა და მისი უზრუნველყოფის მოძღვრება არც ერთი კუთხით არ მიუდგა რუსი ხალხის ტრადიციებსა და თვითმყოფადობას. ეს თეორია უფრო ჰგავდა უწყლო წისქვილის აშენების პროექტს, რომელსაც არანაირი ენერგია არ მიეწოდებოდა რუსული ხასიათიდან გამომდინარე.

სტალინმა კი ზედმიწევნით იცოდა რუსი ხალხის ბუნება, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა, მაგრამ მსოფლიოს მმართველები ფარული ხელით ყველა ხერხს მიმართავდნენ, გზიდან ჩამოეშორებინათ სტალინი, რომელიც რუს ხალხს სწორი გზით მიუძღვებოდა. ამ რუსი ხალხის მტრებს სამოქალაქო ომში სტალინის გაწირვის პროექტი ჩაუვარდათ, მაგრამ შემდეგ ხელი მოჰკიდეს უფრო რთულ, მაგრამ საიმედო ამოცანას _ ეს იყო “რუსული შოვინიზმი”.

მსგავსად ცნობილი გამოთქმისა “კართაგენი უნდა დაინგრეს”, ტროცკი და უცხოეთიდან დაფინანსებული მისი ბანდა განუწყვეტლივ უჩიჩინებდნენ რუს ხალხს, რომ მას მართავს დაბალი განათლების არარუსი, პარანოიკი სტალინი და რომ ხელისუფლებაში სტალინის ყოფნა რუსი ხალხის დისკრედიტაციაა. ამას ამტკიცებდა კაცი, რომელიც რუს ხალხზე ამბობდა: “რუსებს გადავაქცევთ თეთრ ზანგებად და დავატრიალებთ ისეთ ტრაგედიას, რომლის მსგავსიც აღმოსავლეთის დიქტატორებსაც კი არ დაესიზმრებოდათ… რუს ხალხს გამოვიყენებთ ფიჩხად, რომელსაც დავაყრით მსოფლიო რევოლუციის აგიზგიზებულ კოცონზე”.

სტალინის შებრძოლება ტროცკის ბანდასა და მათ მიერ გადაბირებულ ლენინთან აშკარად ცეცხლთან თამაში იყო, მაგრამ განგებისგან მოვლენილი და მის მიერ ძალამოკრებილი რაინდი ერთი წუთითაც არ იხევდა უკან. დასახული მიზნის მისაღწევად მან ჯერ მარქსის, ხოლო შემდეგ ლენინის მანტია მოისხა. მარქსის მანტია სტალინს სინდიოფალის პოზიციაში აყენებდა და დიდხანს ვერ იგუა, შემდეგ კი, როცა აუცილებელი შეიქნა, სისხლსა და სირცხვილში ამოსვრილი ლენინის მანტია მოისხა და ლენინის დროშა აღმართა.

ლენინის კუბოსთან სტალინის მიერ დადგმული მიზანსცენა არაფრით ჩამოუვარდება შექსპირის ტრაგედიის (რომელიც გინდათ) კულმინაციურ მიზანსცენას, ხოლო სტალინის მიერ მთავარი გმირის როლის შესრულების დონე გაცილებით აღემატება მსოფლიოში სახელგანთქმული ნებისმიერი მსახიობის მიერ ტრაგიკული როლის შესრულებას.

სტალინმა სრულიად ბუნებრივად და დამაჯერებლად გამოსტაცა რუსეთის რევოლუციის დამფინანსებელ ფარულ ხელს არა მხოლოდ რუსეთის მართვის სადავეები, არამედ რუსეთი და რუსი ხალხი, რომელიც აშკარა კატასტროფის წინაშე დადგებოდა იმ მასონური პროგრამის განხორციელების შედეგად, რომელიც რუსეთს თავს დაატყდებოდა ტროცკისა და მისი ბოროტმოქმედი ანტიქრისტიანული იდეებით გაჟღენთილ ბოროტმოქმედი ბრბოების ხელში.

სტალინმა დიდხანს ატარა ლენინის სისხლიანი სამეფო მანტია და სწორედ ამ მანტიითა და ქართული უძირო აზიური “ჩექმებით” ზედ ლენინის გულზე დამდგარი 30 წლის განმავლობაში სიყვარულით ხელს უქნევდა და უღიმოდა თავისუფალ რუს ხალხს, ხოლო მეორე ხელის თითს დასავლეთს უქნევდა, რათა ღორული დინგი კვლავ არ შემოეყო საბჭოთა ბოსტანში.

სტალინი დაუფარავად ამბობდა, რომ იმპერიალისტების მიერ გაჩაღებულმა პირველმა მსოფლიო ომმა მოიტანა 1917 წლის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და დედამიწის ერთი მეექვსედი გათავისუფლდა ტირანიისგან. მეორე მსოფლიო ომმა ფაშიზმისგან იხსნა კაცობრიობა, ხოლო დასავლეთმა ერთმნიშვნელოვნად დაკარგა ევროპის უდიდესი ნაწილი.

სტალინი აფრთხილებდა მსოფლიოს: თუ კაპიტალისტები გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს, ეს იქნება ბოლო ომი, რომლითაც საბოლოოდ დასამარდება იმპერიალიზმი, როგორც ასეთი, და დედამიწაზე გაიმარჯვებს სოციალიზმი.

უნდა განვმარტო, რატომ არის კაცობრიობის აბსოლიტური ნება ან იდეოლოგია სტალინიზმი. ის უდიდესი მასშტაბის, მსოფლიოს მომცველი მოძღვრებაა. სწორედ სტალინიზმია პატრიოტულსოციალური იდეოლოგია, შესაბამისად _ კაცობრიობის მორალურპატრიოტული იდეალი. გაივლის დრო და სტალინიზმი თავისი უკვდავი ღირებულებებით _ ადამიანზე ზრუნვითა და მისი სოციალური დაცვის ჯერჯერობით მიუღწეველი საკაცობრიო იდეალებით, რელიგიად გამოცხადდება.

თანამედროვე პირობებში სოციალიზმის რღვევა და ადამიანის სულში ჩაფურთხება ათასი უზნეობისა და უსამართლობის პროპაგანდით მოხდა. სოციალისტური იდეალების პატივისცემის, ეროვნული თვითშეგნებისა და, საერთოდ, პატრიოტიზმის განელების მიზნით შექმნეს ე.წ. დემოკრატიული და ეროვნული პარტიები და მიუსიეს ისინი თავგზააბნეულ ქართველ ერს. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის, უსუფაშვილის, ბერძენიშვილებისა და მათი მსგავსი პირების მიერ შექმნილი ნაციონალურ ქურქში გახვეული პროამერიკული პარტიები. უსუფაშვილ-ხიდაშელის ოჯახი კი არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და როგორ უნდა იზრდებოდეს თანამედროვე საქართველოში მოზარდი, რომლის დევიზია: “არა _ სამშობლოს, არა _ პატრიოტიზმს!”.

ვინ იხსნის საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი? _ არა. ერთი კაცი, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს, სახელმწიფოს ვერ გამოკვებავს. რუსეთი? _ რუსეთს თავისი თავი ვერ გამოუკვებავს. ამერიკა? _ ამერიკა ხომ ქაღალდის პირამიდაზეა ჩამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ადრე დაემხობა, ვიდრე ზოგს ჰგონია.

მაშ, ვინ უნდა იხსნას ჩვენი ქვეყანა? თქმა იმისა, რომ საქართველო ამაზე ცუდ დღეშიც ყოფილა, მაგრამ გადარჩენილა , ის საკენკია, რომლითაც მხოლოდ შინაური ფრინველები კმაყოფილდებიან.

ჯერჯერობით საქართველოს ხსნის არავითარი პერსპექტივა არ ჩანს. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა არ არის ერთჯერადი პროცესი. მასში ქირურგიული ჩარევა შედეგს ვერ გამოიღებს _ ვერც “გლანდებს” ამოჭრი და ვერც _ ბრმა ნაწლავს. ქვეყნის განვითარებასა და გადარჩენას იდეოლოგია სჭირდება.

ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს _ ეს არის არა მარქსიზმი, ლენინიზმი ან ბიძინიზმი და არა ამერიკა ან რუსეთი, არამედ სტალინიზმის იდეალების დამკვიდრება.

ვიცი, ბევრი გაიცინებს, როდესაც ამას წაიკითხავს; ვიცი, ჩემი ეს მოწოდება რომ დღეს ღიმილის მომგვრელია და სწორედ ამაზე უნდა გავამახვილო ყურადღება: ქვეყნის გადარჩენას სჭირდება ზნეობრივი გარემო. თანამედროვე პირობებში სტალინიზმის იდეების დასამკვიდრებლად ბრძოლა ქარის წისქილებთან ბრძოლაა, რადგან საზოგადოება დემორალიზებულია და ქვეყნად არ არსებობს ზნეობრივი გარემო. როდესაც თავდაცვის მინისტრი გვეუბნება, მე შვილს პატრიოტად ვერ გავზრდი, ის თავის ნებაზე უნდა გაიზარდოს და იცხოვროსო, სწორედ ეს არის საზოგადოების ცხოვრება უზნეო გარემოში. როცა თავდაცვის მინისტრისგან ასეთ სიტყვებს მოისმენს საზოგადოება და მისი ათასობით წევრი ქუჩაში არ გამოვა საპროტესტო აქციის გასამართავად, სწორედ ეს არის უზნეობა და ზნეობრივი გარემოს უგულებელყოფა.

მაგრამ სად არიან დღევანდელ საქართველოში ასეთი ადამიანები?!

ქვეყნის გადარჩენა ზნეობრივი გარემოს შექმნაა, მის შესაქმნელად კი, უწინარესად, საზოგადოების გაკეთილშობილებაა საჭირო. სწორედ ეს არის მომავლის საფუძველთა საფუძველი, რომელსაც სტალინიზმი ჰქვია.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ბატონო გრიშა თქვენ წაუკითხავად გეთანხმებით, მაგრამ ფილმში ;სვანი; არ უნდა გეთამაშათ ან უბრალოდ მონაწილებაც არ უნდა მიგეღოთ.დიდი პატივისცემით კახი ცალუღელაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here