Home რუბრიკები პოლიტიკა ჩინეთს იმედი აქვს, რომ აშშ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გავა

ჩინეთს იმედი აქვს, რომ აშშ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გავა

521

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველივე სამუშაო დღეს ქვეყანას ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გაიყვანს. ამ დღეს ჩინეთის ხელისუფლება მოუთმენლად ელოდება.

პეკინში დიდი ხნის განმავლობაში უსმენდნენ ობამას განცხადებებს, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულება, რომელსაც 12 ქვეყანა აწერს ხელს, აშშ-ის ლიდერობას აზიაში განამტკიცებდა. ამ 12 ქვეყანას შორის ჩინეთი არ ყოფილა და პრეზიდენტი ობამა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა სწორედ ამერიკაში და არა ჩინეთში, ადგენს ვაჭრობის წესებს ოცდამეერთე საუკუნეში, რაც უმნიშვნელოვანესია ძალიან დინამიკურად განვითარებად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი აცხადებდა, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდას უნდა გაემყარებინა ვაშინგტონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყნების ურთიერთობა და აქვე ხაზს უსვამდა აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელობას აშშ-ისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი ამომრჩევლის წინაშეა ანგარიშვალდებული, მოსახლეობა კი გლობალიზაციისა და სხვადასხვა სახის სავაჭრო მოლაპარაკების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მათთვის ტრამპის განცხადება, რომ ქვეყანას პირველივე დღეს გამოიყვანს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან, წინასაარჩევნო დაპირებაა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებებიც. სავაჭრო შეთანხმება, რომლის დარღვევასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს, მისმა წინამორბედმა შეადგინა. ობამას რამდენიმე წელი დასჭირდა, დაერწმუნებინა პარტნიორები, რომ ეს ხელშეკრულება აუცილებელი იყო. ჩინეთი ყველანაირად ეცდება, დაანახვოს მეზობლებს, როგორ ასრულებენ დანაპირებს პეკინი და ვაშინგტონი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here