Home რუბრიკები პოლიტიკა მერკელს კანცლერობა კიდევ ერთი ვადით სურს

მერკელს კანცლერობა კიდევ ერთი ვადით სურს

586

ანგელა მერკელმა საზოგადოებას თავისი სურვილი ამცნო _ კიდევ ერთხელ გახდეს გერმანიის კანცლერი. ამის შესახებ მან 20 ნოემბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კანცლერმა აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები ბუნდესტაგში ყველაზე რთული იქნება და რომ მისი მხრიდან მეოთხე ვადით კანდიდატურის წამოყენება სწორი გადაწყვეტილებაა.

მერკელმა კანცლერის პოსტი პირველად 2005 წელს მოირგო. კანცლერის არჩევნები კი 2017 წელს გაიმართება. მერკელის განცხადებით, მისთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. “ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, იოლი ხომ არ არის, მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება 11-წლიანი მმართველობის შემდგომ და კვლავ წარადგინო კანცლერობაზე საკუთარი კანდიდატურა _ ეს ჩემთვის არ იყო იოლი ამოცანა”, _ განუცხადა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს. გერმანიის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც ჩანს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს სურს, კვლავ იხილოს მერკელი ქვეყნის კანცლერად. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here