Home რუბრიკები პოლიტიკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებიან

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებიან

569

სამხრეთ კორეის ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საპროტესტო აქციებში ათასობით კორეელი მონაწილეობს, რომლებიც პან კინ ხეს გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის ლიდერს ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში.

პაკ კინ ხე კორუფციულ სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც მისი მეგობარი ქალი, რომელთანაც 40-წლიანი მეგობრობა აკავშირებს, სახელმწიფო საქმეებში ჩარევასა და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს. წლების განმავლობაში სუნ სილს ხელი მიუწვდებოდა გასაიდუმლებულ ინფორმაციაზე და უპრობლემოდ გასცემდა მითითებებს, იყენებდა პრეზიდენტის პირად კონტაქტებს. პროკურატურამ სუნ სილს ოფიციალური ბრალდება დაუსწრებლად უკვე წაუყენა, ის ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს. როგორც ძიებით გაირკვა, ის მსხვილ კომპანიებს საკუთარ ფონდებში სოლიდური თანხების გადარიცხვას აიძულებდა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება, პრეზიდენტმა ორჯერ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ არ გადადგება. ასეთმა განცხადებამ კი საპროტესტო აქციები ახალი ტალღით ააგორა. 12 ნოემბერს გამართულ აქციაში მოსახლეობის კოლოსალური რაოდენობა მონაწილეობდა. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას საგამოძიებო ორგანო, რომელიც სრულფასოვნად გამოიძიებს მომხდარს და ხალხს ანგარიშს წარუდგენს, ამისათვის კი პარლამენტმა ორგანოს 4-თვიანი ვადა დაუწესა. ამ წუთისთვის სუნ სილი დაკავებულია, ბრალდებას ის კატეგორიულად უარყოფს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here