Home რუბრიკები სამართალი ლევან იზორია: თავდაცვის სისტემაში წვევამდელთა გაწვევის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო

ლევან იზორია: თავდაცვის სისტემაში წვევამდელთა გაწვევის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო

644

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკრიტიკა თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა.

“უშიშროების საბჭოზე ერთხმად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა თავდაცვის სისტემაში წვევამდელების გაწვევის შეჩერებას, იყო აბსოლუტურად ნაჩქარევი. მეტსაც გეტყვით, არსებობს ამ გადაწყვეტილების ავტორის 2015 წლის ივლისში, კომიტეტების სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც ამბობს, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალისტურია და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე წინასაარჩევნოდ სამი თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის პოპულიზმი. დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ წვევამდელების. თვითონ შეაფასეთ, რამდენად წინააღმდეგობრივია ეს გადაწყვეტილება _ ერთი მხრივ, ამბობდე, რომ არარეალისტურია პროფესიულ არმიაზე 2016 წელს გადასვლა და ამის პარალელურად იღებდე გადაწყვეტილებას, რომლითაც აჩერებ გაწვევას ალტერნატივის მომზადების გარეშე. რამდენად სერიოზულია და რამდენად ნაჩქარევია, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია”, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here