Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

504

მმართველი პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სადაც სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია მიიღო. გერმანიაშივე მიიღო დოქტორის ხარისხი სამართლის სფეროში.

2001 წელს კობახიძე შიდა ქართლში საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორად მუშაობდა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) ახორციელებდა. 2005–2012 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად, 2006_2008 წლებში _ ექსპერტად ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში.

2007–2008 წლებში იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009–2011 წლებში _ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2011–2012 წლებში ის ასევე იყო ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2011_2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს; 2011_2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2011–2012 წლებში ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო. 2014 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური კარიერია “ქართულ ოცნებაში” დაიწყო. მას აქ 2015 წლის იანვრიდან უკავია აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, ასევე არის პოლიტიკური საბჭოს წევრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here