Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა მოსკოვში

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა მოსკოვში

717

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

“უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში”, _ განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას.

“თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები, როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, საფულისა და კუჭის დონეზე, ეკლესიები ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში”, _ განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. მისივე თქმით, დადებითად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები, რადგან “ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან”. “პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ ახლოს, ხშირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ”, _ განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. პრესის თანდასწრებით გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ არის კიდევ საკითხები, რომლებზეც უკვე პრესის გარეშე ისაუბრებენ. “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხისთვის”, _ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრისას განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here