Home რუბრიკები სამართალი მთავარმა პროკურატურამ ნორა კვიციანის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო

მთავარმა პროკურატურამ ნორა კვიციანის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო

608

ნორა კვიციანის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი იყო. მისივე თქმით, მას ცრუ ბრალდედები წაუყენეს. „წლები გამატარებინეს საპატიმროში უაზრო ბრალდებების გამო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნორა კვიციანმა.

„დამაკავეს 2006 და 2012 წლამდე ვიყავი საპატიმროში, ბრალად მედებოდა იარაღის უკანონო შენახვა, უკანონო ფორმირებების შექმნა, ჰუმანიტარული დახმარების მითვისება, სახლის ჩხრეკის დროს სახლში იარაღი იპოვეს ისე, რომ მე ის არ მქონია. მითვისებას რაც შეეხება ეს იყო სრული სიცრუე. მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი, კოდორის ხეობის ჩაბარების ინტერესი ჰქონდა, ეს იყო პოლიტიკური დაკავება. კოდორის სახლი დამიყადაღეს. ჩემი შვილის გულისთვის მე მძევლად ამიყვანეს 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ნორა კვიციანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here