Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 9 საოცარი ფაქტი წიგნის შესახებ

9 საოცარი ფაქტი წიგნის შესახებ

როგორ არის ვინი პუჰის სრული სახელი? რატომ ყვება ზღაპრებს შეჰერაზადა? როგორ დაეხმარნენ ჰარკერ ლის მეგობრები, გამხდარიყო სახელგანთქმული მწერალი? რომელი წიგნის პერსონაჟით იყო აღფრთოვანებული ჯოკერის პერსონალი? გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს წიგნის შესახებ.

130 მლნზე მეტი წიგნი

ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენი წიგნია გამოცემული? Google-ის მონაცემებით, დაახლოებით 130 მლნ და ეს წიგნები ნამდვილად ვერ მოთავსდება თქვენს თაროებზე.

ვინი პუჰის სახელი და გვარია ედვარდ დათვი

ვინი პუჰს ჰქვია არა ვინი, არამედ ედვარდი, სახელდობრ, ასე დაარქვეს დათვის ბელს, როცა ის მაღაზიიდან შინ მიიყვანეს. ვინი “პუჰი” (Winnil – the – Pooh) _ ეს მეტსახელია, რომელიც კრისტოფერ რობინმა, მწერალ ალან ალექსანდრე მილნის ვაჟმა, მოუგონა ბელს ზოოპარკში ნანახი დედა დათვის, ვინიპეგის, პატივსაცემად. რაც შეეხება გვარს, წიგნში ალან ალექსანდრე მილნი იყენებს სიტყვა Bear-ს _ დათვს. გამოდის, რომ ვინი პუჰის სრული გვარ-სახელია ედვარდ “ვინი პუჰ” დათვი.

ბრაზილიელ ტუსაღებს შეუძლიათ, პატიმრობის ვადა წიგნების წაკითხვით შეიმცირონ

ბრაზილიელ ტუსაღებს შეუძლიათ, ციხეში ყოფნის ვადა წიგნების კითხვით შეიმცირონ _ თითოეულ წაკითხულ წიგნზე პატიმრობის ვადა 4 დღით მცირდება (სულ წელიწადში _ 48 დღით), ოღონდ პატიმარმა უნდა დაამტკიცოს, რომ მან მართლა წაიკითხა წიგნი, ამისთვის კი უნდა დაწეროს ანგარიში თავისი შთაბეჭდილებების შესახებ.

მეგობრებმა ჰარპერ ლის აჩუქეს მისი წლიური ხელფასის ოდენობის თანხა, რათა შვებულებაში გასულიყო და რომანი დაეწერა

შობის დღესასწაულზე ჰარპერ ლიმ მეგობრებისგან მოულოდნელი საჩუქარი მიიღო _ თანხა, რომელიც მისი წლიური ხელფასის ტოლი იყო. ამან შესაძლებლობა მისცა ჰარპერს, აეღო ხანგძლივი შვებულება და დაკავებულიყო სამწერლო მოღვაწეობით, რაზეც ის ოცნებობდა. 1960 წელს ჰარპერ ლიმ შექმნა მსოფლიოში პოპულარული რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას” (ინგ.To kill a Mockingbird).

ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი 35 მლნ დოლარი ღირს

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი არის მორმონის წიგნის მანუსკრიპტი. ეს წიგნი 2017 წელს 35 მლნ დოლარად იყიდა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამ. ყველაზე ძვირად ღირებული წიგნების სიაში მეორეა ლესტერის კოდექსი _ ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების რვეული, რომელიც 1994 წელს გამართულ “კრისტის” აუქციონზე 30,8 მლნ დოლარად შეიძინა ბილ გეიტსმა.

ჯოკერის პერსონაჟი აღაფრთოვანა გუინპლენმა ვიქტორ ჰიუგოს წიგნიდანკაცი, რომელიც იცინის

ჯოკერის პერსონაჟი კომიქსებიდან, მოგვიანებით კი ბეტმენზე გადაღებული ფილმებიდან აღფრთოვანებული იყო ვიქტორ ჰიუგოს მიერ 1869 წელს დაწერილი წიგნის “კაცი, რომელიც იცინის” პერსონაჟ გუინპლენით, რომელსაც ბავშვობაში პირი ისე დაუზიანეს, რომ სახეზე სულ შეყინული ჰქონდა სიცილი.

შეჰერაზადა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ზღაპრებს ყვება

არაბული წიგნის “ათას ერთი ღამის” გმირი, მთხრობელი შეჰერაზადა მეფე შაპრიარს ამბებს უყვება, რათა მან შეწყვიტოს ყოველ დილას ქალწულზე დაქორწინება, ხოლო დღის ბოლოს ცოლის მკვლელობა. შეჰერაზადას გაცნობამდე მეფემ საიქიოში გაგზავნა 1000 ცოლი, შეჰერაზადა კი შემდეგი უნდა ყოფილიყო.

წიგნირაზე ფიქრობს ყველა მამაკაცი სექსის გარდა” 200-გვერდიანია და ყველა გვერდი _ ცარიელი

წიგნი სახელწოდებით “რაზე ფიქრობს ყველა მამაკაცი, სექსის გარდა”, რომელიც ბრიტანელმა შერიდან სიმოკმა გამოსცა, 200 ცარიელი გვერდისგან შედგება.

შიშს, რომ წასაკითხი აღარაფერი გექნებათ, აბიბლიოფობია ეწოდება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here