Home რუბრიკები საზოგადოება კიევმა ‘ახალი მეიდანი’ დააანონსა

კიევმა ‘ახალი მეიდანი’ დააანონსა

1412

უკრაინის უშიშროების დეპარტამენტის უფროსმა ანატოლი დუბლიკმა რუსეთი დაადანაშაულა  და განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება ახალი მეიდნის მოსაწყობად. ამის შესახებ დუბლიკმა კიევში, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ანატოლი დუბლიკი მიზეზად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს, რომლის შედეგადაც მისი ვარაუდით იგეგმება პრორუსული კანდიდატების გამარჯვება. მას აშინებს ის ფაქტი, რომ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დაიწყება პრორუსული პოლიტიკის გატარება. დუბლიკის მიერ დაანოსსებული გრძელვადიანი აქციები პერიოდულად შეიცვლის თემატიკას, მისი განცხადებით 17 ნოემბერს ძირითად აქცენტს ისინი ტარიფების ზრდაზე გააკეთებენ. კიევის მუქარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა შემდეგი სიტყვებით  “ტრადიციულად მეიდანზე საუბრობენ კიევში და არა მოსკოვში”. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. ხვალისთვის მისი პარტია „ბატკივშინა“ კიევში უვადო აქციების დაწყებას აპირებს. ექსპრემიერის თქმით, პრეზიდენტი პოროშენკო და ეროვნული ბანკი ქვეყანაში კორუფციის მთავარ დასაყრდენად იქცა, რასაც ისიც დაემატა, რომ პრეზიდენტმა მმართველ პოსტებზე საკუთარი ბიზნეს-პარტნიორები დანიშნა. „ისინი ომს ეფარებიან და ქვეყანას მოხერხებულად ძარცვავენ. თუ ხალხი მათ წინააღმდეგ არ გაერთიანდება, ეს ხელისუფლება უკრაინელ ერს გაანადგურებს,“-განაცხადა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ტიმოშენკომ.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here