Home რუბრიკები საზოგადოება თურქეთის ბეჭვდურ მედიაში აფხაზური გაზეთი გამოჩნდა

თურქეთის ბეჭვდურ მედიაში აფხაზური გაზეთი გამოჩნდა

562

თურქეთის ქალაქებში გასაყიდად გაზეთი „აფხაზია“ გამოვიდა. „აფხაზია“ ყოველდღიური გაზეთის,  „საბაჰის“ დამატებაა, რომელიც უკვე 30 წელია არსებობს და ყოველდღიიურად მილიონიანი ტირაჟით იყიდება. 

აღნიშნულმა ფაქტმა თურქეთში არსებულ ქართულ დიასპორებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. თურქეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მომხდარის გამო  შეშფოთებას  გამოთქვამენ ოფიციალური თბილისისა და ანკარაშიც. თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუ აცხდებს, რომ „აფხაზია“ თურქეთში არსებული აფხაზური სათვისტომოების ძალიხმევით გამოვიდა და აღნიშნულთან დაკავშირებით  თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ ყოფილა. დიპლომატი ასევე ხაზს უსავმს, რომ ოფიციალური ანკარას პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მტკიცე და ურყევია და თურქული მხარე მუშაობს, რომ პრეცედენტი აღარ განმეორდეს. თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქული მხარე შეშფოთებულია ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარას გაცხადებულ პოზიციას, საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებთ.  „ჩვენ დავუკავშირდით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთის ხელისუფლებას და მკაფიოდ, მყისიერად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამჟამად ვმუშაობთ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომელიც გულახდილად უნდა ვთქვა, და თვითონაც საკმაოდ შეშფოთებულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებთ, რადგანაც ეს ფაქტი ეწინააღმდეგება თავად, ოფიციალური ანკარის ცხადად გაცხადებულ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, _ განაცხადა კოპლატაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here