Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთის სკეფსისი ევროკავშირის მიმართ

თურქეთის სკეფსისი ევროკავშირის მიმართ

528

“თურქეთში, შესაძლოა, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდეს”, _ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მანამდე თურქეთის ლიდერმა ბრიუსელი ორმაგ სტანდარტებში არაერთხელ დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმაც.

“ჩვენი მოთმინება უკვე ამოიწურა. თურქ ხალხს რეფერენდუმის ჩატარებას წლის ბოლომდე ვთავაზობ. ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო, მაგრამ ხალხმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა. ახლა ჩვენი ჯერია”, _ განაცხადა ერდოღანმა. რამდენიმე ათეული წელია, ევროკავშირში გაწევრებაზე ანკარა ბრიუსელთან მოლაპარაკებას აწარმოებს. თურქეთი ევროპამ კუთხეში არ უნდა დააყენოს. “ის, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენები გვაშფოთებს, უდავოა, მაგრამ მწვავე რეაგირება ამ მოვლენებზე და თურქეთის კუთხეში მიმწყვდევა არ შეიძლება, რადგან ეს ჩვენს საერთო ინტერესებს ავნებს”, _ აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here