Home რუბრიკები საზოგადოება “გაფანტულ მეცნიერებათა” მინისტრი, ანუ რას “თლის” ალექსანდრე ჯეჯელავა?

“გაფანტულ მეცნიერებათა” მინისტრი, ანუ რას “თლის” ალექსანდრე ჯეჯელავა?

1318

საქართველოს სხვადასხვა პერიოდის ხელისუფლების ზოგადი სენი _ თანამდებობებზე ძმაკაცდაქალების მოყვანა და ამისგუნდური პრინციპითგამართლება, “ქართულმა ოცნებამსრულიად ახალ სიმაღლეზე, შეიძლება ითქვას, პიკზე აიყვანა.

მინისტრი, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია “თალიბანი” კონკრეტული პიროვნება ეგონა, უკვე ვნახეთ “ოცნების” მეორე თაობის, ანუ ე.წ. ღარიბაშვილის მინისტრებს შორის. გიორგი “გაწონასწორებულმა”, ანუ კვირიკაშვილმა კიდევ უფრო უარესი დაგვმართა და კომბლე-მინისტრი დასვა ქართული განათლებისა და მეცნიერების სათავეში. ეს ორი მინისტრი გამოირჩა სრულიად ტუტუცური გამოთქმებით, თორემ ისე, უნიათობასა და უცოდინარობაში მათ არც სხვები ჩამოუვარდებიან. ამიტომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოსაღებია ლექციების სპეციალური კურსი, რომელიც ორისამი თვის განმავლობაში მაინც უნდა წაუკითხონ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელისუფლო გუნდი ამა თუ იმ სფეროს მინისტრად ან რაიმე სხვა მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასა თუ წარდგენას უპირებს. დიახ, წარდგენის შემთხვევაშიც უნდა წაუკითხონ მათ ეს კურსი, რადგან, ქართული რეალობიდან გამომდინარე, გინდაც პრეზიდენტის, გინდაც დედაქალაქის მერის თუ სხვა არჩევით თანამდებობაზე აუცილებლად იმარჯვებს მმართველი გუნდის კანდიდატი და, ფაქტობრივად, “წარდგენასინამდვილეში იგივედანიშვნაა”.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი ეს ადამიანები ისეთი “ბრძნული” აზრების ფრქვევას იწყებენ, მინისტრი და პრეზიდენტი კი არა, კაცობრიობის ბელადი და პატრიარქი გეგონებათ. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ისიც კი დაგვარიგა, როგორი სექსუალური ცხოვრება უნდა გვქონდეს, ხოლო თბილისის მერი გვიყვიროდა, _ თქვენი საქმე არ არის, მერი რას გააკეთებს და როგორო(?!).

მოკლედ, აუცილებელია, თანამდებობაზე დანიშვნამდე კარგად და გულდასმით განვუმარტოთ ამ ადამიანებს, რა შედის მათ კომპეტენციაში და რა _ არა; რაზე აქვთ ლაპარაკის უფლება და რაზე _ არა; რა უნდა მოითხოვონ და რა _ არა. თორემ, აგერ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე დაგვიწყო ჭკუის დარიგება, სკოლამდელი ასაკის შვილებს რომელი ზღაპარი უნდა წავუკითხოთ, რომელი მულტფილმი უნდა ვაყურებინოთ და, ალბათ, მალე იმის სწავლებასაც მოგვინდომებს, რა უნდა დავარქვათ ბავშვს ან ვის უნდა მოვანათვლინოთ.

“საზეპიროების სკანდალი” ჯერ კიდევ არ იყო მინავლული, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ სრულიად მოულოდნელი და ახალი, ე.წ. კომბლეს სკანდალი გამოაცხო. “კომბლეს სკანდალმა”, სხვათა შორის, გადაფარა ჯეჯელავას ადრინდელი მსგავსი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ თურმე სულაც არ არის საჭირო, ბავშვებმა დაისწავლონ სხვადასხვა გეოგრაფიული, ლიტერატურული თუ სხვა სახის გაკვეთლები, რადგან ინტერნეტში არსებობს “გუგლი” და “ვიკიპედია”, ხოლო ქიმიის დასწავლისა და ქიმიური ცდების ჩატარების შესასწავლად მინისტრმა ყველაზე კომპეტენტურ წყაროდ “იუთუბი” დაასახელა. ეს გასულ ზაფხულს იყო და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა გვარიანად გაჯორეს კიდეც მინისტრი ამის გამო; ისიც აუწყეს, რომ “ვიკიპედია”, “გუგლი”, “იუთუბი” და კიდევ სხვა ინტერნეტსაიტები, შესაძლოა, სულაც არ იყოს ინფორმაციის კომპეტენტური წყარო, რადგან იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განათავსოს ინფორმაცია და ვიდეომასალა ნებისმერ მოვლენაზე, ფაქტზე, რომელთა შესაბამისობას რეალობასთან არავინ ამოწმებს. ხოლო ბავშვებს სკოლა და კვალიფიციური პედაგოგები სწორედ იმიტომ ესაჭიროებათ, რომ მათგან მიიღონ, ისწავლონ, რომელი ინფორმაციაა ჭეშმარიტი და რომელი _ არა.

საზოგადოების მხრიდან სამიოდე თვისწინანდელი ასეთი ძლიერი იერიშის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ ჯეჯელავა ჭკუას ისწავლიდა, ცოტა დადინჯდებოდა და სისულელეების ბჟუტურს მოეშვებოდა… მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი.

ჩემი პესიმიზმის მიზეზი იყო ბავშვობისდროინდელი მეგობრის საიუბილეო სუფრა. ამ სუფრის თამადას ორიოდე წლის შემდეგ განათლების მინისტრად თუ დანიშნავდნენ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რადგან სადღეგრძელოებში ისეთ სისულელეებს როტავდა, ქართული ფილმის _ უდიპლომო სასიძოსიმ პერსონაჟს გადაუჯოკრა, რომელიც ხბოების განვითარებაში მუსიკის როლს მეცნიერულად იკვლევდა.

ისე, ამავე ფილმის კიდევ ერთი პერსონაჟის, “ჩუმი რეაქტიული ფსიქოზის” აღმოჩენით გახარებული ფსიქიატრის საჭიროებასაც მალევე მივხვდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯეჯელავას, ჩუმი კი არა, აშკარად ძალიანხმამაღალიდა ზერეაქტიული ფსიქოზი აქვს და სწორედ ამიტომ, როდესაც საზოგადოება ამ სამიოდე თვის წინათ დაწყნარდა (ისე გავჯორეთ, მსგავს სისულელეს აღარასოდეს გაიმეორებსო), მისგან მორიგი სისულელის ამოხეთქვას მე მაინც მოუთმენელი გულისფანცქალით ველოდი.

“ჩვენ სკოლებში უნდა გავაუქმოთ საზეპიროები, რადგან სჯობს, ბავშვს გავააზრებინოთ, რასაც ვასწავლით, ვიდრე ძალით დავაზეპირებინოთ”, _ წამოროშა მორიგი “სიბრძნე” ბატონმა მინისტრმა. ნამდვილად არ მესმის, აქ რა შუაშია სიტყვა “სჯობს”? რა, საზეპირო და გააზრებული დასწავლა ერთმანეთს გამორიცხავს? არჩევანის წინაშე ვდგავართ, რომ ბავშვებს ან დავაზეპირებინოთ, ან გააზრებულად ვასწავლოთ? ერთიც რომ ვქნათ და მეორეც, ჯეჯელავას პირადი ღმერთები გაგვიწყრებიან თუ რა მოხდება?

აი, ამიტომ ვთქვი ამ სტატიის დასაწყისში, სანამ ვინმეს მინისტრად დავნიშნავდეთ, ჯერ კარგად უნდა განვუმარტოთ მისი კომპეტენცია-მეთქი. ჯეჯელავასთვის ვინმეს რომ განემარტა, მინისტრს არავინ ეკითხება დასწავლის მეთოდოლოგიებს და ამისთვის არსებობენ შესაბამისი სპეციალისტები, ხოლო, თუ მაინცდმაინც დააპირებ ამ თემაზე რაიმეს თქმას, ჯერ სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიარეო, ალბათ, აღარ იტყოდა ამ სისულელეს

თუმცა ახლა მეც ისე მომდის, წეღან რომ ის ხალხი ვახსენე, რომელსაც იმედი ჰქონდა, “იუთუბის” გამო გაჯორვის შემდეგ მინისტრი მეტ სისულელეს აღარ იტყვისო… ალბათ, მაინც იტყოდა, რადგან ასეთ ფსიქოლოგიურ ტიპებს, რომლებსაც აშკარად აკლიათ განათლება და ღრმა აზროვნება, როგორც წესი, წარმოუდგენელი თაღლითობით ფონს გასვლა ახასიათებთ. ანუ, რაც უფრო მეტად წარმოუდგენელ უაზრობას იტყვიან, მით იოლია მათთვის, ის შეფუთოს, როგორც “ინოვაცია”, “სიახლეებისადმი ლტოლვა”, ხოლო მოწინააღმდეგეებს “ბნელები”, “ჩამორჩენილები”, “სიახლის მოშიშები” უწოდონ. ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა: პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთ თაღლითებს კიდევ ერთი, განსაკუთრებული კოზირი უჭირავთ _ მოწინააღმდეგეებისთვის “საბჭოთა მენტალიტეტიანის”, “კომუნისტური აზროვნების მქონეს” და “ბნელ რუსულ წარსულში ჩარჩენილის” იარლიყების მიწებება, თანაც, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც მთავარ თემასთან არაფერი აქვს საერთო არც საბჭოთა კავშირს და არც კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

სწორედ ეს გასდევდა კიდეც მთავარ ხაზად განათლების მინისტრის სამივე ამ სულელურ გამოხდომას, ანუ, მას რომ ჰკითხოთ, “იუთუბითქიმიური ცდების სწავლაც, საზეპიროებზე უარის თქმაც და ზღაპარკომბლესსასწრაფო გადაკეთებაც სწორედსაბჭოთა აზროვნებისდამარცხებაა.

საბჭოთა წარსულის მონატრებად ჩამითვლიან, ალბათ, იმასაც, ქართული იუმორის გამორჩეული პერსონის, ნოდარ დუმბაძის, იუმორისტული ნოველა “არ გავუშვათ გადაუკეთებელი არც ერთი ქართული ხალხური ზღაპარი” რომ გავიხსენო, რომელშიც ნოდარ დუმბაძე სასტიკად დასცინის სწორედ ჯეჯელავასნაირებს, რომლებიც მაშინაც ითხოვდნენ “სასტიკი, ბოროტი და ძალადობისკენ მიდრეკილი” ქართული ხალხური ზღაპრების გადაკეთებას.

დიახ, აი, იმ “ბნელ საბჭოთა” პერიოდშიც არსებობდნენ “ჯეჯელავები”, უბრალოდ, განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ასეთ ხალხს დასცინოდნენ, მათ ბჟუტურს ყურადღებას არავინ აქცევდა და მხოლოდ ფელეტონების “გმირები” შეიძლება ყოფილიყვნენ, თანაც სახელისა და გვარის ხსენების გარეშე.

ახლა კი, ამ “დემოკრატიულ და განვითარებულ” საქართველოში ასეთ ტუტუცებს პირდაპირ მინისტრებად გვინიშნავენ, ხოლო მათი ნაბჟუტურები იმწამს ხდება მედიასაშუალებების, განსაკუთრებით კი _ ტელევიზიების, სერიოზული განსჯის საგანი.

უკვე მოვესწარით იმას, რომ სატელევიზო ეთერებში თოქშოუების წამყვანები თუ ჟურნალისტები სრულიად სერიოზულად სვამენ კითხვას: “ეთანხმებით თუ არა განათლების მინისტრის მოსაზრებას, რომ კომბლე ცუდი მენეჯერი, უპასუხისმგებლო მეცხვარე და მოძალადეა?”

მერე ვინმე, “ექსპერტის” ტიტულით შემკული, სერიოზული და დინჯი ჩახველების შემდეგ, ფრიად საჭირბოროტო გამომეტყველებით უპასუხებს: “იცით, ზოგადად, ალბათ, შესაძლებელია ამ პრიზმაში კომბლეს აღქმა, მაგრამ ზღაპრების ასეთი ტექნოკრატიული შეფასება არ მიმაჩნია მაინცდამაინც გამართლებულად…”

არადა, წესით, ასეთი “რეაქტიული” მოსაზრებების მქონეთ ყურადღება არც უნდა მიაქციო და მათი მხოლოდ დაცინვა თუ იქნება გამართლებული. ჩემი სტუდენტობის დროს ასეთი “შუტკები” მხოლოდ “კა-ვე-ენ”-ზე ჰქონდათ ხოლმე… ახლა კი ყოვლად წარმოუდგენელია ის, რასაც ქართული მედია აკეთებს _ კომბლეს ავკარგიანობას სერიოზულად რომ განიხილავს. მით უფრო კომიკური და უტვინო მიდგომაა ფრაზა კომბლეს საქართველოში უამრავი დამცველი გამოუჩნდა”. როგორც ჩანს, ბევრი უტვინო იმასაც კი ვერ ხვდება, რომ აქ არაფერ შუაშია კომბლეს დაცვა. შეამჩნევდით, ამ სტატიაში ერთი სიტყვაც კი არ დამიწერია იმის შესახებ, რატომ არ უნდა გადავაკეთოთ არც “კომბლე” და არც ერთი სხვა ქართული ზღაპარი, ან რატომ არ იყო კომბლე ცუდი მეცხვარე, ან ის, საერთოდაც რომ არ იყო მეცხვარე და სხვა უამრავი “კომბლეს დასაცავი” არგუმენტი… რადგან აქ მთავარი თემა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას უსაქმური განათლების მინისტრი ჰყავს და ის რეალურ და სერიოზულ პრობლემებზე კი არ მსჯელობს, არამედ ზღაპრების გმირებზე ბჟუტურობს რაღაცას, იქნება ეს კომბლე, წითელქუდა, კონკია თუ სხვა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ასეთ სულელურ მარაზმშია ჩარჩენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ “აღმოჩენილი” კიდევ ერთი “ექსპერტი” არჩილ გამზარდია. “სტანდარტულ საბჭოურ თუ პოსტსაბჭოთა სისტემებს შეჩვეულმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც ყველა ზღაპარი თუ თქმულება ლამის საკუთარი თავმოყვარეობის საზომად განიხილებოდა, მინისტრის გალაშქრება კომბლეს წინააღმდეგ ლამის ეროვნული იდენტობის დანგრევის საშიშროებად მიიღო”, _ ასე გამოეხმაურა იგი კომბლე-მინისტრის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

სიტყვების _ “საბჭოთას” და “კომუნისტურის” უაზრო რახუნის შესახებ ზევით უკვე ვთქვი.

ჯანდაბას, არც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რაოდენ სასაცილოა თვით ფრაზა _ “კომბლეს წინააღმდეგ გალაშქრება”. გეგონება, გმირი მინისტრი ქვეყანაში შემოჭრილი ურდოების წინააღმდეგ ილაშქრებდეს.

მაგრამ გამზარდიას მტკიცებით, თურმე ჩვენ, “ბნელ საბჭოთა მოაზროვნეებს”, შეგვშინებია, რომ ჯეჯელავაეროვნულ იდენტობას დაგვინგრევს”.

მაინტერესებს, ესგადაგვარებული საბჭოთა ჩამორჩენილებიასე რატომ ვწუხვართ, ნეტა, “ეროვნულ იდენტობაზე”?! აკი, კომუნისტები და საბჭოელები სწორედ ყოველგვარი ეროვნულის მოსპობით იყვნენ დაკავებულნი დაგვარუსებდნენ”?! საიდან ჩვენში, “საბჭოთა გადმონაშთებში”, ამდენი და ამხელა ეროვნული მარცვალი?!

საქმე ის არის, რომ ესახლებურად მოაზროვნე ანტისაბჭოთა კორიფეგამზარდია იმასაც ვერ ხვდება, ფრაზით _ “საბჭოთა ეპოქაში ყველა ეროვნული ლეგენდა და ზღაპარი პირად თავმოყვარეობასთან იყო შეზრდილი” _ რა დონეზე აქებს და ადიდებს სწორედ იმსაბჭოთა კომუნისტებს”, რომელთა ლანძღვაც აქვს განზრახული

საზოგადოდ კი, იქნებ ვინმემ შეაგნებინოთ ჯეჯელავაგამზარდიებს, რომ არცკომბლე”, არცწითელქუდა”, არცკონკია”, არცსპაიდერმენითუსუპერმენიარანაირად არ არის დაკავშირებული განათლების სისტემასთან, ხოლო რას წავუკითხავთ და ვაყურებინებთ ჩვენს სკოლამდელი ასაკის შვილებს, ამ საკითხზე ჯეჯელავაგამზარდიებისბრძნული რჩევებინამდვილად არ გვჭირდება და ერისმოძღვრისფუნქცია მათთვის ჯერ არავის მიუნიჭებია.

ასე რომ, განათლების მინისტრმა განათლებას უნდა მიხედოს, თუკი ამის უნარი აქვს, და ყველაფერს არ მიედ-მოედოს, ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნისა არ იყოს, “გაფანტულ მეცნიერებათა” მინისტრი კი არ უნდა იყოს, არამედ სავსებით კონკრეტული სფეროს სავსებით კონკრეტული პრობლემები მოაგვაროს(!).

არც ეროვნული იდენტობა არაფერ შუაშია და არავინ ედავება მინისტრს იმაზე, მაინცდამაინც “კომბლეზე” რატომ საუბრობო. განათლების მინისტრ კაცს, არც “სპაიდერმენზე” სალაყბოდ უნდა ეცალოს. აი, საქმეც ეს არის!

დასასრულ, მცირე “ფროიდისტული” გადახვევა რომ გავაკეთოთ, იქნებ ბატონ მინისტრს გარკვეული არაცნობიერი კომპლექსი აწუხებს? იქნებ როდესაც ის მულტფილმ “კომბლეს” უყურებს, ბატონის პერსონაჟს საკუთარ თავთან აიგივებს? “ამდენ ჭამას, ამდენს სმას, ვახ, როგორ გაუძელი, მეშინია, ბატონო, არ გაგისკდეს მუცელი!” _ ვერ იქნება მთლად სასიამოვნო ჯეჯელავასთვის ამ სიმღერის მოსმენა, ხო? თანაც, მერე, კომბლე რომ შემოაჯდება ამ გაქსუებულ ბატონს და დასცხებს კომბალს გვერდებში, თან უყვირის _ “მოგარჩინო, ბატონო?”, იქნებ ეს სიტყვები ჯეჯელავს სულაც ასე ჩაესმის: “მოგარჩინო, მინისტრო?” და წარმოიდგინეთ ამ მომენტში მისი სულიერი და ფიზიკური ტკივილი…

მგონი, უკვე გასაგებია, რატომ ვერ იტანს ალექსანდრე ჯეჯელავა კომბლეს…

თუ არადა, იქნებ თქვენი მოსაზრებებიც მოგვაწოდოთ, ჩვენო მკითხველო. როგორ ფიქრობთ, რას “თლის” ჩვენი განათლების მინისტრი?..

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ გამოაქვეყნოთ ჯეჯელავას cv და ვისი რეკომენდაციებით დანიშნეს იგი მინისტრის თანამდებობაზე?

  2. ნეტავ კიდევ თუ გააჩერებენ მინისტრის \\\”პოზაში\\\” ჯეჯელას?! იქნება კიდევ გადმოაფრქვიოს საინფორმაციო ღრუდან \\\”მარგალიტები\\\”!

  3. ბავშვებს სკოლა და კვალიფიციური პედაგოგები სწორედ იმიტომ ესაჭიროებათ, რომ მათგან მიიღონ, ისწავლონ, რომელი ინფორმაციაა ჭეშმარიტი და რომელი _ არა.

  4. ბაკურ,მერე ვინ უნდა წაუკითხოს ამ მინისტრებს 2-3 თვიანი ლექციების კურსი?კვირიკაშვილს თვითონ სჭირდება ისტორიაში ლექციები,რომ გაერკვეს საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობის საუკუნოვან ისტორიაში. ესენი იგნორირებას უკეთებენ ყველა ჭკვიან მეცნიერს.კიდევ,ვერაფრით ვერ გავიგე , ჩვენი მითოსი, ჩვენი ზღაპრები ფოლკლორია და საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ბრძენი ქართველი ხალხი.ეხლა ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ,როგორც „საბჭოთა პერიოდში“ შექმნილი?რა შუაშია საბჭოთა პერიოდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here