Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი ექსპერტი გლობალიზაციის პროექტის კრახზე 15 წლის წინათ საუბრობდა

ქართველი ექსპერტი გლობალიზაციის პროექტის კრახზე 15 წლის წინათ საუბრობდა

691

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ახალი რეალობა წარმოაჩინა _ ცვლილებები გარდაუვალია, თანაც, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სრულიად მსოფლიოში.

უპრეცედენტოდ დაძაბულ საარჩევნო რბოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვება განაპირობა ე. წ. საშუალო კლასის მხარდაჭერამ თეთრკანიანი ამერიკელებისა, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალური ქრისტიანების უფლებების შელახვა, დაცინვა და ე. წ. ელგბტ-პირების უფლებების გაფართოება, თანამშრომელი შავკანიანისა და ჰომოსექსუალის სამსახურიდან გაგდების შემთხვევაში რასიზმსა და ჰომოფობიაში დადანაშაულება და ა. შ.

ჰილარი კლინტონის წარუმატებლობის მიზეზი კი იყო ქადაგება აგრესიული ლიბერალიზმისა, რომლის სიმბოლოც თვითონ არის. ჰილარი კლინტონის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ უამრავი მასალა გამოქვეყნდა. მართალია, ჰომოსექსუალიზმი ამერიკაში დანაშაულად არ ითვლება, მაგრამ მიუღებელია ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ამომრჩევლისთვის. ამერიკელი კათოლიკების კონსოლიდაცია, აგრეთვე, გამოიწვია ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის _ ტიმ კეინის განცხადებამ, კათოლიკური ეკლესია, თუ ის პოზიციას არ შეიცვლის ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, ამერიკას დატოვებსო. სწორედ ჰილარი კლინტონისა და დემოკრატიული პარტიის, საზოგადოდ კი, აშშ-ის ისტებლიშმენტის ბრძოლამ ტრადიციული ღირებულებებისა და ნაციონალური იდეების წინააღმდეგ განაპირობა საშუალო კლასის ამერიკელების კონსოლიდაცია და დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტრამპის გამარჯვებამ დაამწუხრა ნატოს წინა და ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რადგან აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი უარყოფითად არის განწყობილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ს მოუწოდა, არ მიეტოვებინა ნატო და დაეწყო “მსოფლიოს პოლიციელის” ფუნქციების შესრულება, მაგრამ ტრამპს ამ საკითხზე სხვა თვალსაზრისი აქვს. მისი აზრით, “აშშ-მა თავისი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ინტერესები ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ფული ნატოელი მოკავშირეების მხარდასაჭერად უნდა დახარჯოს”.

ტრამპის გამარჯვებამ დაამწუხრანაციონალური მოძრაობა”, რომელმაც “დემოკრატიის შუქურა” და ბელადი მიშას დაკარგვის შემდეგ ახლა პატრონიც დაკარგა.

ტრამპის გამარჯვებამ, აგრეთვე, დაამწუხრა საქართველოში მოქმედი .. არასამთავრობოების წარმომადგენლები, რადგან აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი არ აპირებს “ფერადი რევოლუციების” დაფინანსებას, შესაბამისად, ამ “ფერადი რევოლუციების” ძირითად საყრდენს, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, დიდი ალბათობით, დაფინანსება შეუწყდებათ.

ტრამპის გამარჯვებამ დაამწუხრა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები _ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლებიც დაუფარავად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს, ხოლო ტრამპს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. დაამწუხრა იმიტომ, რომ ხვდებიან: ამერიკაში დაწყებული ცვლილებების სიო აუცილებლად დაუბერავს ევროპაშიც, გამოიწვევს ნაციონალისტური განწყობილების ზრდას, მერკელისა და ოლანდის პოლიტიკური კარიერის დასასრულს და ხელისუფლებაში ისეთი ლიდერების მოსვლას, როგორებიც არიან საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის თავმჯდომარე მარინ ლე პენი, ლიდერი პარტიისა “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობისთვის” ნაიჯელ ფარაჯი, ლიდერი ნაციონალ-კონსერვატიული პარტიისა “ალტერნატივა გერმანისითვის” ფრაუკე პეტრი და სხვ. სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპაში უკვე დაიწყო ცვლილებები: ოქტომბრის ბოლოს ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა რამუნას კარბაუსკისის ოპოზიციურმა “ლიტვის გლეხებისა და “მწვანეების” პარტიამ, რომელმაც წინა არჩევნებში მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა. ბულგარეთში კი პრეზიდენტი გახდა ასევე ოპოზიციონერი, გადამდგარი გენერალი რუმენ რადევი, რომელსაც დასავლური პრესა პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნევს, მოლდოვაშიც გაიმარჯვა პრორუსულმა სოციალისტმა იგორ დოდონმა.

ტრამპის გამარჯვებამ შოკი გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებიც თვლიდნენ, რომ გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია, რომ გარდაუვალია ქრისტიანული ღირებულებების დევალვაცია, რომ ყველა ქვეყანაში დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება და, რაც მთავარია, მსოფლიოს ჰეგემონი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც “განსაკუთრებული სახელმწიფოა”. მაგრამ, თუ ბოლოდროინდელ პროცესებს ყურადღებით გავაანალიზებთ, აშკარად ჩანს, რომ ცვლილებები, რომლებიც უნდა დაიწყოს, მოსალოდნელი იყო. ამას წლების წინათ პროგნოზირებდა თითოოროლა ექსპერტი, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი მისი თვალსაზრისი გლობალიზაციის პროცესზე, რომელიც გაზეთშანსშიგამოქვეყნდა 2000 წლის დეკემბერში:

“გლობალიზაციის ახლანდელი პროექტის ჭეშმარიტ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა რეგიონის ინტელექტუალურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება, იმისათვის, რომ მსოფლიო რესურსების გადანაწილების ჩამოყალიბებული პროპორციები არ შეიცვალოს. მიზეზი მარტივია: იმისათვის, რომ განვითარებული ქვეყნების ჯგუფმა, ე.წ. ოქროს მილიარდმა ისევ მდიდრულად იცხოვროს, დანარჩენი მსოფლიო სიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს. ეს არ არის მდიდარი ქვეყნების ბოროტი ნება, ეს მათთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა, ვინაიდან მსოფლიო რესურსების მარაგი შეზღუდულია, მდიდრული ცხოვრებისთვის ყველას არ ეყოფა. ამიტომ საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებიც განვითარებული ქვეყნების ნებას გამოხატავენ და გლობალიზაციის პროექტს ახორციელებენ, ყველანაირად ცდილობენ, არ დაუშვან მათ მიერ კონტროლირებადი ქვეყნების ინტენსიური განვითარება. თითქმის ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკას აკონტროლებს და ამ პერიოდში ქვეყანაში არ შექმნილა არც ერთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, სამრეწველო განვითარების მიმართულებაც კი არ არის განსაზღვრული. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსთვის არ არის გათვალისწინებული სამრეწველო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება და, შესაბამისად, მეცნიერების, განათლების განვითარება. საქართველო ამ ძალების მიერ განიხილება, მხოლოდ როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ნედლეულის რამდენიმე სახეობის მიმწოდებელი… სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრანზიტიც კი ჩვენი პროვინციული ელიტის მიუღწეველ ოცნებად იქცევა.

მიმაჩნია, რომ გლობალიზაციის ამჟამინდელი პროექტი არა მხოლოდ გლობალური კონფრონტაციის გამომწვევია, არამედ შეუსრულებელიც. ის აუცილებლად კრახით დამთავრდება, ისევე, როგორც დამთავრდა კრახით გლობალიზაციის წინა პროექტები _ ადრინდელი ბოლშევიკური, მისი “მსოფლიო მთავრობით”, და ფაშისტური, მისი გერმანული ჰეგემონიით მსოფლიოში. მაგრამ მანამდე ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ძალუძს ისეთი მცირერიცხოვანი ეროვნული ერთობების განადგურება, როგორიც ქართველი ხალხია. ნახეთ, რამდენი რამ უკვე მოახერხეს ჩვენს ქვეყანაში ამ პროექტის გამტარებლებმა, ჩვენმა “მეხუთე კოლონამ” დენაციონალიზაციის, დეინდუსტრიალიზაციის, საზოგადოების დაშლისა და ზნეობრივი დეგრადაციის თვალსაზრისით. და კიდევ აგრძელებენ საქმიანობას ამ მიმართულებით”.

* ტრამპის განცხადებებიდან და წინასაარჩევნო დაპირებებიდან ჩანს, რომ ის 2017 წლიდან აპირებს საგარეო პოლიტიკის შეცვლას. ამის აუცილებლობას კი 15 წლის წინათ პროგნოზირებდა ალექსანდრე ჭაჭია:

“ეს ის ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქცა ერთადერთ ზე სახელმწიფოდ. მის ისტებლიშმენტში გაიმარჯვა კონცეფციამ, რომლის თანახმადაც, აშშ უნდა იყოს მსოფლიოს ხელმძღვანელი, მსოფლიოს მმართველი… ამერიკას მიაჩნია, რომ მსოფლიო უნდა შეეგუოს მის მიდგომებს, გადაწყვეტილებებს. მათი მცდელობა, ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში, ნებისმიერი რეგიონის პრობლემატიკაში და მართოს სამხედრო-სტრატეგიული პროცესები, მიუღებელი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის და სწორედ ამან გამოიწვია მასშტაბური უკმაყოფილება. ეს შეეხება არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, არამედ, ევროპასაც. ევროპა მივიდა იმ ზღვრამდე, როცა უკვე აუტანელია ამერიკის ჟანდარმის როლი და ფუნქცია…

აშშ ქმნის ვითარებას, რომლის მსხვერპლიც თვითონ ხდება.

მოვა დრო, როცა ამერიკას იმპერიალისტური პოლიტიკა უკან შეუბრუნდება და ტრაგიკულ შედეგამდე მივა.

ჟანდარმი დემოკრატი ვერ იქნება. ამერიკელებს რატომღაც ჰგონიათ, რომ დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც მათთვის არის მისაღები, მისაღები უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მათთვის წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერ ერს შეიძლება ჰქონდეს თვითმყოფადობა, საზოგადოების არსებობის საკუთარი კანონები. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ერების უნიფიცირება და ამის მიღწევა მათი ამოცანაა. მსოფლიო არ შეეგუება ამ მიდგომას და ყოველთვის შეეწინააღმდეგება. ამ შეურიგებლობის მსხვერპლი კი შეიძლება გახდეს არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო…

ერთხელ ამერიკის პრეზიდენტმა ერთერთი ქვეყნის ლიდერზე ასეთი რამ თქვა: მართალია, ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალააო. ეს მიდგომა უნდა გამოირიცხოს აშშის საგარეო პოლიტიკიდან. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ასე ფიქრობს დღეს ამერიკული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი.

თქვენ ნახავთ ძალიან მალე, როგორ შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ბუშის ხელისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართ…

ამერიკამ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა და შეეგუოს იმ ამბავს, რომ მსოფლიოში არსებობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავისუფალი ერები, რომლებსაც აქვთ ეროვნული თვითმყოფადობა, განვითარების საკუთარი გზა და ტრაექტორია (“დილის გაზეთი”, 2001 წლის სექტემბერი).

* ბოლო 25 წელიწადია, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის განვითარების კონცეფცია, მკაცრად ჩამოყალიბებული საგარეო ორიენტირები და ნატოსა და ევროკავშირში შესვლის დაპირებებით ხალხს თვალში ნაცარს აყრის. არადა, 16 წლის წინათ ლაპარაკობდა ალექსანდრე ჭაჭია ქვეყნის ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთშანსისთვის” 2000 წლის დეკემბერში მიცემული ინტერვიუდან:

“წლების განმავლობაში მოვუწოდებ მმართველ ფენას: შეიმუშავეთ და წარუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული, ყველასათვის გასაგები კონცეფცია _ საით მიგყავთ ქვეყანა? თვითონაც გამოვაქვეყნე საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიის პროექტი, რომელშიც შევეცადე ეროვნული ინტერესების, სოციალური პრიორიტეტების, თანამედროვე ეტაპის ამოცანების, საზოგადოების სტრატეგიული მიზნისა და ეროვნული იდეის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრას, მაგრამ ჩვენს მმართველ ელიტას ეს პრობლემები არ აინტერესებს, ამ საკითხთა გარკვევა ხელს არ აძლევს. ამ ცრუპენტელათა ჯგუფისთვის გაცილებით ადვილი და მოსახერხებელია ხალხისთვის მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება ან ისეთი უდროო და უშედეგო, მაგრამ ხმაურიანი სისულელის გაკეთება, როგორიც .. სასამართლო რეფორმაა. კიდევ უფრო ადვილია ისეთი უპასუხისმგებლო და შეუსრულებადი ლოზუნგების გამოცხადება, რომლებსაც თავის დროზე თაღლითი ხრუშჩოვი ისროდა: “დავეწიოთ და…” ან “1985 წელს ჩვენ ავაშენებთ კომუნიზმს!”. ხომ გახსოვთ შევარდნაძის ლოზუნგი, რომელიც მხოლოდ ამ წელს წაშალეს ტრანსპარანტებიდან: “2000 წელს საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, აყვავებული ქვეყანა!”

ჩვენი ელიტის ნაწილს, უვიცობისა და ეროვნული სხეულისგან მოწყვეტის გამო, არ ესმის, რომ ქართველ ერს გამაერთიანებელი ეროვნული იდეისა და სამშობლოს მომავლის ხედვის გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია. მეორე ნაწილს ეს, პირიქით, მშვენივრად ესმის და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება განსაზღვრას, ვინაიდან იმედი აქვს, რომ მძიმე სოციალურეკონომიკური პირობები, უსაშველობა, უიმედობა, აპათია ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიიდან ქართველი ერის განდევნას, მის შემდგომ გაფანტვასა და დეგრადაციას. მნიშვნელოვანწილად მათ ეს უკვე მოახერხეს კიდეც”.

* ცვლილებები, რომლებიც დაიწყება სრულიად მსოფლიოში, გამოწვეულია გლობალიზაციის კრახით თვით ამერიკაშიც კი, რუსეთის და რიგი სხვა სუვერენული ქვეყნების გავლენის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთერთი პირველი, რაც გააკეთა საგარეო ურთიერთობების სფეროში, იყო ის, რომ ტელეფონზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ხოლო ინაუგურაციის შემდეგ, როგორც ჩანს, ტრამპის პირველი ვიზიტი სწორედ რუსეთში გაიმართება.

აი რას ამბობდა მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ძვრებისა და გლობალიზაციის პროექტის კრახის შედეგად შექმნილ ახალ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და როლზე, მის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე ალექსანდრე ჭაჭია 2000 წელს გაზეთშანსშიგამოქვეყნებულ ინტერვიუში:

“რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება, სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს არა მხოლოდ დოლარების წყაროს მნიშვნელოვან შემცირებას, ჩვენი პროდუქციით დაინტერესებული ერთადერთი ბაზრის დაკარგვას, არამედ ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის შეუძლებლობასაც. ბუნებრივია, რუსეთის მონაწილეობაზე ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტაში ლაპარაკიც კი ზედმეტია. მეტიც, არის იმის საშიშროებაც, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობა სხვადასხვა ხერხით რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს, მაშინ საკუთრება, რომელიც ამ ტერიტორიებზე არსებობს, რუსეთის მოქალაქეთა საკუთრება გახდება, ხოლო მოსახლეობაც და საკუთრებაც, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდება. ჩვენი მმართველები კი ამასობაში ისევ სიამაყით მოგვითხრობენ ზღაპრებს საკუთარ “მსოფლიო მასშტაბურობაზე”, “ევროპულობაზე” და განაგრძობენ მტკიცებას, რომ მათ მიერ მიღწეულია მთავარი _ გაეროსა და ევროსაბჭოში გაწევრიანება!..

ქვეყანაში მოქმედმამეხუთე კოლონამშეასრულა გარკვეული გარე ძალების შეკვეთა და მიაღწია იმას, რომ რუსეთი საქართველოს სტრატეგიული მოწინააღმდეგე ხდება. გასაგებია, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი დამხმარე სტრატეგიული როლის საბოლოოდ შესრულების შემდეგ ჩვენ, როგორც ისტორიაში უკვე ყოფილა, მიგვატოვებენ და მოგვიწევს რუსეთთან პირისპირ ურთიერთობების გარკვევა, რასაც დამღუპველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ასე ხდება ყოველთვის, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულიად უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესებს და სხვის თამაშში პაიკის როლზე თანხმდება.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ორი აქსიომა უნდა გავითვალისწინოთ: პირველი _ მტკიცებებითანასწორუფლებიან ურთიერთობებზესაქართველოსა და ამერიკას, საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის სისულელეა, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ. შეუძლებელია, თანასწორუფლებიანი იყოს ურთიერთობები დიდ, ძლიერსა და პატარა, სუსტს შორის. ისევე, როგორც წინა საუკუნეების განმავლობაში, ძალა დღესაც რჩება მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად და მთავარ არგუმენტად. ძლიერი ყოველთვის მართალია, ხოლო უფრო ძლიერი უფრო მართალია. საქართველო ვერ გაუძლებს კონფრონტაციას ვერც რუსეთთან, ვერც თურქეთთან, მაგრამ საქართველოს შეუძლია თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, თუ საგარეო პოლიტიკაში გაითვალისწინებს, რომ რუსეთი და თურქეთი, მის უკან მდგომ ნატოსთან ერთად, ცდილობენ, არ დაუშვან ერთმანეთის გაძლიერება კავკასიის რეგიონზე ერთპიროვნული კონტროლის ხარჯზე, მათ შორის საქართველოს ხარჯზეც. ორივე მხარის ეს ინტერესი უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. მეორე აქსიომა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ გეოპოლიტიკურ პროექტებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც დიდ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაც არის მიღწეული (აფხაზეთის საკითხში დასავლეთსა და რუსეთს შორის კონსენსუსმა მშობლიური მიწა დაგვაკარგინა; მათ შორის არსებული შეთანხმება თურქ-მესხების საქართველოში შემოსახლებასთან დაკავშირებით, მოგვიტანს ახალ ომს და ისევ ტერიტორიის დაკარგვას; ორივე ამ პროექტში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა)…

ქვეყნის ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას (ზოგს _ ნებსით, ზოგს _ უნებლიეთ) საქართველო მიჰყავს საყოველთაო კატასტროფისკენ, რომლის შედეგად ქართველი ერი, როგორც კომპაქტურად მცხოვრები კულტურულისტორიული ერთობა, შეწყვეტს თავის არსებობას (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვისა და მასობრივი ემიგრაციის შედეგად ნაწილობრივ ეს უკვე მოხდა)…”

აი ამას ამბობდა ჯერ კიდევ 16 წლის წინათ ალექსანდრე ჭაჭია, ამას იმეორებდა ის შემდეგი წლების განმავლობაში მიცემულ უამრავ ინტერვიუშიც, მაგრამ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ამერიკელების შიშით ყური არ შეუბერტყავს _ ყველა ხელისუფლება მხოლოდ აშშის ინტერესების გატარებაზე ფიქრობდა. დღესაც ასეა _ მსოფლიო უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მოლოდინშია. ამ ფონზე კი განსაცვიფრებელია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დუმილი, რომელიც არც კი იმჩნევს, რომ დგება პოლიტიკური ცვლილებების პერიოდი და, თუ დროზე არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და არ გავაუმჯობესეთ რუსეთთან ურთიერთობა, ვერასოდეს მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი _ თავის შეცდომებზე, ხოლო სულელი _ საერთოდ ვერაფერს სწავლობსო.

და ისევე, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში, კვლავ სულელის როლში რომ არ აღმოვჩნდეთ, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ თავი დაანებოს ფუჭ ლაპარაკს ნატოევროკავშირში შესვლაზე და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

მით უმეტეს, რომ საქართველოსთან დიალოგის გამართვაზე არაერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა რუსეთის პირველმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა პუტინმაც. და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში არავინ ჩანს ისეთი, რომელიც უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებსაც კავშირებიც აქვთ და უნარიც შესწევთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით წარმართონ.

დრო არ ითმენს, იწყება ცვლილებების პერიოდი და ეს ის პერიოდია, როცა უმოქმედობა დამღუპველია, როცა დუმილი ოქრო არ არის!

გიორგი გაჩეჩილაძე

1 COMMENT

  1. ეგრე ცოტა ხმამაღლა,უფრო გასაგონად ავიმაღლოდ ხმა,რაც მოხდა დღემდე ყველაფერი ამერიკის პოლიტიკიდან მოდის,რუსეთი ძალით დავიმდურეთ,კიდო მაგრად დაგვინდო მან.აბა ეგრე მოექეცი ამერიკას როგორ გაგასწოროს მიწას.ჩვენი ხსნა მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებაა, და ვინც ამის წინააღმდეგია ის ან ყრუ მუნჯია,ან ქვეყნის მტერია.

  2. სათავეში ნაგვები და გამყიდველები სხედან, დამპალი საარჩევნო კანონმდებლობის საშუალებით. ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ქართველთ მოძულეს და მოღალატეს.
    ძაღლთ იყოს მათთა მკვდრისათა……….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here